წელი: 2025

Home 2025
ელიფ ელმასი მამარდას თანაგუნდელი არ გახდა
ჩანაწერი

ელიფ ელმასი მამარდას თანაგუნდელი არ გახდა

ჩრდილო მაკედონიელი ელიფ ელმასი ხომ გახსოვთ? ის „ნაპოლიში’’ თამაშობდა და თავიდან ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტად განიხილებოდა, შემდეგ კი აურელიო დე ლაურენტისმა 24 მილიონ ევროდ „ლაიფციგში’’ გაყიდა. როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ელმასმა რომელსაც გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასთან’’ ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა უცებ ნირი იცვალა და „ტორინოში’’ გადაბარგდა. ამრიგად, „ღამურები’’, რომლებიც დღეს-ხვალ ელმასს „მესტალიზე” ელოდნენ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორიოდ დღით...

დაცვას მიხედეთ, პარიზელებო, დაცვას!
ჩანაწერი

დაცვას მიხედეთ, პარიზელებო, დაცვას!

ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით „პარი სენ ჟერმენმა’’ თავდასხმა დააკომპლექტა. როგორც ფრანგული მედია წერს, ახლა საჭიროა ქართველის ექვივალენტის პოვნა დაცვაში. კარგი იქნებოდა პარიზელებს ეს იანვარშივე მოეხერხებინათო, – წერენ ფრანგი ჟურნალისტები. საქმე ის არის, რომ სლოვაკი მილან შკრინიარი „ფენერბაჰჩეში’’ გადადის. პსჟ-ს მთავარი კვაჭი ლუიშ კამპოსი ძალას არ იშურებს, რომ მისი შემცვლელი მოძებნოს, მაგრამ ეს ადვილი საქმე არ გამოდგა,...

ზურიკოს ახალი თანაგუნდელი
ჩანაწერი

ზურიკოს ახალი თანაგუნდელი

ზურიკო დავითაშვილის გუნდში სიახლეა: „სენტ ეტიენს’’ „აუგსბურგიდან’’ ირვინ კარდონა უბრუნდება. კარდონა 27 წლის ფრანგი ფორვარდი და გარემარბია. ის საფრანგეთის გარდა მალტის მოქალაქეა. მისი სამუშაო ფეხია მარჯვენა. ის გერმანული კლუბის საკუთრებაა, მაგრამ 2024 წელს იჯარით „სენტ ეტიენში’’ თამაშობდა, შემდეგ კი „ესპანიოლში’’ იყო, სადაც 16 შეხვედრა ჩაატარა. „სამშაბათს „სენტ ეტიენმა’’ და „აუგსბურგმა’’ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც კარდონა...

ბითაძეს მოხსნა დააკლდა
ჩანაწერი

ბითაძეს მოხსნა დააკლდა

ტრავმის გამო გოგა ბითაძემ ორი კვირა იუქმა და მოედანს დღეს გამთენიისას, „მაიამისთან“ მატჩისას დაუბრუნდა. „ორლანდო მეჯიქმა“ კი სტუმრად, ოვერტაიმში 119:125 დამარცხდა. ბითაძისთვის თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, მაგრამ მერე მოედანზე 22 წუთი დაჰყო. არადა, ვფიქრობთ, ქართველ ცენტრი მეტ დროს იმსახურებს და თუნდაც იმიტომ, რომ მისი მოედანზე ყოფნისას გუნდმა 21 ქულით მეტი ჩააგდო, ხოლო კონკურენტის, ვენდელ კარტერის...

ტორესი: წლეულსვე რატომ არ წახვედი?
ჩანაწერი

ტორესი: წლეულსვე რატომ არ წახვედი?

ესპანური გაზეთი AS წერს, რომ „ბარსელონასა’’ და „ვალენსიას’’ შეხვედრის დამთავრების შემდეგ („ბარსელონამ’’ 7:1 მოიგო) ფერან ტორესი გიორგი მამარდაშვილთან მივიდა და თამაშზე ორიოდ სიტყვის გაცვლის შემდეგ ჰკითხა: წლეულსვე რატომ არ წახვედი? ქართველმა მეკარემ უპასუხა: ალისონი. ეს საუბარი  DAZN-ს კამერებმა დააფიქსირა. AS მიიჩნევს, რომ გიორგის ერთსიტყვიანი პასუხი მრავლისმეტყველია. მისი აზრით მამარდაშვილი „ლივერპულში’’ გასულ ზაფხულსვე იმიტომ არ გადავიდა,...

