წელი: 2023

Home 2023
მესი, ნეიმარი და კვარა
ჩანაწერი

მესი, ნეიმარი და კვარა

„ლა გაძეტა დელო სპორტმა” ყურადღება გაამახვილა ხვიჩა კვარაცხელიასა იმ სტატისტიკაზე, რომელსაც მსოფლიო პრესამ ყურადღება მიაქცია. იმას, რომ კვარაცხელიას არნახული, ეფექტური სეზონი აქვს, ასეთი ფაქტი ამტკიცებს: ხვიჩა გახლავთ ერთ-ერთი იმ ოთხ ვარსკვლავს შორის, რომელთაც მიმდინარე სეზონში, ევროპის ტოპ-ხუთ ლიგაში სულ მცირე 7 გოლი გაიტანეს და 7 საგოლე პასი გადააწოდეს. ხსენებულ ოთხეულში კვარას გარდა შედიან: ნეიმარი (11...

ვალენსიაში დიდი პროტესტი მზადდება
ჩანაწერი

ვალენსიაში დიდი პროტესტი მზადდება

ავენიდა დე სუეციაზე დოლების ხმა გაისმება. „ვალენსიას” ფანებს მოთმინების ფიალა აევსოთ და კვლავ მობილიზაციას აცხადებენ. მზადდება ქუჩის აქციები პიტერ ლიმისა და „მერიტონ ჰოლდინგის” წინააღმდეგ. წინა სეზონში დემონსტრაციები ათეულობით ათასი ადამიანის მთავარი იარაღი იყო. ქომაგთა დაპირისპირებული ჯგუფები გაერთიანდნენ ასეთი ლოზუნგის გარშემო: „ვალენსიას ღირსებისათვის! ლიმ, წადი სახლში!”. 2021 წლის 11 დეკემბერს გაიმართა მასშტაბური მანიფესტაცია, რომელშიც 17 ათასმა...

რა ხდება ნაპოლის და რომას შორის?
ჩანაწერი

რა ხდება ნაპოლის და რომას შორის?

კვირას „ნაპოლი” „რომას” მასპინძლობს, ლუჩანო სპალეტი — თავის ყოფილ გუნდს. ჟოზე მოურინიუს „წითელ-ყვითლები” გაშვებული გოლების რაოდენობით სერია A-ში მესამე პოზიციაზე არიან. ასეთ დროს წერენ, რომ გუნდის დაცვა ლიგაში სიძლიერით მესამეა. პირველ ადგილზე „ნაპოლი” გახლავთ. calcionapoli1926 ამბობს, რომ ახლა „აძურისთვის”, რომელიც პირველი წრის შემდეგ 50 ქულით ცხრილში ლიდერია, ნამდვილი უკუთვლა იწყება. Eurosport.it-ს  ნეაპოლელთა და რომაელთა საინტერესო...

გატუზო: უნდა გავიგო რის ეშინოდათ
ჩანაწერი

გატუზო: უნდა გავიგო რის ეშინოდათ

„ბილბაოსთან” შინ, სამეფო თასის მეოთხედფინალში 1:3 წაგების შემდეგ, „ვალენსიას” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ პრეს კონფერენციაზე ასე ილაპარაკა: რა მოუვიდა გუნდს? ბოდიშს ვუხდი „მესტალიაზე” მოსულ 45 000 გულშემატკივარს. ჩვენ შეშინებულები ვთამაშობდით, ხოლო როდესაც გუნდი შეშინებული თამაშობს, პასუხისმგებლობა მწვრთნელმა უნდა იკისროს. თუ თასის მეოთხედფინალში ასე თამაშობ, პირველი დამნაშავე მწვრთნელია. მთელი 96 წუთის განმავლობაში გუნდი წარმოუდგენლად შეშინებული იყო. ყველაფერს...

საკუთარ საჯარიმოში ბურთის ფლობა სისულელეა
ჩანაწერი

საკუთარ საჯარიმოში ბურთის ფლობა სისულელეა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „ბილბაოსთან” სამეფო თასის მეოთხედფინალში არეული და უთავბოლო იყო. აქედან შედეგიც: 1:3. თან შეხვედრა „მესტალიაზე” ჩატარდა. „მარკამ” მატჩი ერთ აბზაცში აღწერა განსაკუთრებით კარგად: „შავ-თეთრებს უნდოდათ თამაშის ბედი ბურთის ფლობით გადაეწყვიტათ, მაგრამ მათი მცდელობა წარმატებული არ გამოდგა. „ბილბაომ” პრესინგი მოუწყო და პირველივე მანევრების შესაძლებლობა შეუზღუდა, ისინი კი თავიანთი მწვრთნელის იდეებს ერთგულებდნენ — ცენტრალური მცველები...

