მართალია კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის სპორტულ დონეზე ბევრს კამათობენ, მაგრამ მის ეკონომიკურ მხარეზე აუგს ვერავინ ამბობს. განსაკუთრებულ მოგებაში ევროპული კლუბები არიან. ისინი ფიფასგან ყველაზე მეტ ფულს მიიღებენ.
„პარი სენ ჟერმენის’’ მაგალითზე ვილაპარაკოთ. მას შეჯიბრებაში მხოლოდ მონაწილეობის გამო 30 მილიონი ევრო ერგო, იქ, ამერიკის სტადიონებზე კი პარიზული მკლუბი კიდევ უფრო გამდიდრდა ― მეოთხედფინალში „ბაიერნთან’’ შეხვედრის წინ მას უკვე 52.7 მილიონი აქვს გამომუშავებული. ჯგუფურ ეტაპზე თითოეული მოგებისთვის პარიზელებს 1.85 მილიონი ევრო ერგოთ, მერვედფინალში გასვლისთვის დამატებით 7 მილიონი მიითვალეს, მეოთხედფინალში გასვლამ კი დამატებით 12 მილიონი მოუტანათ. შედარებისთვის: მე-9 ადგილზე გასული ფრანგული კლუბის „ბრესტის’’ ბიუჯეტი 2024-25 წლებში 45 მილიონი ევრო იყო.
თუკი ატლანტაში შაბათს პსჟ „ბაიერნს’’ მოუგებს, მის ანგარიშზე კიდევ 19.5 მილიონი ევრო ჩაირიცხება. ფინალში გასვლა 37 მილიონ ევროს მოიტანს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში კლუბს ჯამში 115 მილიონი შემოუვა.
კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის შემოსავლის ნახევარი 2024-25 წლების სეზონზე დაირიცხება, რომელიც ფინასური თვალსაზრსით ოფიციალურად 30 ივნისს მთავრდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ პარიზული კლუბი მოგების სახით 806 მილიონი ევროს გადაჭარბებას გეგმავდა. მან ეს გეგმა იოლად შეასრულა, ვინაიდან შეჯიბრებაში გამარჯვებამ 144 მილიონი მოუტანა. ამ გამაოგნებელ თანხებს უნდა დაამატოთ ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავალიც, რომელმაც სავარაუდოდ სეზონის განმავლობაში 170 მილიონი შეადგინა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 08:01ირაოლამ ალისონი დაიცვა
მთავარი ამბავი07/11/2026 | 07:00კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