მიქაუტაძის მწვრთნელი მოხსნეს
ჩანაწერი

მიქაუტაძის მწვრთნელი მოხსნეს

სტამბოლში „ფენერბაჰჩესა’’ და „ლიონის’’ ევროლიგური მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიუს მხარდაჭერამ პიერ საჟს ვერ უშველა: „ეკიპის’’ ცნობით ის ჟორჟ მიქაუტაძის გუნდის მწვრთნელობიდან მოხსნეს. კვირას „ნანტთან’’ 1:1 მისთვის ამ პოსტზე ბოლო მატჩი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ „ლიონი’’ „ნანტს’’ 90-ე წუთამდე უგებდა. მას მერე, რაც მეოთხე ლიგელ „ბურჟუან ჟალიუსთან’’ საფრანგეთის თასის მეთექვსმეტედფინალში პენალტებით წააგო, საჟმა იცოდა, რომ მისი სამსახურის...

კვარა, პარიზი, ყატარი
ჩანაწერი

კვარა, პარიზი, ყატარი

პარი სენ ჟერმენმა ყატარის ავიახაზებთან სპონსორული ურთიერთობა 2028 წლამდე გააგრძელა. ყატარის ავიახაზები, რომელიც Skytrax ვერსიით 2024 წელს მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომოპანიად დასახელდა, თავისი ქოლგის ქვეშ აერთიანებს Qatar Duty Free-სა და ჰამადის საერთაშორისო აეროპორტს და პსჟ-ს სატიტულო სპონსორი 2020 წლიდან გახლავთ. ახალი ხელშეკურლებით ყატარის ავიახაზების ლოგოტიპი დატანილი იქნება პარი სენ ჟერმენის მთლიან საკლუბო ეკიპირებაზე, პარკ დე პრესისა და კლუბის საწვრთნელ...

აიწყვიტა!
ჩანაწერი

აიწყვიტა!

დავით ნინიაშვილს ვეღარ აჩერებენ. ქართული რაგბის იმედმა ბოლო დროს ისეთი ფორმა აკრიფა, ლელო ლელოზე გააქვს, თან ლელოცაა და ლელოც! ჯერ იყო და, ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში სამხრეთაფრიკული „ჩიტასი“ ისე დაალელოვა, რომ სტუმრები შოკიდან ვეღარ გამოვიდნენ. „ლიონმა“ ის თამაში საოცარი ანგარიშით – 68:21 მოიგო, ხოლო ფულბექად მოთამაშე ნინიაშვილმა  მე-9 წუთზე თავისი 22-დან ბურთი წაიღო,...

კვარას საფრანგეთში ადრეც შეეძლო გადასვლა
ჩანაწერი

კვარას საფრანგეთში ადრეც შეეძლო გადასვლა

ხვიჩა კვარაცხელია 23 წლის ასაკში საფრანგეთის ლიგა 1-ში გადაბარგდა. „ნაპოლის’’ ყოფილი მოთამაშე 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ „პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელი გახდა და ახალ გარემოს ეგუება. როგორც ირკვევა, ქართველ გარემარბს საფრანგეთში გადასვლის შანსი რამდენიმე წლის წინაც ჰქონდა. მის კანდიდატურას „რეიმსს’’ სთავაზობდნენ, მაგრამ კლუბს, რომელიც დღეს ლიგა 1-ის ცხრილში მე-12 ადგილზეა, მის შესაძენად საკმარისი ფული არ აღმოაჩნდა....

მამარდას გუნდის გაპარტახება ბარსელონაში
ჩანაწერი

მამარდას გუნდის გაპარტახება ბარსელონაში

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია’’ ბარსელონაში „მონჟუიკზე’’ კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავარდა: 1:7 წააგო. ასეთი ან დაახლოებით ასეთი ანგარიშით „ღამურებს’’ 106 წლიან ისტორიაში სულ სამჯერ ჰქონდათ წაგებული:  1933-34 წლების სეზონში „ოვიედოსთან’’ და 1954-55 წლების სეზონში ორჯერ, „ალავესთან’’ და „ბილბაოსთან’’. სამივე შემთხვევაში – 0:7. ბოლო დიდი მარცხი „ვალენსიამ’’ 2010-11 წლების სეზონში „რეალისგან’’ იწვნია – 3:6. იმ შეხვედრის პირველ ტაიმში მადრიდელებმა...