ჩანაწერი

კვარა რონალდუზე წინ

ინგლისურმა The Guardian-მა „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგში მე-40 ადგილზე დაასახელა. ჩვენიანი შემტევი ისეთ ფეხბურთელებზე მაღლა აღმოჩნდა, როგორებიც არიან იოზუა კიმიხი (41), დავიდ ალაბა (42), მსოფლიოს ჩემპიონები – თეო ერნანდესი (46) და როდრიგო დე პაული (48), კრიშტიანუ რონალდუ (51) და სხვა ტიტულოვანნი არიან. აღსანიშნავია, რომ The Guardian-მა ადგილები 100-დან მე-11 ადგილებამდე გაანაწილა,...

რიბაკინას მეორე თუ საბალენკას პირველი ?
ჩანაწერი

რიბაკინას მეორე თუ საბალენკას პირველი ?

ავსტრალიის ღია პირველობაზე მაგდა ლინეტის ზღაპარი დასრულდა. აქამდე პოლონელის საუკეთესო შედეგი „დიდი მუზარადის“ ტურნირებზე მესამე წრე იყო, წლეულს კი ნახევარფინალში გააღწია, სადაც ბელარუს არინა საბალენკასთან ორ სეტში დამარცხდა – 6:7; 2:6. თავად საბალენკას კი შანსი აქვს „დიდი მუზარადის“ ტურნირი პირველად მოიგოს. ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეს აქამდე გაცილებული არ იყო უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი ელენა რიბაკინაც,...

მესის ორი წელიც…
ჩანაწერი

მესის ორი წელიც…

„პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავი, ლიონელ მესი, ფრანგულ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება მინიმუმ ორ სეზონზე გაითვლება არგენტინელს ხელფასს მნიშვნელოვნად გაუზრდიან. მთავარი მიზეზი რის გამოც მესი კონტრაქტის გაგრძელებას დათანხმდება, სხვა გუნდებთან სერიოზული ვარიანტების არარსებობაა. არც „ბარსელონას“ შეუთავაზებია მისთვის წინადადება. საუდის არაბეთში წასვლის პერსპექტივა კი არ ხიბლავს. მიმდინარე სეზონში 35 წლის ფორვარდმა პსჟ-ის მასიურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ...

სლოვენიის ჩემპიონი მარიბორიდან ბათუმში…
ჩანაწერი

სლოვენიის ჩემპიონი მარიბორიდან ბათუმში…

ახალი სეზონიდან „ბათუმის“ ღირსებას 23 წლის სერბი საყრდენი ნახევარმცველი ვლადან ვიდაკოვიჩი დაიცავს. კონტრაქტი ითვალისწინებს 1 წლიან იჯარას გამოსყიდვის უფლებით, სლოვენიის მოქმედ ჩემპიონ „მარიბორიდან“. ვიდაკოვიჩს კარიერის ძირითადი ნაწილი სერბეთის ჩემპიონატში აქვს გატარებული, სხვადასხვა დროს მას უთამაშია „ვოჟდოვაცში“, სუბოტიცას „სპარტაკში“, ობრენოვაცის „რადნიჩკიში“, კულას „ჰაიდუკში“. 2022 წელს ის სლოვენიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდ „მარიბორში“ გადავიდა, რომლის შემადგენლობაში 8...

ჯოკოვიჩის მამა პუტინს ქომაგობს
ჩანაწერი

ჯოკოვიჩის მამა პუტინს ქომაგობს

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი „დიდი მუზარადის“ სარეკორდო ტიტულისკენ მიიწევს, მაგრამ მანამდე კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. საერთოდაც, ავსტრალია ნოლესთვის სკანდალურად იქცა. გეხსომებათ, შარშან ჯოკოვიჩი კოვიდის ვაქცინაზე უარის თქმის გამო ტურნირზე არ დაუშვეს, წლეულს კი შარში მამამ, სრდიან ჯოკოვიჩმა გახვია. საქმე ის არის, რომ მეოთხედფინალში რუს ანდრეი რუბლიოვთან გამარჯვების შემდეგ უფროსმა ჯოკოვიჩმა თანამემამულეებთან ერთად რუსეთის მხარდამჭერი აქცია...