პროფესიული ფეხბურთის სამყარო დაუნდობელია. ფრანგული foot01 წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ეს რომც არ სცოდნოდა, „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლის შემდეგ გაიგებდა. ორი-სამი თამაში საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ საფრანგეთში წუწუნი დაეწყოთ, ნასერ ალ-ხელაიფი და ლუის კამპოსი შეცდნენ, 70 მილიონი გადაყარეს, „ნაპოლიდან’’ ქართველი წამოსაყვანი არ იყოო. ჩასაფრებული ადამიანები ამბობდნენ, რომ ლუის ენრიკეს მიერ მოწონებული ფეხბურთელის ტრანსფერი შეცდომა გამოდგა,...
წელი: 2025
გოგლიჩიძეს თამაშში მოულოდნელად მოუხდა ჩართვა
საბა გოგლიჩიძის „ემპოლი’’ შინ „მილანთან’’ 0:2 დამარცხდა. უკვე ცხრა შეხვედრაა, რაც რობერტო დ’ავერსას გუნდი ვერ იგებს. ეს გახლდათ მატჩი, რომელშიც ორივე მეტოქე მოედანზე ათი კაცით დარჩა. ჯერ მეორე ყვითლისთვის მილანელი ფიკაიო ტომორი გააგდეს, შემდეგ კი ლუკა მარიანუჩის მეტოქესთან ძიძგილაობაში მსაჯმა ემპოლელის მხრიდან არასპორტული საქციელი დაინახა. მატჩის შემდეგ დ’ავერსამ DAZN-ის კორესპონდენტს უთხრა: „ჩვენ დიდებულად ვითამაშეთ, მაგრამ...
ექვსი ლელო და მიღწეული მიზანი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ 2025 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩიც მოიგო და გარდა იმისა, რომ ხსენებული ტურნირის ნახევარფინალში ვადამდე ადრე გავიდა, ამასთან მსოფლიოს 2027 წლის თასის საგზურიც მოიპოვა. „ავჭალაზე“ ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდების ნაკრებს 40:7 სძლიეს. არადა, როცა ანგარიში 40:0 იყო, ქართველებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს, რომელთაგან მეორე გარდასახეს კიდეც, თუმცა ვიდეორეფერის ჩარევის შედეგად...
კვარას შეეძლო ნაპოლი ხახამშრალი დაეტოვებინა
იტალიელმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან’’ „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლის შესახებ ინტერვიუ მისცა გაზეთ „ილ რომას’’, სადაც ალბათ ბევრი ნეაპოლელი ქომაგისთვის უსიამოვნო რამ თქვა: „ნაპოლი’’ კვარას მადლობას უნდა უხდიდეს. „კლუბის ღალატის ნაცვლად მე ფეხბურთელის დიდსულოვნებაზე ვილაპარაკებდი. ნუ გაგიკვირდებათ. ნუ გააკეთებთ დასკვნებს როდესაც ფაქტები და განსაკუთრებით სპორტის მარეგულირებელი კანონები არ იცით. ამ ბიჭმა თავი...
ლუის ენრიკე: ხვიჩა მომავალში გაცილებით მეტად დაგვეხმარება
„მანჩესტერ სიტის’’ კარში ოთხი და „ბრესტის’’ კარში ხუთი გოლის გატანის შემდეგ „პარი სენ ჟერმენმა’’ „მონაკოც’’ დაარბია – 4:1. ეს იყო ლიგა 1-ის 21-ე ტურის მატჩი. ოსმან დემბელემ სეზონის მონაგარს კიდევ ორი (მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე) გოლი მიამატა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი პარიზელთა მაისურით პირველი გოლი შეაგდო. მატჩის შემდეგ მწვრთნელი ლუის ენრიკე კმაყოფილი ჩანდა. იყო თუ არა ეს...
კვარამ სადებიუტო გოლი მონაკოს გაუტანა [VIDEO]
საფრანგეთის ლიგა 1-ის ცენტრალურ მატჩში „პარკ დე პრენსზე“ „პარი სენ-ჟერმენი“ „მონაკოს“ მასპინძლობს. შეხვედრის 54-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა და პარიზელები დააწინაურა – 2:1 საბოლოოდ პარიზელებმა მეტოქე 4:1 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცეს. ლუის ენრიკემ ხვიჩა 67-ე წუთზე შეცვალა.
მეორე ნაბიჯი ავსტრალიამდე
შაბათს ბორჯღალოსნები „ავჭალაზე“ „რაგბი ევროპის“ 2025 წლის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს გამართავენ, რომლის მოგების შემთხვევაში დაიბევებენ ნახევარფინალისტობასა და ამავდროულად მსოფლიო თასის საგზურს, რომელიც 2027 წელს ავსტრალიაში გაიმართება. მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ რიჩარდ ქოქრილის რაზმმა უმაღლესი ევროდონის ახალბედა შვეიცარიას დებიუტი გაუფუჭეს – 16 უპასუხო ლელო გაუტანეს და ისტორიული ანგარიში დააფიქსირეს – 110:0. ერთი კვირის წინ თავგამოჩენილ...
ბარსელონამ ვალენსია ისევ გაანადგურა
„ბარსელონამ’’ სტუმრად 5:0 მოუგო „ვალენსიას’’ და ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში გავიდა. „ბლაუგრანა’’ ყველა შეჯიბრებაში ერთად უკვე 10 მატჩში არ დამარცხებულა ― 8 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა. ამ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილს მონაწილეობა არ მუღია, „ღამურების’’ კარს სტოლე დიმიტრიევსკი იცავდა. ესპანური მედია წერს, რომ თასის ნახევარფინალში „რეალი’’, „ბარსელონა’’, „ატლეტიკო’’ და „რეალ სოსიედადი’’ 2014 წლის შემდეგ არ შეყრილან....
ლუის ენრიკე: კვარაცხელია ხანგრძლივი პროექტისთვის ჩამოვიყვანეთ
საფრანგეთის თასზე „ლე მანთან’’ 2:0 მოგების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაში „ბრესტთან’’ შეხვედრის წინ „პარი სენ ჟერმენი’’ საფრანგეთის ჩემპიონატს უბრუნდება: დღეს „პარკ დე პრენსზე’’ პარიზელები „მონაკოს’’ მასპინძლობენ. პსჟ-მ მიმდინარე სეზონში სამთავროს გუნდს უკვე ორჯერ მოუგო: სტუმრად ლიგა 1-ის შეხვედრაში და დოჰაში საფრანგეთის სუპერთასზე. ამჯერად გუნდებს ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრაში უწევთ დაპირისპირება. გუშინ პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ემრიკემ მატჩისწინა...
მეოცე მარცხი
საქართველოს ჩემპიონი თბილისის „დინამო“ წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგიდან ევრო თასზე გადაერთო და მერვედფინალში იტალიურ „პრო რეკოსთან“ ორრაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხდა. დღეს გამართული თბილისური მატჩიც ზუსტად ისეთივე ანგარიშით დასრულდა, როგორც 25 იანვარს იტალიაში. „პრო რეკომ“ ამჯერადაც 17:5 იმარჯვა. მატჩის ბედი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გადაწყდა, რომელიც იტალიელებმა 8:1 მოიგეს. შესვენების შემდეგ კი, უპირატესობა უფრო გაზარდეს და „დინამოს“ ზედიზედ...





![Khvicha-Kvaratskhelia კვარამ სადებიუტო გოლი მონაკოს გაუტანა [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2025/02/Khvicha-Kvaratskhelia-3.jpg)



