წელი: 2025

Home 2025
მესი: პიკს ვეღარასდროს დავუბრუნდები
ჩანაწერი

მესი: პიკს ვეღარასდროს დავუბრუნდები

კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ლეო მესის „ინტერ მაიამიმ’’ „პარი სენ ჟერმენთან’’ 0:4 წააგო. Dsport-მა „ოქროს ბურთის’’ რვაგზის ლაურეატს კომენტარი სთხოვა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ. „ძალიან ბედნიერი ვარ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატში რომ მივიღეთ მონაწილეობა და ჩვენი დღევანდელი კონდიციებით მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან ვითამაშეთ, ― თქვა მესიმ, ― მერვედფინალში ჩვენ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული შეგვხვდა. მან 4:0 თუ 5:0 მოგვიგო,...

სამყურებთან – მეექვსედ
ჩანაწერი

სამყურებთან – მეექვსედ

5 ივლისს, 21 საათზე, თბილისის „მიხეილ მესხზე“ დაიწყება სარაგბო მატჩი, რომელსაც უდიდესი ინტერესით ველით – საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად უმასპინძლებს ირლანდიის ეროვნულ გუნდს, რომლის სარაგბო თიკუნია „სამყურები“. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა, რადგან, მართალია, ირლანდია საქართველოში ჩამოსული მესამე გუნდია, რომელიც ტიერ 1-ს წარმოადგენს, მაგრამ დღევანდელი ფორმაციის ირლანდიის სარაგბო ნაკრები გაცილებით მაგარი და ავტორიტეტულია, ვიდრე ბათუმში ნამყოფი...

ზელანდიასთან – ზედმეტი წნეხის გარეშე
ჩანაწერი

ზელანდიასთან – ზედმეტი წნეხის გარეშე

პარასკევს, 20 საათზე საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრები იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავის მეორე მატჩს დაიწყებს – ქალაქ ვიადანაში ლადო კილასონიას რაზმის მეორე მეტოქე „ჯუნიორ ოლ ბლექსი“ იქნება, რომელიც ამ ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. დიახ, ახალი ზელანდიის 20-წლამდელები მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონები არიან, თუმცა, პირველ ტურში, მასპინძელ იტალიელებთან 14:5 მოგებულმა მატჩმა ცხადყო, რომ ეს...

ნაპოლიმ მორიგ ახალ კვარას მიაგნო
ჩანაწერი

ნაპოლიმ მორიგ ახალ კვარას მიაგნო

ჯერ ელიფ ელმასიო, მერე დავიდ ნერეშიო… ახლა, „ნაპოლი’’ 24 წლის შვეიცარიელის დან ნდოიეს ყიდვას აპირებს და ნეაპოლურ მედიაში კვლავ ატყდა ერთი ამბავი. ზოგმა თქვა კვარას მემკვიდრეს რად უნდა ძებნა, კვარას მემკვიდრეობა არარსებული ცნება და ხელოვნური პრობლემააო. ზოგმა პირდაპირ განაცხადა, რომ ნდოიე უძლიერესი გარემარბია და „აძურის’’ კვარას მაგივრობას გაუწევს. აბრუნებენ კვარაცხელიას გვარს და ვერ ხვდებიან, რომ...

პარი სენ ჟერმენიც გლოვობს
ჩანაწერი

პარი სენ ჟერმენიც გლოვობს

„პარი სენ ჟერმენმა’’ პორტუგალიელი ფეხბურთელების დიოგო ჟოტასა და მისი ძმის ანდრე სილვას ავტოკატასტროფაში დაღუპვის ამბავი ატლანტაში დილას გაიგეს. პარიზელები ამერიკის შეერთებულ შტატებში კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობენ. პსჟ-მ ვარჯიში ხუთშაბათს, „ბაიერნთან’’ მეოთხედფინალურ თამაშამდე ორი დღით ადრე განაახლა, მაგრამ განწყობა ძიმეა. საფრანგეთის ჩემპიონთა რიგებში ხომ პორტუგალიის ნაკრებში დიოგო ჟოტას თანაგუნდელები ნუნუ მენდეში, ჟოაო ნევეში, გონასლო რამუში და...

