ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული კაცთა შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანი, იანიკ სინერი გახდა. იტალიელმა ფინალში გერმანელი ალექსანდრ ზვერევი სამ სეტში დაამარცხა – 6:3; 7:6; 6:3. მატჩმა 2 საათსა და 45 წუთს გასტანა. ყველაზე ხანგრძლივი მეორე სეტი გამოდგა, რომელიც სინერმა ტაი ბრეიკზე მოიგო. პირველი და მესამე კი თითქმის ერთნაირი გამოდგა – იტალიელმა თითო ბრეიკი გაახერხა და ორივე...
წელი: 2025
გოგლიჩიძის მორიგი სოლიდური თამაში
საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ’’ „ბოლონიასთან’’ 1:1 ითამაშა და შინ ზედიზედ მეოთხე მარცხს გადარჩა. გუნდი 21 ქულით მე-14 ადგილზეა. იტალიური საიტები ქართველი მცველის თამაშს ასე აფასებენ: calciomercato — 6.5 ეს იყო მისი მორიგი სოლიდური თამაში. როდესაც უტევდნენ, ბურთს არ ატარებდა. პირველი ტაიმის ბოლოს შვედი ემილ ჰოლმის დარტყმული ხაზიდან გამოიტანა. pianetaempoli — 6.5 მან დან ნდოიეს მეურვებას კარგად გაართვა...
კვარაცხელია: ბოლოს ერთი თვის წინ ვითამაშე
ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც „პარი სენ ჟერმენის’’ მაისურით ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში საგოლე პასი შეასრულა, საფრანგეთის დედაქალაქის კლუბში დებიუტით კმაყოფილი დარჩა. „რეიმსთან’’ მატჩის (1:1) შემდეგ, მიქს-ზონაში მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა: როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილება პსჟ-ს მაისურით ჩატარებული სადებიუტო მატჩის შემდეგ? ბედნიერი ვარ განსაკუთრებულ გულშემატკივრებთან, განსაკუთრებულ გუნდთან, განსაკუთრებულ ფეხბურთელებთან რომ ვიმყოფები. მოედანზე როგორ გრძნობდით თავს? კარგად....
მოწადინებისთვის ქების სიტყვებს იმსახურებს
ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ ჟერმენის’’ მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა. პარიზელებმა „რეიმსს’’ უმასპინძლეს: 1:1. ანგარიში 47-ე წუთზე ქართველის გარღვევისა და საგოლე პასის შემდეგ ოსმან დემბელემ (რიკოშეტის წახმარებით) გაიტანა. 9 წუთში კვარას მორიგი შეტევა იმით დასრულდა, რომ სტუმრების მეკარე იევან დიუფმა დარტყმული დაიჭირა და შეამჩნია, რომ მარცხენა ფრთაზე პსჟ-ს ფეხბურთელთაგან საერთოდ არავინ იყო. მან ბურთი თანაგუნდელ კეიტო...
კვარამ პარიზში დაიწყო [VIDEO]…
„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი „რეიმსთან“ მატჩში შედგა. შეხვდერის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ლიდერი „პარკ დე პრენსზე“ პსჟ-ის ქომაგების წინაშე წარადგინეს. შეხვედრის 47-ე წუთზე კი კვარამ ახალ გუნდში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა, რომლის შემდეგაც უსმან დემბელემ ანგარიში გახსნა. საბოლოოდ შეხვედრა 1:1 დასრულდა, კვარაცხელია კი 83-ე წუთზე შეცვალეს.
კიზის პირველი მუზარადი
ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული ქალთა შორის ამერიკელი მედისონ კიზი გახდა, ვინაც ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ბელარუსი არინა საბალენკა სამ სეტში დაამარცხა – 6:3; 2:6; 7:5. მატჩი 2 საათსა და 4 წუთს გაგრძელდა და ვითარება კორტზე რამდენჯერმე შეიცვალა. პირველ სეტი ამერიკელმა მაგრად დაიწყო, მეტოქეს ორი ჩაწოდება აართვა და 5:1 დაწინაურდა. საბალენკამ მოუმატა, ერთი ბრეიკიც გაახერხა, მაგრამ...
მამარდა ხვალ ოლმოს გარეშე მოთამაშე ბარსელონას დაუპირისპირდება
„ბარსელონას’’ ვარსკვლავი დანი ოლმო კვირას გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასთან’’ ვერ ითამაშებს, ამჯერად მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. „ბლაუგრანამ’’ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა უნდა გააძლიეროს. ჰანსი ფლიკის გუნდს აუტსაიდერთა შორის მყოფ „ვალენსიასთან’’ ქულების დაკარგვის უფლება არ აქვს, მითუფრო შინ. „ბარსა’’ მესამე ადგილზეა. ის 7 ქულით ჩამორჩება ლიდერ „რეალს’’. ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში „ბლაუგრანამ’’ სტუმრად დაამარცხა „ბენფიკა’’ – 5:4. ამ შედეგის...
ხვიჩა სავარაუდოდ შეცვლაზე შევა
დღეს, პარიზის დროით 21 საათზე, ხოლო საქართველოს დროით შუაღამისას ხვიჩა კვარაცხელიას ახალი გუნდი „პარი სენ ჟერმენი’’ „რეიმსს’’ უმასპინძლებს. ვინაიდან პსჟ-ს ოთხშაბათს შტუტგარტში ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, ლუის ენრიკე ლიგა1-ის შეხვედრაში შემადგენლობას დიდი ალბათობით შეცვლის ანუ რამდენიმე ფეხბურთელს დაასვენებს. იმისათვის, რომ შტუტგარტში მისმა გუნდმა მწყობრად ითამაშოს, ესპანელმა მწვრთნელმა შეიძლება მარცხენა მცველის პოზიციაზე ნუნუ მენდეშის ნაცვლად...
მამუკელაშვილი საქაბაბეში
პარიზში რესტორან le 129 Nanterre-ს კლიენტები თვალებს არ უჯერებდნენ: იქ პარასკევს, ლანჩზე ქაბაბის საჭმელად ნბა-ს ვარსკვლავები შევიდნენ. ისინი თავის საყვარელ რესტორანში „სან ანტონიო სპურზის’’ 21 წლის მოთამაშემ ვიქტორ ვემბანიამამ (სიმაღლე 224 სანტიმეტრი) შეიყვანა. ვემბანიამა სანამ პარიზში ცხოვრობდა ამ რესტორანში ხშირად დადიოდა, ამერიკაში გადაბარგების შემდეგ კი აღარ ყოფილა. და აი, „აკორ არენაზე’’ „ნბას პარიზული თამაშების’’ ფარგლებში...
ალ-ხელაიფი: ნუ ეძებთ პრობლემას
„პარი სენ ჟერმენის’’ „მანჩესტერ სიტისთან’’ 4:2 გამარჯვების შემდეგ პარიზელთა პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის კილიან მბაპესთან დაკავშირებული კითხვა არ ესიამოვნა. შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს მბაპემ პსჟ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. გულშემატკივართა ნაწილი ვარსკვლავის წასვლას ჯერაც ვერ შეგუებია, მწვრთნელი ლუის ენრიკე კი ახალი გუნდის აწყობას ცდილობს. ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე პსჟ-მ კარგად ვერ ითამაშა და ბოლოსწინა ტურისთვის რთულ...




![Khvicha-Kvaratskhelia-111 კვარამ პარიზში დაიწყო [VIDEO]…](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2025/01/Khvicha-Kvaratskhelia-111.jpg)




