ნეაპოლში „ატალანტასთან” შინ 0:3 წაგებას ვერ ინელებენ. ადგილობრივი გაზეთი „კორიერე დელ მეცოჯორნო” წერს: „თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რაც მოედანზე ვნახეთ, ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრი ადვილი აღარ არის. ევროლიგაც უკვე უტოპიაა და იმედი ვიქონიოთ, რომ ამაზე მაინც გაჩერდებიდან. ნელ-ნელა რეანიმატოლოგი კალცონაც ნებდება. მოკლედ, 2023-24 წლების „ნაპოლი” გუნდი აღარ არის. ახლა მისი სრული რეფორმირება და აღორძინებაა საჭირო და ეს ახალმა ტექნიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს. ახლანდელი ტანჯვის საყურებლად კი რვა ტური დაგვრჩა.
ეს არის კატასტროფული სეზონი. „ატალანტასთან” შეხვედრა კი შეურაცხმყოფელი იყო. ამ მატჩში ჩვენ ვიხილეთ გუნდი, რომელსაც ჰქონდა თამაშის გეგმა, სრულყოფილებამდე დამუშავებული ტაქტიკური მოდელი და ძლიერი ფილტვები, რათა ამ გეგმისთვის ხორცი შეესხათ — ეს გუნდი გახლდათ „ატალანტა”. „ნაპოლის” შეიარაღებაში კი აუტების ჩაწოდებაღა იყო დარჩენილი, ერთადერთი შესაძლო გაგრძელებით — ბურთი რამენაირად მოთენთილი და ბუზღუნა ოსიმენისთვის უნდა გადაეგდოთ. ის კი უკვე გაყიდულია? იმედია მართლა ასეა, თორემ დღეს რაც ვნახეთ…
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/05/2026 | 09:56ალვარესის ამბავი გრძელდება
სიახლეები26/05/2026 | 08:50ფაბრეგასის მაგვარი ალბათ ფაბრეგასია
აქეთურ-იქითური26/05/2026 | 07:41ფერნანდეში ვირია და კინი ლომი?
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
