თვე: აპრილი 2024

Home 2024 აპრილი
ბილბაო, გაიყვანე მამარდა ევროთასზე!
ჩანაწერი

ბილბაო, გაიყვანე მამარდა ევროთასზე!

ესეც მეთერთმე თამაში გაშვებული გოლის გარეშე! გიორგი მამარდაშვილი თანდათანობით „ვალენსიას” ისტორიაში საუკეთესო მეკარეების მარაქაში ერევა, „ღამურები” კი, დიდწილად სწორედ მისი წყალობით, ევროთასზე გასვლასთან არიან ახლოს. გულწრფელად რომ ვთქვათ, „ვალენსიამ” გრანადაში მოსაწონი ფეხბურთი ვერ ითამაშა, მაგრამ მეტოქის სისუსტში, იღბალსა და კარგ მეკარეში გაუმართლა: სტატისტიკა მეტყველებს, რომ სტუმრებმა მთელი შეხვედრის განმავლობაში კარში სულ ორჯერ დაარტყეს და ერთი...

ალონსოს დარჩენა ყველას არ გაუხარდა
ჩანაწერი

ალონსოს დარჩენა ყველას არ გაუხარდა

ლევერკუზენში ალონსოს დარჩენა ყველას არ გაუხარდა. საინტერესოა, რატომ? „ბედნიერი ვარ, რომ ის აქ ბედნიერია. ცოტა მრცხვენია, რადგან მინდოდა ყველაფერი ცოტა სხვაგვარად განვითარებულიყო. ეს ჩემთვის საოცნებო სცენარი არ ყოფილა,“ – ეს სიტყვები იოზიფ სტანისიჩს ეკუთვნის, რომელიც ჟურნალისტებს „დიუსელდორფთან“ გამარჯვების შემდეგ (4:0) უთხრა. ხორვატი ფეხბურთელი „ლევერკუზენში“ იჯარით თამაშობს, მისი კონტრაქტი კი, 2026 წლამდე, „ბაიერნს“ ეკუთვნის. „ფარმაცევტებს“ მისი...

დედა, რა იყო ეს?!
ჩანაწერი

დედა, რა იყო ეს?!

ეროვნულ ლიგაში დაუმარცხებელი გუნდი აღარ დარჩა. აქამდე ლიდერ „ბათუმს“ხუთიდან  ხუთივე მატჩი მოეგო. ამჯერად კი „იბერიასთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:3. ცოტა უცნაური ანგარიშია. მაგრამ გიორგი მიქაძის შეგირდები უკეთესები იყვნენ. დუბლი მიითვალა გიორგი კოხრეიძემ. ეს მისი მეორე ორგოლაა მიმდინარე სეზონში. სტუმრებს შეხვედრის ბოლოს პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ ვლადიმერ მამუჩაშვილმა 11 მეტრიდან ძელს მოარტყა ბურთი. მე-6...

კალცონა მონცაში სამ კაცს შეცვლის
ჩანაწერი

კალცონა მონცაში სამ კაცს შეცვლის

„ატალანტასთან” შინ 0:3 დამარცხების შემდეგ „ნაპოლის” თავკაცი ფრანჩესკო კალცონა „მონცასთან” სტუმრობისთვის ემზადება. სეზონის დამთავრებამდე 8 ტურით ადრე მე-8 ადგილზე მყოფ ნეაპოლელთათვის თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეის მონაცემებით კონფერენციის ლიგაზე გამსვლელი პოზიცია „ატალანტას” უჭირავს — ბერგამოელები „ნაპოლის” 5 ქულით აღემატებიან და ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. „აძურის” 7 ქულით უსწრებს ევროპის ლიგაზე გამსვლელი „რომა”, ჩემპიონთა...

დი ლორენცოს ინტერიც უმიზნებს
ჩანაწერი

დი ლორენცოს ინტერიც უმიზნებს

„ნაპოლის” კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს შეძენა „ინტერსაც” მოუნდა. ეს ცნობა იტალიურმა რადიომ Kiss Kiss Napoli -მ გაავრცელა, რომელმაც თქვა, რომ „ნერაძური” ნეაპოლელთა მარჯვენა მცველის გადაბირებას ყველა ხერხით შეეცდება. ამ ინფორმაციამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ დი ლორენცოს ყიდვით ინგლისის პრემიერლიგაში არიან დაინტერესებულნი. კერძოდ, ინგლისური კლუბებიდან „ასტონ ვილამ” და „მანჩესტერ იუნაიტედმა” გამოთქვეს მისი ყიდვის სურვილი....

