ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საბა გოგლიჩის „რომაში“ ტრანსფერის შესახებ, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი დედაქალაქურ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებდა, ზაფხულამდე „რომაში“ იჯარით გადავიდოდა, შემდეგ კი რომაელლები მის ტრანსფერს გამოისყიდიდნენ. თითქმის ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ვითარება შეიცვლა, „ნაპოლისთან“ მატჩის (1:1) შემდეგ რომაელთა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ პრესკონფერენციაზე პირდაპირ თქვა, რომ...
წელი: 2025
მამარდას და ღამურების გამარჯვება
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ’’ „სელტას’’ უმასპინძლა და 2:1 მოუგო. 22 ტურის შემდეგ „ღამურებს’’ 19 ქულა აქვთ. ისინი ბოლოსწინა ადგილზე არიან. ერთი პოზიციით ზემოთ მყოფ „ალავესს’’ „ვალენსია’’ 2 ქულით ჩამორჩება. კარლოს კორბერანის გუნდმა წინა შეხვედრა ბარსელონაში 1:7 წააგო. ასეთი ფიასკოს შემდეგ გუნდმა ვიგოელებთან თამაში ფრთხილად დაიწყო, მაგრამ 44-ე წუთზე ლუის რიოხას დარტყმით ანგარიში გახსნა. 65-ე წუთზე სტუმართა...
გოგლიჩიძის უჩვეულო მატჩი
საბა გოგლიჩიძის „ემპოლი’’ ტურინში „იუვენტუსთან’’ 61-ე წუთამდე 1:0-ს იგებდა, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში ოთხი გოლი გაუშვა. სამწუხაროდ, სტუმრებმა გოლების გაშვება მას მერე დაიწყეს, რაც მოედანზე ნაცვლად ქართველი მცველი შევიდა. საბას უჩვეულო პოზიციაზე მოუწია თამაშმა – დაშავებული შუა მცველის, ადრიან ისმაილის შეცვლა მოუხდა, თუმცა გავრცელებული აზრით მისი ხელმოცარვა უცხო ამპლუით კი არა, სატრანსფერო ისტორიებით იყო განპირობებული....
გოგას მოხსნები, სანდროს – ქულები
NBA-ში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა და მოედანზე ორივე ქართველი ვიხილეთ. „ორლანდო მეჯიქმა“ ისევ წააგო – გოგა ბითაძის გუნდი ამჯერად „იუტა ჯაზთან“ (99:113) დამარცხდა. ჩვენებური სასტარტოში თამაშს კი აგრძელებს, მაგრამ პაოლო ბანკეროსა და ფრანც ვაგნერის დაბრუნების შემდეგ დროც ცოტა ეძლევა და კომბინაციებიც ზემოთ ნახსენებ კალათბურთელებზეა გათვლილი. ეს კი ორლანდოელებზე მაინცდამაინც კარგად არ აისახება – გუნდმა ბოლო...
პრიზი ბრინჯაოთი დავიწყეთ
ძიუდოისტთა გრანდ სლემი პარიზში ბრინჯაოს მედლით დავიწყეთ. ქართულ დელეგაციის ყულაბაში პირველი მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.) ჩააგდო. ჩვენებურმა გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და გზიდან ჯერ ფრანგი რომარიკ ბოუდა ჩამოიცილა, შემდეგ კი – აზერბაიჯანელი რაშად იელკიევი; მარგველაშვილს ნახევარფინალში კიდევ ერთი მასპინძელი, დაიკი ბუბა ერგო, ვისთანაც დამატებით დროში დამარცხდა. ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ნეიტრალთა სახელით მოასპარეზე მურად...
ნეაპოლური მედია ბრესტთან ხვიჩას თამაშის შესახებ
არა და არ ნელდება ხვიჩა კვარაცხელიასადმი ინტერესი ნეაპოლში. დღეს ქართველი გარემარბის ყოფილ გუნდს სტუმრად „რომასთან’’ აქვს მნიშვნელოვანი მატჩი, მაგრამ ადგილობრივი საიტები მაინც პოულობენ დროს რათა მკითხველს ამცნონ, რომ კვარას „ბრესტისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრაში დიდებულად არ უთამაშია. ყველა ნეაპოლური პორტალის მიმოხილვას არ ვაპირებთ, მაგრამ ზოგის ნაწერს გაგაცნობთ. calcionapoli24 წერს, რომ ხვიჩამ მოედანზე მხოლოდ 58...
კვარას 58 წუთი
„ბრესტსა’’ და „პარი სენ ჟერმენს’’ შორის გამართული გოლებით უხვი სპექტაკლის ბოლოს ტაბლოზე პარიზელ სტუმართა სასარგებლო ანგარიში 5:2 ეწერა. ხვიჩა კვარაცხელიამ 58 წუთი ითამაშა. შეხვედრის დასაწყისში ერთი ეფექტური პასი შეასრულა და მეტად ხელსაყრელი მომენტიდან გოლი ვერ გაიტანა. Flashscore-მა ქართველს 6.6 ქულა დაუწერა, whoscored-მა – 6.3, ხოლო sofascore-მა 6.0. მატჩის გმირი კი გახდა ოსმან დემბელე, რომელმაც ჰეთ-თრიკი...
დავითაშვილმა „ლილს გაუტანა…
საფრანგეთის ჩემპიონატში „სენტ ეტიენი“ გასვლით მატჩში „ლილს“ ხვდება. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენის“ ძირითად შემადგენლობაშია. შეხვედრის მე-6 წუთზე დავითაშვილი სჯარიმოში მეტოქის მცველებს ტექნიკურად გასცდა და პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გახსნა – 1:0 „სენტ ეტიენის“ სასარგებლოდ.
სუპერ რეკორდი ავჭალაში
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სტადიონზე დიდი სეირი მოაწყო – „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის სტარტზე ამ დონის დებიუტანტი შვეიცარია საოცარი ანგარიშით დაამარცხა. 110:0 – ამიერიდან ასე გამოიყურება ბორჯღალოსანთა ყველა დროის სარეკორდო გამარჯვება. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ მასპინძელთა უპირატესობა უპირობო და ყოველმხრივი იყო. 16 ლელო ერთ მატჩში ჩვენს გუნდს აქამდე არ გაუტანია, არც 110 ქულა დაუგროვებია. თან ეს 16 ლელო...
საფრანგეთში მდიდრდები მდიდრდებიან
საფრანგეთში მდიდარ და რიგით საფეხბურთო კლუბებს შორის სხვაობა იზრდება. შემოსავლებზე, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევისთვის „ლილმა’’ და „ბრესტმა’’ მიიღეს (პსჟ ისედაც მდიდარია და შეგვიძლია მასზე აღარაფერი ვთქვათ), დანარჩენ კლუბებს არც დაესიზმრებათ. „ლილი’’ ჯგუფური ეტაპის ცხრილში მე-7 ადგილზე გავიდა (ლიგა 1-ში მეექვსეზეა), „ბრესტი’’ მეთვრამეტეზე (ლიგა 1-ში მერვეა), ხოლო პსჟ მეთხუთმეტეზე (ლიგა 1-ს ლიდერობს). შედეგად, „ლილი’’...









