„ლივერპულის“ ლეგენდა ჯეიმი კარაგერი გუნდს ლუის დიასის გაყიდვას ურჩევს. „ძალიან მაინტერესებს ზაფხულში კლუბები რას იზამენ. „ლივერპულში“ ახალი მწვრთნელი მოვა, მაგრამ მარცხენა ფლანგს გავაძლიერებთ? ვფიქრობ დიასი კარგია, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ დიდებული,“ – თქვა კარაგერმა. ეს დიასის მამის განცხადებაზე პასუხი იყო, რომელმაც თქვა, რომ მისი შვილის ნახვას ესპანეთში ისურვებდა. მიმდინარე სეზონში, ლუისმა მონაწილეობა 28 შეხვედრაში მიიღო, სადაც...
მეშვიდე სეზონური და მეორე ელიტური…
დავით ნინიაშვილმა საფრანგეთის მთავარი სარაგბო ლიგის მორიგ ტურში მეშვიდე სეზონური ლელო მიითვალა, ხოლო მეორე ელიტურ დივიზიონში ზედიზედ მეორე ტური ბადრი ალხაზაშვილის ლელოთი აღინიშნა. ტოპ 14 ამ ლიგაში ლიდერი უცვლელია – „სტად ფრანსემ“ „მონპელიეს“ გასვლით მატჩში უდიდეს ბრძოლაში 12:10 აჯობა და 63 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერობა შეინარჩუნა. ამ გამარჯვებაში ცოტაოდენი წვლილი გიორგი მელიქიძემაც შეიტანა, რომელმაც გაძევებული...
ნეაპოლური ამბები – კარტბლანში და ბევრი ფული…
დიდი შანსია, „ნაპოლი“ ანტონიო კონტემ ჩაიბაროს. 54 წლის სპეციალისტი აურელიო დე ლაურენტისისთვის მთავარი კანდიდატია. ნეაპოლელთა პრეზიდენტი კონტესთან თურმე მეგობრობს კიდეც. და რა შეუძლია დე ლაურენტინსმა მწვრთნელს შესთავაზოს? კარტბლანში. კონტე ტრანსფერებს სრულად გააკონტროლებს და ხელფასის სახითაც დაახლოებით იმდენს აიღებს, რამდენსაც „ტოტენჰემში“ იღებდა. „ნაპოლიში“ ვინჩენცო იტალიანოს („ფიორენტინა“), ფრანჩესკო ფარიოლისა („ნიცა“) და რაფაელე პალადინოს („მონცა“) კანდიდატურებიც განიხილება. როდესაც გუნდიდან...
ოსიმენის ცუდი სეზონი
გასული წლის ზაფხულიდანვე ცხადი იყო, რომ ვიქტორ ოსიმენს რთული სეზონი ელოდაო, წერს პორტალი tuttonapoli და თავის მოსაზრებას იმ აურაცხელი სატრანსფერო ჭორით ამტკიცებს, რომელიც ნიგერიელს იმ პერიოდში აუგორეს. რას აღარ მოისმენდით მაშინ. პრესა აჭრელებული იყო ერთმანეთის გამომრიცხავი მოსაზრებებით. თავად თავდამსხმელის გარემოცვის ხალხი იგონებდა დაუჯერებელ ვარიანტებს და იფიცებოდა, რომ ოსიმენი წარმოუდგენელი თანხის სანაცვლოდ საუდის არაბეთში გადავიდოდა. საბოლოოდ...
სად შეიძლება მოხვდეს ხვიჩა კვარაცხელია?
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ალბათ ვეღარ ითამაშებს, ქართველი გარემარბი კი, არ არის გამორიცხული, „მარადონაზე” დარჩეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შესაძლოა სხვა ევროპულ საკლუბო შეჯიბრებაში ვიხილოთ, მაგალითად ევროლიგაში, რომელიც გულშემატკივრის წინაშე ახალი ფორმატით წარდგება. თუკი ევროპის ლიგა უეფას თასის მემკვიდრეა, მაშინ მომდევნო სეზონში მის 54-ე გათამაშებას ვიხილავთ, ხოლო მას მერე, რაც მას...