რეალი კეპას არ გამოისყიდის
ჩანაწერი

რეალი კეპას არ გამოისყიდის

სეზონის ბოლოს, კეპა „ჩელსიში“ დაბრუნდება. მადრიდის „რეალი“ ესპანელი მეკარის ლონდონელებისგან გამოსყიდვას აღარ აპირებს. „რეალს“ უკრაინელი ანდრეი ლუნინის თამაში იმდენად მოეწონა, რომ მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავენ. ამჟამინდელი შეთანხმებით ლუნინი მადრიდში 2025-წლამდე უნდა დარჩეს, თუმც ახალი კონტრაქტი სავარაუდოდ გრძელვადიანი იქნება. სხვათა შორის, კეპას „ჩელსისთან“ კონტრაქტსაც 2025 წლის ზაფხულში გადის ყავლი და მერე თავისუფალი აგენტი გახდება.  

ყველაზე მეტი ისტორიაში…
ჩანაწერი

ყველაზე მეტი ისტორიაში…

აშშ-ი, „მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალის“ შეხვედრა, ისტორიაში ყველაზე ყურებადი გამოდგა. პრემიერლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში, პეპ გვარდიოლას გუნდი „მეთოფეებს“ დაუზავდა (0:0). NBC Sports-ის ინფორმაციით, მატჩს ამერიკაში თვალი 2.12-მა მილიონმა ადამიანმა მიადევნა, რაც პრემიერლიგის შეხვედრებს შორის ისტორიაში ყველაზე მეტია. ტელემუნდოსაც თუ მივათვლით, სადაც ესპანურენოვანმა მოსახლეობამ უყურა, 2,59 მილიონამდე ავდივართ. არტეტას გუნდი ახლა მეორე ადგილზეა (65 ქულა), „სიტი“...

18-წლამდელებმა ფრანგები დასცეს!
ჩანაწერი

18-წლამდელებმა ფრანგები დასცეს!

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა იტალიაში მიმდინარე 6 ერის ფესტივალზე ნამდვილი ფურორი მოახდინა – 30 მარტს, შოტლანდიელი თანატოლებისგან და აბსოლუტურად მიკერძოებული რეფერისგან განცდილი დასანანი მარცხის (14:22) შემდეგ ნორჩმა ბორჯღალოსნებმა ოთხშაბათს პარმაში ბეჭებზე თვით საფრანგეთის U18 დასცეს, რომელიც ამ ასაკობრივ ჯგუფში მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი მოწინავე გუნდია. ზურაბ ამონაშვილის მიერ მომზადებულმა 18-წლამდელმა ქართველებმა საფრანგეთს პარმაში არაფერი დაუთმეს, იბრძოლეს,...

გიორგი დიდ სიმაღლეებს უტევს
ჩანაწერი

გიორგი დიდ სიმაღლეებს უტევს

გიორგი მამარდაშვილი ესპანეთში პოპულარული მეკარეა, რომელიც თანდათანობით ევროპაშიც ითქვამს სახელს. თამაშის მიხედვით კი ის დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესეოა. ამას რომ ვამბობთ, ვითვალისწინებთ მის ასაკს და აქედან გამომდინარე ფაქტს, რომ ჯერ კიდევ იზრდება. და ამ ყველაფრის გამო ის მიიჩნევა გოლიკერად, რომელიც უახლოეს მომავალში ევროპული ფეხბურთის მწვრვალზე უნდა ავიდეს. მისი თამაში ეფექტს ახდენს: ცოტა ხნის წინ Transfermarkt-მა...

ჯუნტოლი მანას ნეაპოლში უშვებს
ჩანაწერი

ჯუნტოლი მანას ნეაპოლში უშვებს

„ნაპოლიმ” მომავალი სეზონისთვის საფუძველის ჩაყრა დაიწყო. გუშინ გავრცელებული ხმა, რომ „პარტენოპეელთა” სპორტულ დირექტორად ჯოვანი მანა იმუშავებს, ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარცომაც დაადასტურა. ის წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისმა მანასთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. მანა 35 წლისაა. ის „იუვენტუსში” მუშაობს. კარიერა 2013-14 წლებში დაიწყო, როდესაც „ფორლიში” გუნდის ორგანიზატორად მოეწყო. შემდეგ სეზონში ის „კიასოში” გუნდის მენეჯერის ფუნქციას...