დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „ვალიადოლიდს” სტუმრობს. გუნდი ცუდ პერიოდს გადის. ხუთშაბათს, სამეფო თასზე, შინ „ბილბაოსთან” 1:3 დამარცხება გულშემატკივარმა დიდ ფიასკოდ აღიქვა — „ღამურებმა” მიმდინარე სეზონში ჯილდოს მოგების შანსი დაკარგეს.
მას მერე, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ, საახალწლოდ, ესპანეთში თამაშები განახლდა, „ვალენსიამ” შვიდიდან მხოლოდ ორი მოიგო. ორივე შეხვედრა სამეფო თასზე იყო, მესამელიგელ „ლა ნუსიასა” (3:0) და მეორელიგელ „ხიხონთან” (4:0), მაგრამ ახლა, როდესაც გუნდი შეჯიბრებას გამოეთიშა, ამ გამარჯვებებმა თითქოსდა აზრი დააკარგა.
რაც შეეხება ლა ლიგის სამ თამაშს (კიდევ ერთი ესპანეთის სუპერთასზე იყო), ჯენარო გატუზოს ფეხბურთელებმა ერთშიც ვერ იზეიმეს წარმატება. შედეგად, „ჩეები” ცხრილში მე-13 ადგილზე არიან და გასავარდნ ზონას სულ რაღაც სამი ქულით აღემატებიან.
ასეთმა მდგომარეობამ „ვალენსიას” ქომაგები განარისხა. ისინი კლუბის მეპატრონის, სინგაპურელი მილიარდერის პიტერ ლიმის წინააღმდეგ გამოდიან, თუმცა, ზოგიერთი წყაროს თანახმად გულშემატკივრები მწვრთნელის ჯენარო გატუზოს მოხსნასაც ითხოვენ. თავად იტალიელი ცდილობს „ვალენსიას” თავკაცის პოზიცია შეინარჩუნოს და გუნდი გამარჯვებათა კალაპოტში დააბრუნოს.
„ფეხბურთელებს ველაპარაკე. ვუთხარი, რომ თუ მე ისინი დავღალე, ჯობს პირდაპირ მითხრან. შემდეგ კი ვილაპარაკეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვასწოროთ მდგომარეობა. მე არ მიკითხავს, იზიარებენ თუ არა ჩემს იდეებს, რადგან ვარჯიშებზე მათ მონდომებას თვალნათლივ ვხედავ. მიმართულების შეცვლა ადვილი იქნებოდა, მაგრამ ჩემი გუნდის მწამს, ასე რომ აქ ვრჩები. რაც შეეხება მედიაში წაკითხულს, მეტი წილი სიმართლეს არ შეესაბამება”, — თქვა გატუზომ, რომლისთვისაც დღეს სამი ქულის მოპოვება საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია,
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 09:15დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 08:28პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ
სიახლეები18/09/2026 | 07:10პაპემ ჟორჟს პენალტი არ დაარტყმევინა
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
