ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით „პარი სენ ჟერმენმა’’ თავდასხმა დააკომპლექტა. როგორც ფრანგული მედია წერს, ახლა საჭიროა ქართველის ექვივალენტის პოვნა დაცვაში. კარგი იქნებოდა პარიზელებს ეს იანვარშივე მოეხერხებინათო, – წერენ ფრანგი ჟურნალისტები. საქმე ის არის, რომ სლოვაკი მილან შკრინიარი „ფენერბაჰჩეში’’ გადადის. პსჟ-ს მთავარი კვაჭი ლუიშ კამპოსი ძალას არ იშურებს, რომ მისი შემცვლელი მოძებნოს, მაგრამ ეს ადვილი საქმე არ გამოდგა, სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე კი ორიოდ დღეა დარჩენილი.
საქმეში ჩახედული საიტები წერენ, რომ კამპოსს „ბენფიკადან’’ ტომაშ არაუჟოს და „ლევერკუზენიდან’’ ედმონდ ტაპსობას გადაბირება უნდოდა, მაგრამ უარი უარზე მიიღო. გამოჟონა ხმამ, რომ კლუბები მოლაპარაკებებს თავს არიდებენ, ზოგს პსჟ მოსაწველი თხა ჰგონია, „ლევერკუზენმა’’ საერთოდ პასუხი არ გასცა, რამდენიმემ დრო ითხოვა და იყო შემთხვევა, როდესაც ტრანსფერს კლუბი კი დათანხმდა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა თქვა უარი – ზაფხულამდე არ წამოვალო.
ასეთ ვითარებაში „პარი სენ ჟერმენი’’ სეზონის მეორე ნახევრის ჩავარდნით რისკავსო, წერენ ფრანგულ პრესაში. თუ შკრინიარი მართლა გადავა სტამბოლში, გუნდში ოთხი მცველი დარჩება: მარკინიოსი, ვილიან პაჩო, ლუკას ბერალდო და პრესნელ კიმპემბი, რომელსაც ლუის ენრიკე არ სწყალობს. ფაქტობრივად, პარიზელ მცველებს დაშავების და ავად გახდომის უფლება არ აქნებათ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
