საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სტადიონზე დიდი სეირი მოაწყო – „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის სტარტზე ამ დონის დებიუტანტი შვეიცარია საოცარი ანგარიშით დაამარცხა. 110:0 – ამიერიდან ასე გამოიყურება ბორჯღალოსანთა ყველა დროის სარეკორდო გამარჯვება.
ანგარიშიდანაც ჩანს, რომ მასპინძელთა უპირატესობა უპირობო და ყოველმხრივი იყო. 16 ლელო ერთ მატჩში ჩვენს გუნდს აქამდე არ გაუტანია, არც 110 ქულა დაუგროვებია. თან ეს 16 ლელო ერთი მეორეზე ეფექტური და ლამაზი იყო. ამ თამაშში ყველაფერი იყო – ტაბუცაძის 3 გაქცევა, 3 ლელო და კარიერული ანგარიშის 44 ლელომდე გაზრდა, ნინიაშვილის ლამაზი გარღვევები, შერკინების ტოტალური დომინაცია, 4 ახალბედის ეფექტური დებიუტი და ერთ-ერთი მათგანის ულამაზესი დამაგვირგვინებელი სოლო, რომელსაც დასკვნითი, მე-16 ლელო მოჰყვა, რის შემდეგაც ნინიაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
აი ასე, ძირითადად ეს იყო და ეს. თორემ ყველა ლელოს სათითაოდ აღწერა ხომ სხვა ჟანრში გადაგვიყვანდა.
საქმის ნახევარი გაკეთებულია, ავსტრალია 2027-ის საგზურის მოსაპოვებლად 8 თებერვალს იქვე, „ავჭალაზევე“, ნიდერლანდების ნაკრების დამარცხებაა საჭირო.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 20:29კაპიტან გორგაძის 20
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 16:01მატკავას ქულები და 7 ლელო
აქეთურ-იქითური21/10/2026 | 21:49ბრონკანის სანოემბრო 36
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:43ნინი, გელა და მატკავა-შოუ
