უეფა-ს ოფისში, 21-წლამდე ნაკრებთა 2027 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. უეფა-ს გადაწყვეტილებით ტურნირს სერბეთი და ალბანეთი ერთობლივად უმასპინძლებენ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები რეიტინგში მეჩვიდმეტე ადგილზეა და წილისყრისას მეორე კალათაში მოხვდა. ჯგუფი F: გერმანია საქართველო საბერძნეთი ჩრდ. ირლანდია ლატვია მალტა შესარჩევი ტურნირის ჯგუფური ეტაპი 2025 წლის სექტემბერში დაიწყება.
წელი: 2025
ბენასერი ბოლოს და ბოლოს მარსელში გადავიდა
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, საღამოს, „მარსელმა’’ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ „მილანიდან’’ 1 მილიონ დოლარად იჯარით ისმაელ ბენასერი დაიმატა. კონტრაქტში ჩაიწერა, რომ სეზონის ბოლოს ფრანგულ კლუბს ჩამშლელი ნახევარმცველის 12 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უპირატესობა ექნება. გათვალისწინებულია 3 მილიონიანი ბონუსიც. ბენასერი 27 წლისაა. მან 18 და 19-წლამდელებში საფრანგეთის ნაკრებში ითამაშა, თუმცა ეროვნულ გუნდად ისტორიული სამშობლოს ალჟირის ნაკრები აირჩია...
პსჟ-ს ავტობუსმა სასწრაფოს გაჰკრა
ნეაპოლური მედია ხვიჩა კვარაცხელიას პარიზულ ცხოვრებას გულდასმით აკვირდება და წერს, რომ ლე მანში, საფრანგეთის თასის მერვედფინალურ შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე მისი გუნდის „პარი სენ ჟერმენის’’ ავტობუსი „მარი მარვინგტის’’ სახელობის სტადიონზე პარკირებისას სასწრაფო დახმარების მანქანას დაეჯახა. არავინ დაშავებულა. ავტომობილებიც მსუბუქად დაზიანდა. ფეხბურთელები ავტობუსში ცოტა ხნით დააყოვნეს. მათ უმნიშვნელო სტრესი განიცადეს.
ხვიჩას ტრანსფერი სიძვირით მესამე იყო
გავიდა ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვით დატვირთული იანვარი, სატრანსფერო ბაზარი ზაფხულამდე დაიკეტა. თვალშისაცემი იყო „მანჩესტერ სიტის’’ აქტიურობა. მანჩესტერელებმა ექვსი ფეხბურთელი შეიძინეს და ხუთი გაყიდეს. პასიურად არც იტალიური კლუბები იყვნენ. Calciomercato მაგალითად „მილანის’’ ხუთ შენაძენს იხსენებს (კაილი უოქერი, რიკარდო სოტილი, უორენ ბონდო, ჟოაო ფელიში, სანტიაგო ხიმენესი) და წერს, რომ 23 წლის მექსიკელი თავდამსხმელის ხომენესის ტრანსფერი ათ ყველაზე ძვირ გარიგებათა...
პარიზიენი არ აღფრთოვანდა
ხვიჩა კვარაცხელიას პირველი პარიზული გოლის ლოდინი უფრო დიდხანს გვიწევს, ვიდრე ველოდითო, წერს „პარიზიენი’’ და შეგვახსენებს, რომ ლუის ენრიკემ ქართველი გარემარბი უკვე მესამედ ათამაშა სასტარტო შემადგენლობაში, ის კი დუმს. წუხელ ეს საფრანგეთის თასის მერვედფინალში, სტუმრად „ლე მანთან’’ მოხდა. „პარიზიენი’’ აქვე დასძენს, რომ ამ შეხვედრაში ხვიჩას დიდად ვერც თანაგუნდელებმა შეუწყეს ხელი. გაზეთი იხსენებს 25 იანვარს და კვარაცხელიას...
სპორტული ჟურნალისტთა პრემიები… გილოცავთ!
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით, ასოციაციის ყოველწლიური სახელობითი პრემიები 2024 წელს მიენიჭათ: მიხეილ კაკაბაძის პრემია – კობა ინასარიძეს და მამუკა კვარაცხელიას, სპორტულ ჟურნალისტიკაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის. ნოდარ გუგუშვილის პრემია – არჩილ გოგელიას, სპორტულ პუბლიცისტიკაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის. კოტე მახარაძის პრემია – საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ კომენტატორს გიორგი თვალაბეიშვილს. ეროსი მანჯგალაძის პრემია – ტელეკომპანია პირველის სპორტული გადაცემის...
ნაპოლის ზამთრის სრული ნავაჭრი
ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდისთვის „ნაპოლისთვის’’ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ხუთი შენაძენით და არაერთი ფეხბურთელის გაყიდვით დასრულდა. ყველაზე მსხვილი ოპერაცია რასაკვირველია ქართველი გარემარბის „პარი სენ ჟერმენში’’ 70 მილიონ ევროდ გაშვება იყო. „ნაპოლიმ’’ „მილანისგან’’ 15 მილიონ ევროდ იყიდა შვეიცარიელი მარცხენა გარემარბი ნოა ოკაფორი, 1 მილიონად „ლეჩესგან’’ შეიძინა ცენტრალური ნახევარმცველი ლუის სორა, „კალიარისგან’’ 2 მილიონად გადაიბირა მეკარე სიმონე შუფეტი...
დეშამი დემბელეს ცენტრფორვარდად ვერ ხედავს
ბოლო პერიოდში „პარი სენ ჟერმენის’’ 9 ნომერი ოსმან დემბელე გახდა. მან ახალ პოზიციაზე ფეხი მყარად მოიკიდა, გოლები გაიტანა. ზედიზედ ორჯერ, „შტუტგარტთან’’ ჩემპიონთა ლიგასა (4:1) და „ბრესტთან’’ ლიგა 1-ში დემბელემ ჰეთ-თრიქი შეასრულა. რაც 2025 წელი დაიწყო, მასზე მეტი ევროპის ლიგებში ვერავინ გაიტანა, მაგრამ საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელისთვის დიდიე დეშამისთვის ეს არგუმენტი არ არის. ის დემბელეს ცენტრალურ თავდამსხმელად...
დეკანოსიძე სვანაძის შტაბში…
გიორგი დეკანოსიძე, რომელიც 10 წელიწადზე მეტია აქტიურ სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა, მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის რამაზ სვანაძის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება და მწვრთნელის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს. გიორგი დეკანოსიძე: „მიხარია, რომ იმ გუნდის წევრი გავხდი, რომელიც ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. მინდა, ნდობისთვის მადლობა გადავუხადო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. იმედი მაქვს, გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში...
21-წლამდე ნაკრები თურქეთში
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთში გასამართავი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას მარტში დაიწყებს და 17-დან 25 მარტის ჩათვლით მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში გაივლის. რამაზ სვანაძის გუნდი ანტალიაში ორ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს – პირველი მეტოქე ფინეთის 21-წლამდელთა ნაკრები იქნება, მეორის ვინაობა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ევროპის ჩემპიონატზე 21-წლამდე ნაკრები პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება,...









