ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი ყაზახი ელენა რიბაკინასა და ბელარუსი არინა საბალენკას შორის დრამატული გამოდგა. საბოლოოდ, გამარჯვება ბელარუს სპორტსმენს დარჩა – 4:6; 6:3; 6:4.
პირველი სეტი რიბაკინას დარჩა. ყაზახმა სპორტსმენმა დასაწისშივე დააბრეიკა მეტოქე და 3:1 დაწინაურდა, მაგრამ საბალენკამ მოახერხა და მალევე გაათანაბრა – 4:4. თუმცა, იქვე საკუთარი ჩაწოდება დათმო და რიბაკინა სეტებში დაწინაურდა.
ამის შემდეგ რიბაკინამ მეტოქის ჩაწოდება ვეღარ აიღო, საბალენკამ კი, მეორე და მესამე სეტში თითო ბრეიკი გაახერხა, რაც მატჩის მოსაგებად საკმარისი გამოდგა.
„დიდი მუზარადის“ ტურნირებზე ეს საბალენკას პირველი ფინალი და პირველი მოგება იყო.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