დიოგო ჟოტას და მის ძმას შაბათს პორტუში დაკრძალავენ
ჩანაწერი

დიოგო ჟოტას და მის ძმას შაბათს პორტუში დაკრძალავენ

დიოგო ჟოტას და მის ძმას ანდრე სილვას პორტუს ჩრდილოეთ გარეუბან გონდომარში შაბათს, დილის 10 საათზე დაკრძალავენ. პარასკევ საღამოს ადგილობრივ ეკლესიაში სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება. წესის აგების დრო ზუსტად არ არის ცნობილი, რადგან ავტოკატასტროფაში დაღუპული ფეხბურთელები ესპანეთიდან პორტუგალიაში ჯერ არ ჩაუსვენებიათ. ეს ინფორმაცია გონდომარის მუნიციპალიტეტზე დაყრდნობით გავრცელდა. სწორედ 1921 წელს დაფუძნებულ ამავე სახელწოდების მქონე კლუბში დაიწყო...

მამარდა ლივერპულში ჩავიდა
ჩანაწერი

მამარდა ლივერპულში ჩავიდა

გუშინ გიორგი მამარდაშვილი ინგლისში ჩავიდა. ქართველი მეკარე კარიერის ახალ ეტაპს იწყებს ― ის ლივერპულელია. 24 წლის გოლკიპერის ტრანსფერი 10 თვის წინ დადასტურდა. როგორც liverpool.com წერს, მერსისაიდელებმა მასში 25 მილიონი გირვანქა ანუ 34 მილიონი დოლარი გადაიხადეს. შედეგების მიხედვით ამას დაემატება 4 მილიონი გირვანქა (5 მილიონი დოლარი). მამარდაშვილი თავის ახალ თანაგუნდელებს მომდევნო კვირაში გაიცნობს. მათ შორის იქნებიან...

რომა ჟორჟის შეძენას ცდილობს
ჩანაწერი

რომა ჟორჟის შეძენას ცდილობს

„ლიონის’’ ფინანსური გაჭირვება ევროპაში ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით რონისპირელები სავარაუდოდ ბევრ ფეხბურთელს გაყიდიან. იტალიური პრესა კი ბოლო დროს ჟორჟ მიქაუტეძეზე წერს. ფრანგული foot01 აზუსტებს, რომ ქართველი ის ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია ლიონელთათვის ალექსანდრ ლაკაზეტი შეცვალოს. „გაძეტა დელო სპორტის’’ ცნობით, როგორც კი  „რენიდან’’ „რომაში’’ გადაბარგდა, სპორტულმა დირექტორმა ფრედერიკ მასარამ მიქაუტაძის ტრანსფერზე დაიწყო მუშაობა. მას...

შავი ლომი კონკურენტულ ჯგუფშია
ჩანაწერი

შავი ლომი კონკურენტულ ჯგუფშია

„შავი ლომი“ ჩელენჯ თასის 2025/2026 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე პულ 1-ში გამწესდა. გამოვლინდა პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზის თანაპულელთა ხუთეულიც, რომლიდან ერთ-ერთს აცდება „შავ ლომთან“ დაპირისპირება, დარჩენილi 4 გუნდიდან კი ქართველი მორაგბეები ორს შინ შეხვდებიან და ორსაც – სტუმრად, ხოლო ვის კონკრეთულად – მოგვიანებით გადაწყდება. პულ 1-ში „შავ ლომთან“ ერთად უელსური „ოსპრეიზი“, იტალიური „ძებრე“, ირლანდიური...

კალანდაძე პლოცკის ვისლას ფეხბურთელია
ჩანაწერი

კალანდაძე პლოცკის ვისლას ფეხბურთელია

თბილისის „დინამოს“ ცენტრალური მცველი, ალექსანდრე კალანდაძე კარიერას პლოცკის „ვისლაში“ გააგრძელებს – პოლონური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა ტრანსფერო ოფიციალურად დაადასტრურა. „ვისლამ“ გასულ სეზონში წარმატებით ითამაშა პოლონეთის პირველ დივიზიონში, ექტრაკლასას საგზური მოიპოვა და ახალი სეზონიდან პოლონეთის ჩემპიონატის მთავარ ლიგაში ითამაშებს. კალანდაძემ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, მისი კიდევ ერთი წლით გაგრძელების ოფციით. 24 წლის ფეხბურთელი თბილისის...