კვარას ჩემპიონთა ლიგაში ბრესტი ან მონაკო შეხვდება

Home კატეგორიის გარეშე კვარას ჩემპიონთა ლიგაში ბრესტი ან მონაკო შეხვდება
კვარას ჩემპიონთა ლიგაში ბრესტი ან მონაკო შეხვდება

Stuttgart, Germany Bradley Barcola of Paris Saint-Germain scores his team's first goal during the UEFA Champions League 2024/25 League Phase MD8...ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენჟერმენმა’’ სტუმრად მოუგო „შტუტგარტს’’ 4:1, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საერთო ცხრილში მე-15 ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში მოხვდა. კვარაცხელიას, დებულების თანახმად, ფლეი-ოფის ეტაპიდან შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლებას დართავენ, ამიტომაც ქართველი ქომაგისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, თუ ვის შეხვდება პსჟ. ამ კითხვაზე პასუხს პარასკევის წილისყრა გაგვცემს, მაგრამ როგორც „პარიზიენი’’ წერს, გაფართოებულ-გადაკეთებული ჩემპიონთა ლიგის წესებიდან გამომდინარე ლუის ენრიკეს გუნდმა ამდენი იმიტომ იწვალა, რომ… მერვედფინალში გასასვლელად ისევ საფრანგეთის გუნდს, „მონაკოს’’ ან „ბრესტს’’ შეხვედროდა.

მოკლედ რომ ვთქვათ, წილისყრამ, რომელიც პარასკევს ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გაიმართება უნდა გაარკვიოს თავისივე ქვეყნის რომელ გუნდს შეხვდება პსჟ ფლეი-ოფში. და ვინაიდან ლიგა 1-ის კალენდრის თანახმად კვარა და მისი ახალი თანაგუნდელები 1 თებერვალს „ბრესტს’’, ხოლო 7 თებერვალს „მონაკოს’’ უნდა ეთამაშონ, გამოდის, რომ ზამთრის მეორე თვეში მათი კალენდარი ცოტა ერთფეროვანი იქნება: „ბრესტთან’’ ან „მონაკოსთან’’ სამჯერ მოუწევთ თამაში. ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის პირველი შეხვედრები 11-12 თებერვალს არის ჩანიშნული, ხოლო საპასუხო მატჩები 18-19 თებერვალს გაიმართება.

პარიზელებმა „მონაკო’’ წლეულს უკვე ორჯერ დაამარცხეს, დეკემბერში ჩემპიონატის შეხვედრაში (4:2) და იანვრის დასაწყისში დოჰაში საფრანგეთის სუპერთასზე (1:0). რაც შეეხება „ბრესტს’’, ის „პარკ დე პრენსს’’ ჩემპიონატის კალენდრის შესაბამისად სექტემბერში ეწვია და 1:3 წააგო.

„ვინც გინდა შეგვხვდეს, ფლეი-ოფში დიდი ბრძოლა გვექნება, ― თქვა Canal +-თან ინტერვიუში შტუტგარტში ჰეთ-თრიქის ავტორმა ოსმან დემბელემ, ― თუმცა ჩვენ ამ ბრძოლებისთვის მშვიდად მოვემზადებით. მათთან ჯერ ჩემპიონატის შეხვედრები გველის’’.

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი და წილისყრის წეს-კანონიდან კი ახლავე ჩენს, რომ თუ პსჟ „ბრესტს’’ ან „მონაკოს’’ დაამარცხებს, მერვედფინალში „ლივერპულს’’ ან „ბარსელონას’’ შეხვდება, ისინი კი ჯგუფურ ეტაპზე პირველ და მეორე ადგილზე გავიდნენ.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.