სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი „დიდი მუზარადის“ სარეკორდო ტიტულისკენ მიიწევს, მაგრამ მანამდე კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. საერთოდაც, ავსტრალია ნოლესთვის სკანდალურად იქცა.
გეხსომებათ, შარშან ჯოკოვიჩი კოვიდის ვაქცინაზე უარის თქმის გამო ტურნირზე არ დაუშვეს, წლეულს კი შარში მამამ, სრდიან ჯოკოვიჩმა გახვია. საქმე ის არის, რომ მეოთხედფინალში რუს ანდრეი რუბლიოვთან გამარჯვების შემდეგ უფროსმა ჯოკოვიჩმა თანამემამულეებთან ერთად რუსეთის მხარდამჭერი აქცია გამართა, სადაც რუსეთის დროშებს და პრორუსულ სიმბოლოებს აფრიალა.
აქციის 4 მონაწილე ამოცნობილი. ისინი მელბურნის პოლიციამ დაკითხა.
უკრაინის ელჩმა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, ვასილ მიროშნიჩენკომ ჯოკოვიჩის მამის საქციელს „სირცხვილი“ უწოდა.
შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალშია და ამერიკელ ტომ პოლს შეხვდება.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
