წელი: 2023

Home 2023
ზეიმი სალერნოში
ჩანაწერი

ზეიმი სალერნოში

ზეიმი სად მოეწყო და სალერნოში. კამპანიის ამ ქალაქში, „სტადიო არიკის” მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ათასმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი. ისინი საყვარელი გუნდის, „სალერნიტანას” მიერ ნეაპოლში ნათამაშებ ფრეს შეხაროდნენ. ამ შედეგის წყალობით „ბროწეულისფერებმა” ქულა შეიმატეს და გასავარდნთა ზონას ახლა უკვე 7 ქულით აღემატებიან. აღსანიშნავია, რომ სალერნოელებს 19 თებერვლის შემდეგ არ წაუგიათ — ცხრა შეხვედრიდან ორი მოიგეს, შვიდი კი...

როგორ შეაფასეს ხვიჩა სხვადასხვა საიტებმა
ჩანაწერი

როგორ შეაფასეს ხვიჩა სხვადასხვა საიტებმა

„ნაპოლიმ” „სალერნიტანასთან” 1:1 ითამაშა და მართალია მდევარ „ლაციოსთან” სხვაობა კიდევ ერთი ქულით გაზარდა, მაგრამ მიუწვდომელი ჯერ ვერ გახდა. იტალიურმა და არა მარტო იტალიურმა გამოცემებმა შეხვედრის მონაწილე ფეხბურთელები მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია ტრადიციულად შეაფასეს. გთავაზობთ მათ დაწერილ ქულებსა და კომენტარებს. ილ მატინო — 6  ის ცდილობდა და ცდილობდა. მართალია, ეს არ იყო მისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი,...

საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს…
ჩანაწერი

საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს…

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო შეხვედრა სტუმრად უნგრეთის ნაკრებთან ჩაატარა და 31:30 მოიგო. ამ გამარჯვებით ტიტე კალანდაძის გუნდმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. დაძაბული მატჩის პირველი ტაიმი საქართველომ 17:14 მოიგო. განსაკუთრებით დრამატული მატჩის ბოლო წუთი გამოდგა. უნგრელები ერთი ბურთით იგებდნენ, ქართველმა ხელბურთელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ მეტოქის შეტევა მოიგერიეს,...

ნეაპოლში კაცი დაჭრეს
ჩანაწერი

ნეაპოლში კაცი დაჭრეს

ნეაპოლში ცუდი ამბავი მოხდა: „ნაპოლიმ” „სალერნიტანასთან” 1:1 ითამაშა, რის გამოც ქალაქი, რომელიც საჩემპიონო ზეიმისთვის ემზადებოდა პირში ჩალაგამოვლებული დარჩა. როგორც ჩანს, ემოციური ჩავარდნისთვის ყველა არ იყო მზად, რის შედეგადაც სტადიონის მიმდებარედ 38 წლის მამაკაცი დანით დაჭრეს. სავარაუდოდ, კონფლიქტის მიზეზი გზის გადაკვეთა გახლდათ. დაჭრილი ნელა მიდიოდა, მაშინ როდესაც აგრესორს სწრაფად უნდოდა გავლა. დაზარალებული საავადმყოფოში მიიყვანეს. ჭრილობა სიცოცხლისთვის...

ვალენსიას საქმე ცუდად მიდის
ჩანაწერი

ვალენსიას საქმე ცუდად მიდის

„ვალენსიამ” ორი გამარჯვების შემდეგ უშუალო კონკურენტ „კადისთან” სტუმრად წააგო 1:2. ასეთ შეხვედრებს ექვსქულიანებს უწოდებენ, აქაოდა შენ ხომ სამს იგებ და მეტოქეს სამს აკარგვინებო. სერხიოს ქვეშევრდომებმა პირველ ტაიმში მეტოქეზე ზეწოლა მოახდინეს, თავიანთ მოქმედებებში სახიფათო მომენტებიც გაურიეს და საბოლოოდ, 39-ე წუთზე, გონსალო ესკალანტემ ანგარიში გახსნა. შესვენების შემდეგ, 46-ე წუთზე სერხიო გუარდიოლამ მეორეც გაიტანა, 51-ზე კი სამუელ ლინომ...

