
ნიონში, ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის წილისყრა გაიმართა. ცხადია, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ხვიჩა კვარაცხელიას და მისი პსჟ-ის მეტოქის ვინაობა იყო. ჰოდა, გაირკვა კიდეც: პსჟ, რომელიც ქართველ ვარსკვლავს სწორედ ამ ეტაპიდან შეიყვანს უეფას განაცხადში, ასევე ფრანგულ ბრესტთან გაარკვევს 1/8-ფინალისტს, რომელიც თავის მხრივ ან „ლივერპულს“ შეხვდება ანაც „ბარსელონას“.
1/16 ფინალის მატჩები 11-12 და 18-19 თებერვალს გაიმართება. პსჟ პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებს.
სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონის გათამაშებას ჩვენებიდან მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია შემორჩა. იმედია, თასსაც მისი გუნდი აღმართავს…
1/16 ფინალში ერთი სუპერწყვილი მივიღეთ – „მან.სიტი“ vs „რეალი“. აქვე დღევანდელი წილისყრის სრული შედეგები:
პსჟ – ბრესტი
ბრიუგე – ატალანტა
სპორტინგი – დორტმუნდი
მანჩესტერ სიტი – რეალი
სელტიკი – ბაიერნი
იუვენტუსი – პსვ
ფეიენოორდი – მილანი
მონაკო-ბენფიკა
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
