ნიონში, ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის წილისყრა გაიმართა. ცხადია, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ხვიჩა კვარაცხელიას და მისი პსჟ-ის მეტოქის ვინაობა იყო. ჰოდა, გაირკვა კიდეც: პსჟ, რომელიც ქართველ ვარსკვლავს სწორედ ამ ეტაპიდან შეიყვანს უეფას განაცხადში, ასევე ფრანგულ ბრესტთან გაარკვევს 1/8-ფინალისტს, რომელიც თავის მხრივ ან „ლივერპულს“ შეხვდება ანაც „ბარსელონას“. 1/16 ფინალის მატჩები 11-12 და 18-19 თებერვალს გაიმართება. პსჟ პირველ მატჩს სტუმრად...
წელი: 2025
ედელვაისთან 4 ახალი ბორჯღალოსნით
1994 წლის 4 ივნისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შვეიცარიაში აღმოჩნდა. ქალაქ შო-დე-ფონში გაიმართა მატჩი შვეიცარიის ნაკრებთან, რომელიც რიგით მე-13 იყო დამოუკიდებელი ქართული რაგბის ისტორიაში და ყველაფერი კინაღამ დაითარსა, თუმცა ჩვენმა გუნდმა არასარაგბო ქვეყნის ნაკრებს მაინც აჯობა – 22:21. დღევანდელი გადასახედიდან, შვეიცარიის სარაგბო ნაკრები წესით არანაირ საშიშროებას არ უნდა წარმოადგენდეს ბორჯღალოსნებისთვის, მაგრამ 31 წლის წინ ეს მოულოდნელობა...
როლინგ სტოუნზი ბარსელონას წინააღმდეგ
„ბარსელონამ’’ ლა ლიგის მიმდინარე ჩემპიონატის ბოლო ორი შეხვედრა შეიძლება მესამელიგელი გუნდის სტადიონზე გამართოს. „კამპ ნოუზე’’ რა ხანია რეკონსტრუქციაა. 105 ათასიანი სარბიელი გეგმის თანახმად თებერვალში უნდა ყოფილიყო მზად, მაგრამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს, რომ სამუშაოები მაისამდე ვერ დასრულდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მშენებლები კატალონიელთა „კოლიზეუმიდან’’ შესაძლოა ზაფხულის ბოლომდეც არ წავიდნენ. „ბარსა’’ ამასობაში „ლუის კომპანისის’’ სახელობის ოლიმპიურ...
ჟორჟი მერვედფინალშია
პაულუ ფონსეკა საპრეზიდენტო ლოჟაში კლუბის მეპატრონის ჯონ ტექსტორის გვერდით იჯდა და მომავალი სამუშაოს მასშტაბს აფასებდა. „ლიონმა’’ ახალი მწვრთნელის თვალწინ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში „ლუდოგორეცს’’ უმასპინძლა – 1:1. საბოლოო ცხრილში ფრანგულმა გუნდმა მეექვსე ადგილი დაიკავა და პირდაპირ მერვედფინალში გავიდა, სადაც ოთხიდან ერთს შეხვდება: პაოკს, „როიალ უნიონს’’, „სტიაუას’’ ან „აიაქსს’’. ამინდმა მოედანზე უარყოფითი კვალი დატოვა....
მეცხრედან ბრინჯაო…
ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე წყვილთა შორის ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ბრინჯაოს მედლები მოიპვეს. მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა და ბერულავა 57.03 ქულით მეცხრე ადგილზე იყვნენ. წყვილმა თავისუფალ პროგრამაში 134.85 ქულა დაიმსახურა, ჯამში 191.88 ქულა დააგროვა და საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა. ევროპის ჩემპიონის ტიტული გერმანულმა წყვილმა, მინერვა ფაბიენ ჰასემ და ნიკოლა ვოლოდინმა მოიპოვა, ვერცხლის მედლებს კი...
ფამალიკაო კარიერისთვის
თბილისის „იბერიას“ ლიდერი, ოთო მამაგეიშვილი კარიერას პორტუგალიურ „ფამალიკაოში“ გააგრძელებს. მან კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. მამაგეიშვილი თბილისის „იბერიას“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, გასულ სეზონში კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიგო და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო. „ეს გამოწვევა ჩემთვის ძალიან საინტერესოა და მომავალი კარიერისთვის სასარგებლო იქნება. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა. როდესაც ფამალიკაოში თამაში შემომთავაზეს, გამიხარდა. აქ გადმოსვლა...
პეპი ფლეი-ოფში გავიდა და ისევ ცხვირი გაიფხაჭნა
პეპ გვარდიოლა ისევ თავის კაწვრაში შეამჩნიეს – მისი „მანჩესტერ სიტი’’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში „ბრიუგესთან’’ პირველ ტაიმში 0:1-ს აგებდა, რის გამოც კატალონიელმა მწვრთნელმა ინერვიულა. ფლეი-ოფში გასასვლელად „სიტის’’ ბელგიურ გუნდთან აუცილებლად უნდა მოეგო, მაგრამ სტუმრების ნიგერიელმა თავდამსხმელმა 23 წლის რაფაელ ონიედიკამ პირველი ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე გოლი შეაგდო. ამ ამბავმა 54 წლის მწვრთნელი...
კვარას ჩემპიონთა ლიგაში ბრესტი ან მონაკო შეხვდება
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენჟერმენმა’’ სტუმრად მოუგო „შტუტგარტს’’ 4:1, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საერთო ცხრილში მე-15 ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში მოხვდა. კვარაცხელიას, დებულების თანახმად, ფლეი-ოფის ეტაპიდან შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლებას დართავენ, ამიტომაც ქართველი ქომაგისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, თუ ვის შეხვდება პსჟ. ამ კითხვაზე პასუხს პარასკევის წილისყრა გაგვცემს, მაგრამ როგორც „პარიზიენი’’ წერს, გაფართოებულ-გადაკეთებული ჩემპიონთა ლიგის წესებიდან გამომდინარე...
დინამო და გვილა
ვაკო გვილია თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელია – საქართელოს ნაკრბის ყოფილმა ნახევარმცველმა დედაქალაქურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს პორტუგალიაში შეუერთდა. გვილიამ საფეხბურთო კარიერა ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ დაიწყო. შემდეგ ბელარუსის „მინსკისა“ და ბატე-ს, შვეიცარიული „ლუცერნის“, პოლონური „გურნიკის“, „ლეგიას“, „რაკუვისა“ და „პიასტის“ რიგებში გამოდიოდა. გვილია სამჯერ გახდა პოლონეთის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი. ბელარუსში კი ორჯერ ჩემპიონი და...
პირველი მატჩი, პირველი სიმბოლური…
„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელის დებიუტი „რეიმსთნ“ მე-19 ტურის შეხვედრაში შედგა, რომელშიც საქართვლოს ნაკრების ლიდერმა საგოლე პასი გააკეთა, საფრანგეთის ლიგა 1-ის ვებგვერდმა კი ხვიჩა ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა ერთდროულად ორ რჩეულ თერთმეტეულში მოხვდა – ერთი სპეციალისტებმა შეადგინეს, მეორე კი გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად დაკომპლექტდა. ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა ქართველი შემტევი მისთვსი ჩვეულ, მარცხენა გარემარბის...