ადანი: ინძაგი ალეგრისთან შედარებით კრუიფია
ჩანაწერი

ადანი: ინძაგი ალეგრისთან შედარებით კრუიფია

დანიელე ადანი ყოფილი იტალიელი ფეხბურთელია, რომელმაც კარიერის განმავლობაში ითამაშა „ბრეშაში”, „ფიორენტინაში”, „ინტერსა” და სხვა კლუბებში, „სკაუადრა აძურაში” 5 მატჩი ჩაატარა, მათ შორის ინგლისის ნაკრებთან. კარიერის დასრულების შემდეგ ადანიმ ქვედა დონეებზე სცადა მწვრთნელობა, შემდეგ კი ტელეკომენტატორის საქმეს მიაგნო და დღემდე ეკრანზეა. ვეტერანი მცველი თამამ გამოთქმებს არ ერიდება. ასე მაგალითად, მან ლეო მესი ქრისტეს შეადარა, თქვა, რომ...

ნეაპოლი, ლურჯი მატარებელი, ვირი, კუბო და სხვა
ჩანაწერი

ნეაპოლი, ლურჯი მატარებელი, ვირი, კუბო და სხვა

დღეს „ნაპოლის” ქომაგებს „დიეგო მარადონას” სახელობის სტადიონზე ლურჯი მატარებელი მიიყვანს. რასაკვირველია, ეს სტადიონზე მისასვლელად ერთადერთი გზა არ არის და საეჭვოა ჩვენს მკითხველს აინტერესებდეს, კონკრეტულად რომელი მარშრუტით ივლის ეს ახალშეღებილი შემადგენლობა, მაგრამ თავად ფაქტი ადასტურებს, რომ ქალაქში ყველა გაგიჟდა. მიზეზი გასაგებია: რამდენიმე საათში ლუჩანო სპალეტის გუნდი შესაძლოა 33 წლიანი ლოდინის შემდეგ, ისტორიაში მესამედ გახდეს იტალიის ჩემპიონი....

ჟორჟის მე-20…
ჩანაწერი

ჟორჟის მე-20…

საფრანგეთის ლიგა 2-ში 33-ე ტურის შეხვედრები ჩაატარეს გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ და ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“. „მეცმა“ საკუთარ მოედანზე „პარიზს“ უმასპინძლა. გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგნელობაში იყო. თამაშის დაწყებამდემას მას მარტის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო გადაეცა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, „მეცმა“ წონასწორობა მალე აღადგინა, პარიზელთა კარში დანიშნული პენალტი მიქაუტაძემ ზუსტად შეასრულა და სეზონში თავისი მე-20 გოლი (პლუს 7 საგოლე...

აკა-შოუ საკმარისი არ იყო
ჩანაწერი

აკა-შოუ საკმარისი არ იყო

მსვლელობისას რამდენიმე წამყვანმა მოთამაშ„შავმა ლომმა“ თავისი სამხრეთამერიკული ტურნეს მეოთხე მატჩი „სუდამერიკანა XV“-თან 24:28 წააგო და მისი მოგზაურობის ჯამური ანგარიშიც გათანაბრდა – 2:2. ცხადია, მარცხი ყოველთვის უსიამოვნოა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტურნეს ყველა მატჩი ამხანაგურ ხასიათს ატარებს და ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა მწვრთნელებს ექსპერიმენტების არ ეშინიათ. ასე მოხდა ამჯერადაც, ოღონდ ლევან მაისაშვილს ამ ექსპერიმენტების...

კალენდარიც მზადაა: დებიუტი კაპო ვერდესთან…
ჩანაწერი

კალენდარიც მზადაა: დებიუტი კაპო ვერდესთან…

მანილაში გამართულმა წილისყრამ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მეტოქეები გამოავლინა. ჩვენი გუნდი იაპონიაში სლოვენიასთან, ვენესუელასა და კაბო ვერდესთან ითამაშებს. წილისყრის შემდეგ ქვეჯგუფის კალენდარიც შედგა და გაირკვა საქართველოს ნაკრების თამაშების თარიღები. სადებიუტო შეხვედრას ჩვენი ნაკრები კაპო ვერდესთან მატჩით გახსნის. 26 აგვისტო კაპო ვერდე – საქართველო სლოვენია – ვენესუელა 28 აგვისტო საქართველო – სლოვენია ვენესუელა...