წელი: 2025

Home 2025
ოსიმენს გალათასარაიში დარჩენა მონდომებია
ჩანაწერი

ოსიმენს გალათასარაიში დარჩენა მონდომებია

26 წლის ვიქტორ ოსიმენს კარიერის უმნიშვნელოვანესი მომენტი უდგას. ნიგერიელს ყველა პირობა აქვს საიმისოდ, რომ თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირის სახელი დაიმკვიდროს, მაგრამ ვერა და ვერ უპოვია ნავსაყუდელი. ჯერ იყო და ევროპული კარიერა გერმანულ „ვოლფსბურგში’’ დაიწყო, საიდანაც ბელგიურ „შარლერუაში’’ თავიდან იჯარით, შემდეგ კი სრულფასოვანი კონტრაქტით გადაბარგდა. იქიდან ფრანგულ ლიგა 1-ში, კერძოდ „ლილში’’ წავიდა, სადაც ერთი სეზონი დაჰყო...

გიორგი მამუკას ელის…
ჩანაწერი

გიორგი მამუკას ელის…

მომავალი სეზონიდან იტალიურ სერია A-ში, შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ვიხილოთ. 22 წლის გიორგი კვერნაძე ახლა სერია B-ს ბინადარი „ფროზინონეს“ ფეხბურთელია, მაგრამ იტალიური პრესა აჭრელებულია ცნობებით იმის თაობაზე, რომ ახალი სეზონიდან ის მთავარ იტალიურ ლიგაში ითამაშებს. „დიახ, ვიცი, რომ ჩემი გადაბირებით სერია A-ს რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. ვკითხულობ იტალიურ პრესას და ესეც რომ არა, ჩემი აგენტისგან გავიგე...

სტამბოლის ორი დიდი კლუბი ჟორჟისთვის ქიშპობს
ჩანაწერი

სტამბოლის ორი დიდი კლუბი ჟორჟისთვის ქიშპობს

ფინანსური პრობლემების წინაშე მდგომ „ლიონს’’ ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს.  ყველაზე აქტიურად ქართველ თავდამსხმელზე ჟორჟ მიქაუტაძეზე ლაპარაკობენ. „ლიონს’’ ერთ კვირაში ეცოდინება რა ბედი ეწია მის აპელაციას ანუ დატოვებენ ლიგა 1-ში თუ მომდევნო სეზონს ლიგა 2-ში გაატარებს. როგორც ფრანგული მედია წერს, იმ შემთხვევაშიც კი თუ კლუბს ლიგა 1-ში დატოვებენ, მას საქმე კარგად არ ექნება ― რონისპირელებს ქამრების შემოჭერა...

ზურიკომ სეზონისთვის მზადება გოლით დაიწყო
ჩანაწერი

ზურიკომ სეზონისთვის მზადება გოლით დაიწყო

ფრანგულ კლუბთა უმეტესობის მსგავსად „სენტ ეტიენმა’’ გასულ უქმეებზე ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. „მწვანეებმა’’ თავიანთი პირველი ამხანაგური მატჩი ითამაშეს და შვეიცარიულ „ეტუალ კარუჟს’’ 3:1 მოუგეს. ერიკ ჰორნელანდის გუნდის უარყოფითი დინამიკა შეიცვალა ― გასაგებია, რომ კლუბი სატრანსფერო ბაზარზე ჯერ კიდევ გაჩარხავს საქმეებს ანუ შემადგენლობა ჯერ საბოლოო არ არის, მაგრამ ახალი ცხოვრება უკვე დაიწყო. ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვება კი...

სტაბილურობა უიღბლობის წინააღმდეგ
ჩანაწერი

სტაბილურობა უიღბლობის წინააღმდეგ

როგორც მოსალოდნელი იყო, ირლანდიის მორაგბეთა ნაკრებმა თბილისის „მიხეილ მესხზე“ ბორჯღალოსნებს ტესტ-მატჩი მოუგო, მაგრამ მოგებაცაა და მოგებაც. 5:34 – ასეთია თავსხმა წვიმაში გამართული მატჩის შედეგი, არადა საღამო ისე ლამაზად იწყებოდა… ორგანიზატორებმა მცირერიცხოვან მაყურებელს ეფექტური წინასამატჩო გახსნა შესთავაზეს, გორის ქალთა გუნდმა ჩვეული ვირტუოზულობით ჯერ ირლანდიის რესპუბლიკის ჰიმნი შეასრულა, მერე – საქართველოსი, მსაჯმა ჩასტვინა და რამდენიმე ათეული წამის...

