ყაზახეთში ქართული ლეგიონი ივსება – ამჯერად ქართველ მცველ ანტონ თოლორდავაზე მოგახსენებთ – 26 წლის ფეხბურთლი კარიერას ყარაღანდის „შახტიორში“ გააგრძელებს – ინფორმაციას ყაზახური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ქართველი მცველის ბოლო კლუბი სერბული ნიშის „რადნიჩკი“ იყო. მანამდე თოლორდავა ეროვნულ ლიგაში „თელავის” ღირსებას იცავდა, ის ასევე ესტონურ „ლევადიაში“ თამაშობდა.
თოლორდავა „რადნიჩკიში“ 2022 წლის ივლისში ჩაირიცხა. მან სერბეთის ჩემპიონატსა და თასზე 8 მატჩი ჩაატარა, ორ თვეში კლუბი დატოვა, რა გახდა ამის მიზეზი, უცნობია.
ყარაღანდის „შახტიორში“ კიდევ ერთი ქართველი, თემურ ჩოგაძე ირიცხება, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