პეპის ფავორიტები
„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ არსენალთან 30-ე ტურის მატჩის შემდეგ (0:0) პრემიერლიგის ტიტულის ფავორიტებზე ისაუბრა. „ვინც პირველია, ყოველთვის ფავორიტია, „არსენალი“ მეორეა, ჩვენ კი მესამე. ახლა ეს ჩვენს ხელთ აღარ არის. ჩვენ მხოლოდ „ასტონ ვილაზე“ ფიქრი შეგვიძლია. თუ ლიგის სათავეში ხართ – როგორც უკვე ვთქვი – ფავორიტები ბრძანდებით”, – თქვა „სიტის“ თავკაცმა. ამჟამად „მანჩესტერ სიტი“ 64...
გაამოთ !!!
ორთვენახევარიღა დარჩა პირველ თამაშამდე. დორტმუნდში. სადაც თურქეთის ნაკრები გვიმასპინძლებს. დიახ, თავად დორტმუნდში ხომ თურქული დიასპორაა უცხოელთაგან უდიდესი, ამას დორტმუნდის ახლო თუ შორს მდებარე გერმანული ქალაქებიდან და უშუალოდ თურქეთიდან ჩასულებიც დაუმატეთ და ნათელი გახდება, რომ ტრიბუნაზე ძირითადად თურქეთის ნაკრების მხარდამჭერები იქნებიან. სხვათა შორის, ოდნავ ნაკლები მასშტაბით, მაგრამ იგივე სურათს ველი მომდევნო, მეორე მატჩზეც, ჰამბურგში. ჩეხებისთვის გერმანია...
მამუკელაშვილმა ორმაგი დაისხა
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ „გოლდენ სტეიტს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 113:117 დამარცხდა. 24 წლის ქართველს კი, სეზონში საუკეთესო მატჩი ჰქონდა. მამუკელაშვილმა მოედანზე 25 წუთი დაჰყო და ორმაგი დუბლი გაიფორმა – 10 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება. ჩვენებურმა ხუთიდან ოთხი ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო, ერთი სამქულიანი კი ააცილა. მამუკელაშვილს პასივში თითო დაკარგვა და...
ოსიმენი და კვარაცხელია უნდა წავიდნენ
პორტალი spazionapoli წერს, რომ „ნაპოლის” სეზონი დამთავრებულია. იტალიის აწ უკვე ყოფილმა ჩემპიონებმა „ატალანტასთან” შინ 0:3 წაგების შემდეგ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაზე ოცნებაც დაასრულეს. ამიერიდან კალცონას ბიჭებს ერთადერთი რაც შეუძლიათ ევროპის ან კონფერენციის ლიგაში მოხვედრაა, თუმცა თუ დარჩენილ შეხვედრებშიც ისე ითამაშბენ როგორც ბერგამოელებთან, დიდი შანსია, რომ ეს ორი შეჯიბრება გვერდით დარჩეთ. „ნაპოლის” მომავალი ბუნდოვანია. spazionapoli...
კორიერე დელ მეცოჯორნო: ნაპოლი მხოლოდ აუტებს აწვდიდა
ნეაპოლში „ატალანტასთან” შინ 0:3 წაგებას ვერ ინელებენ. ადგილობრივი გაზეთი „კორიერე დელ მეცოჯორნო” წერს: „თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რაც მოედანზე ვნახეთ, ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრი ადვილი აღარ არის. ევროლიგაც უკვე უტოპიაა და იმედი ვიქონიოთ, რომ ამაზე მაინც გაჩერდებიდან. ნელ-ნელა რეანიმატოლოგი კალცონაც ნებდება. მოკლედ, 2023-24 წლების „ნაპოლი” გუნდი აღარ არის. ახლა მისი სრული რეფორმირება და აღორძინებაა საჭირო და...