რა უნდა ექნა დონარუმას?
ჩანაწერი

რა უნდა ექნა დონარუმას?

„პარი სენ ჟერმენმა’’ კლუბთა მსოფლიოს თასის ნახევარფინალში „ბაიერნს’’ დრამატულ შეხვედრაში 2:0 მოუგო. ამ საინტერესო მატჩში იყო ერთი ცუდი მომენტი, როდესაც ჯანლუიჯი დინარუმასთან შეტაკების გამო მიუნხენელთა ვარსკვლავმა ჯამალ მუსიალამ ფეხი მოიტეხა. ეკრანზე ეპიზოდი ძალიან მძიმე სანახავი იყო. უიღბლო კონტაქტის გამო შემტევ ნახევარმცველს ოთხი თვის გამოტოვება მოუწევს. საფრანგეთში, როგორც ტელეეთერში ასევე ინტერნეტში მყისვე გამოჩნდა ხალხი, რომელმაც თავიანთ...

გუნდი მტკიცე ხასიათით
ჩანაწერი

გუნდი მტკიცე ხასიათით

„პარი სენ ჟერმენმა’’ გულშემატკივრის გული ლამაზი, ფანტაზიით აღსავსე ფეხბურთით მოიგო, თუმცა ლუის ენრიკემ დაამტკიცა, რომ მის მიერ შექმნილ გუნდს სირთულეების გადალახვაც შეუძლია. პარიზელთა ეს თვისება ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში არაერთხელ გამოჩნდა და ის კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშიც თვალსაჩინო იყო. პსჟ-მ ანგარიში 78-ე წუთზე გახსნა, დეზირე დუეს დარტყმამ მანუელ ნოიერი მოატყუა, მაგრამ მერე დაიწყო რაც დაიწყო: მსაჯმა...

მაინც ზელანდიაა – 19:38
ჩანაწერი

მაინც ზელანდიაა – 19:38

როგორც მატჩისწინა მიმოხილვაში ვივარაუდეთ, ზუსტად ისე მოხდა – საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ახალზელანდიელ თანატოლებთან ყოველგვარი წნეხის გარეშე ითამაშა, 6-გზის მსოფლიო ჩემპიონის უკიდეგანო ავტორიტეტს არ მოერიდა და მართალია, 19:38 წააგო, მაგრამ ძალიან ღირსეული რაგბი აჩვენა და ოდნავ მეტი სიზუსტით რომ ეთამაშა, მეოთხე ლელოსაც გაიტანდა და, შესაბამისად, სანუგეშო ბონუსსაც მიიღებდა. უფრო მეტიც: მატჩი ისე დაიწყო, რომ თითქოსდა დასტურდებოდა...

ნოა ლანგიც ახალი კვარაცხელიაა
ჩანაწერი

ნოა ლანგიც ახალი კვარაცხელიაა

პორტუგალიელი რენატო ოლივე 55 წლის ვეტერანია, რომელიც 2003-04 წლებში „ნაპოლიში’’ თამაშობდა. როგორც თითქმის ყველას, ვისაც კლუბთან შეხება ჰქონია, ნეაპოლურმა საიტებმა მას გუნდის დღევანდელ მდგომარეობაზე ჰკითხეს. ოლივემ Napoli Magazine Live-თან ინტერვიუში ბევრი საკითხი მიმოიხილა და ისე როგორ იქნებოდა ხვიჩა კვარაცხელია რომ არ ეხსენებინა. ბოლო ხანს ნეაპოლის მედია და „აძურისთან’’ დაკავშირებული ხალხი ახალი კვარაცხელიას ძიებაში არიან. ხან...

ალ-ხელაიფი: თუ დემბელე ოქროს ბურთს ვერ მოიგებს, ესე იგი პრობლემაა
ჩანაწერი

ალ-ხელაიფი: თუ დემბელე ოქროს ბურთს ვერ მოიგებს, ესე იგი პრობლემაა

დღეს „პარი სენ ჟერმენი’’ ატლანტაში „ბაიერნს’’ ხვდება. ეს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩია, რომლის წინ პარიზელთა პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ, მცირე ბრიფინგი მოაწყო. ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ როგორ განწყობაზე ხართ? ყველაფერი კარგადაა. საჩვენო შეჯიბრებაში ვმონაწილეობთ და მეოთხედფინალზე ვართ კონცენტრირებულები. მოტივაცია არ გვაკლია. გვინდა კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში შევიდეთ, თუმცა გამარჯვებამდე ჯერ შორსაა. დღეს ჩინებულ გუნდს ვეთამაშებით....