როგორც მოსალოდენელი იყო გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ ბოლოდროინდელი წარუმატებლობიდან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელი ჯენარო გატუზო თანამდებობიდან გაათავისუფლა – კლუბმა განცხადება საკუთარ ვებ გვერდზე გაავრცელა. ბოლო 10 მატჩიდან „ვალენსიამ“ მხოლოდ 2 მოიგო, გამოეთიშა ესპანეთის თასის გათამაშებას, ნახევარფინალში დამარცხდა ესპანეთის სუპერთასზე. ესპანური ლა ლიგის გათამაშებაში „ღამურები“ 20 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ ერთი ქულა აშორებს. ვალენსიელთა...
წელი: 2023
გიგაშვილი კვლავ ტურის სიმბოლურშია!
საფრანგეთში მოთამაშე ქართველი მორაგბეებისთვის გასული უქმეები ერთობ უფერულად განვითარდა და ასევე დასრულდა. ორივე ელიტურ ლიგაში კვლავაც ისეთი კლუბები ლიდერობენ, რომლებიც ამას ქართველების დახმარების გარეშე ახერხებენ. ტოპ 14 ტოპ 14-ის მე-16 ტურში ლიდერმა „ტულუზმა“ „მონპელიეს“ უმასპინძლა, 23:9 იმარჯვა და პირველ ადგილზე მდევართან 8-ქულიანი უპიარატესობით დამკვიდრდა. მეორე საფეხურზე „სტად ფრანსე“ დარჩა, რომელიც კატალონიაში 14:31 დამარცხდა. „პერპინიანში“ საწყისი...
ლარინმა მამარდას შოუ ჩაშალა
„ვალენსიას” ცოტა დააკლდა და მიმდინარე სეზონში სტუმრად პირველ შეხვედრას დაამთავრებდა გაშვებული გოლის გარეშე — გიორგი მამარდაშვილმა რამდენჯერმე ჩინებულად ითამაშა, მაგრამ კანადელმა თავდამსხმელმა კაილ ლარინმა „ვალიადოლიდის” შემადგენლობაში თავის პირველივე შეხვედრაში გოლი გაიტანა და მისდა ბედად ეს 90-ე წუთზე შეძლო. ზოგიერთმა წყარომ შეხვედრა ასე დაახასიათა: „ლარინმა ერთი კაცის შოუ ჩაშალა”. რეალურად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი რასაკვირველია მამარდაშვილი იყო,...
მეკარით დაწყებული ბოლო სათადარიგოთი დამთავრებული
„ნაპოლის” თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ „რომასთან” 2:1 გამარჯვების შემდეგ DAZN-თან ინტერვიუში აღნიშნა: ასეთი თამაშების მოგება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მთელი გუნდი, მეკარით დაწყებული ბოლო სათადარიგოთი დამთავრებული, შეხვედრის უკანასკნელ წამამდე თავდადებულია და გამარჯვებაზეა მომართული. ეს იყო ძალიან რთული თამაში, მაგრამ ყველამ ვინც შეცვლაზე შევიდა აჩვენა, რომ მოვლენებში პირველივე წუთიდან მთელი გულით იყო ჩართული და ეს ჩვენი...
მოურინიუ: დღეს მოგებას ვიმსახურებდით
როგორი იყო „რომას” მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს პირველი რეაქცია ნეაპოლში, უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში „ნაპოლისთან” 1:2 დამარცხების შემდეგ? ის გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა და ამის დასტურად, გასახდელში თავის ფეხბურთელებთან გუნდური ფოტო გადაიღო, რომელიც, ცხადია ინტერნეტში დადო. „ჩვენ თავიდანვე კარგად ვითამაშეთ. რთული იყო პირველი გაშვებული გოლის შემდეგ 10-15 წუთი, რადგან ამ გოლის უსამართლობას განვიცდიდით. სხვა მხრივ, ჩინებულად ვმოქმედებდით, ვთამაშობდით...
22
ნოვაკ ჯოკოვიჩი „დიდი მუზარადის“ 22-გზის გამარჯვებულია და რაფა ნადალთან ერთად თანარეკორდსმენია. ნოლემ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო და ეს მეათედ გააკეთა. სერბმა ჩოგბურთელმა ფინალში ბერძენ სტეფანოს ციციპასს სძლია 6:3; 7:6; 7:6 მოუგო. ანგარიშზეც ეტყობა, რომ მატჩი დაძაბული იყო და ორჯერ სეტის გამარჯვებულის გამოვლენას ტაი ბრეიკი დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ მატჩში სულ სამი ბრეიკი გაკეთდა. ჯოკოვიჩმა ერთი პირველ...
გატუზო: თუ დაგღალეთ, მითხარით
დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „ვალიადოლიდს” სტუმრობს. გუნდი ცუდ პერიოდს გადის. ხუთშაბათს, სამეფო თასზე, შინ „ბილბაოსთან” 1:3 დამარცხება გულშემატკივარმა დიდ ფიასკოდ აღიქვა — „ღამურებმა” მიმდინარე სეზონში ჯილდოს მოგების შანსი დაკარგეს. მას მერე, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ, საახალწლოდ, ესპანეთში თამაშები განახლდა, „ვალენსიამ” შვიდიდან მხოლოდ ორი მოიგო. ორივე შეხვედრა სამეფო თასზე იყო, მესამელიგელ „ლა ნუსიასა” (3:0) და...
სპალეტი რომასთან მატჩისა და მოურინიუს დაბადების დღის შესახებ
დღეს „ნაპოლი” „რომას” მასპინძლობს. სერია A-ში მეორე წრე იწყება. „აძურის” თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ თავის ყოფილ გუნდთან შეხვედრის წინ პრეს-კონფერენციაზე ასე ილაპარაკა: … დღეს დიდი დაპირისპირებაა, რასაც სკუდეტოსთვის ბრძოლა განაპირობებს. გარდა ამისა წინ გველის ფეხბურთელების სანახაობრივი ორთაბრძოლები. „ნაპოლი” იმ ველომრბოლს ჰგავს, რომელმაც იცის, რომ სხვა, შესაძლოა თავისზე ძლიერ მრბოლებთან უწევს შეჯიბრება და ამიტომ პედლები ფეხზე მდგარმა...
გუბანოვას ქართული ევროოქრო
საქართველოს სახელით მოასპარეზე 20 წლის ანასტასია გუბანოვამ ჩვენს ქვეყანას ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოუპოვა. ეს ფინეთის ქალაქ ესპოოში მოხდა და ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. აქამდე, ევროპის ჩემპიონატებზე საქართველოს სულ სამი მედალი ჰქონდა მოპოვებული: ორჯერ ელენე გედევანიშვილმა (2010, 2012) და ერთხელაც მორის ყვითელაშვილმა (2020) ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ 69.81 ქულით...
საბალენკას პირველი მუზარადი
ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი ყაზახი ელენა რიბაკინასა და ბელარუსი არინა საბალენკას შორის დრამატული გამოდგა. საბოლოოდ, გამარჯვება ბელარუს სპორტსმენს დარჩა – 4:6; 6:3; 6:4. პირველი სეტი რიბაკინას დარჩა. ყაზახმა სპორტსმენმა დასაწისშივე დააბრეიკა მეტოქე და 3:1 დაწინაურდა, მაგრამ საბალენკამ მოახერხა და მალევე გაათანაბრა – 4:4. თუმცა, იქვე საკუთარი ჩაწოდება დათმო და რიბაკინა სეტებში დაწინაურდა. ამის შემდეგ რიბაკინამ მეტოქის...









