წელი: 2023

Home 2023
ზუროსი: გვინდა, საქართველომ იამაყოს…
ჩანაწერი

ზუროსი: გვინდა, საქართველომ იამაყოს…

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამართულმა წილისყრამ სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს საკალთბურთო ნაკრების ნეტოქქბი გამოავლინა. ჩვენი გუნდუი ჯგუფში სლოვენიას, კაბო ვერდესა და ვენესუელას დაუპირისპირდება. წილისყრის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა: „შესარჩევი ეტაპის დასრულებისასაც აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ – საქართველოს ნაკრებისთვის ამ მსოფლიო ჩემპიონატს დიდი მნიშვნელობა აქვს – ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველად ითამაშებს მსოფლიოზე....

საქართველომ მეტოქეები გაარკვია
ჩანაწერი

საქართველომ მეტოქეები გაარკვია

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა. ჩვენთვის სადებიუტო მონდიალზე ილიას ზუროსის გუნდი F ჯგუფში ურთიერთობას სლოვენიის, ვენესუელასა და კაპო ვერდეს ნაკრებებთან გუნდებთან გაარკვევს. ჯგუფის მატჩები იაპონიის ქალაქ ოკინავაში გაიმართება. მთლიანად ჩემპიონატს კი, იაპონელებთან ერთად ფილიპინები და ინდონეზია უმასპინძლებს. წილისყრის სრული შედეგები ასეთია: A ჯგუფი: ანგოლა, დომენიკის რესპუბლიკა, ფილიპინები, იტალია B...

სკუდეტომდე!
ჩანაწერი

სკუდეტომდე!

დორანდო პეტრის სინდრომი ჯერ არ შეყრიათ, მაგრამ შორსაც არ არის. საქმე ის გახლავთ, რომ S-დღის წინ (S ამ შემთხვევაში სკუდეტოს ნიშნავს), გუნდი ჩვეულებრივ ცხოვრებას ნატრობდა — ცდილობდა ისე მოქცეულიყო, თითქოს რიგითი დღე ყოფილიყო. სპალეტის დისქაუნთი არ სჭირდება. თუკი „ნაპოლი” – „სალერნიტანა” პირველი მატჩ-პოინტი აღმოჩნდება (ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იზამს „ლაციო” „სან სიროზე”) გუნდი არ...

ნეაპოლელთა ყველაზე გიჟური იდეა
ჩანაწერი

ნეაპოლელთა ყველაზე გიჟური იდეა

ნეაპოლი სკუდეტოს აღნიშვნისთვის ემზადება, „კორიერე დელო სპორტი” კი „აძურის” ფანების მრავალ ინიციატივათაგან ერთ-ერთ ყველაზე გიჟურს გვაცნობს. მავანთ ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის იმიტაცია მონდომებიათ. ეს ამბავი ვეზუვის ეროვნული პარკის თანამშრომელთა ყურამდე მივიდა, რომელთაც თავის მხრივ შეატყობინეს პრეფექტურასა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს; აუხსნეს მათ, რომ ასეთ ღონისძიებას სოციალური და ეკოლოგიური გართულებები შეიძლება მოჰყვეს. პარკის ადმინისტრაცია ტერიტორიის დაცვას ითხოვს....

კიმი ჯარში მიდის
ჩანაწერი

კიმი ჯარში მიდის

ტვიტერის გვერდი „ნაპოლი ნიუზ კორეა” წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი კიმ მინ-ჯაე ივნის-ივლისში სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლის. ეს ცნობა მოულოდნელი იყო, რადგან აქამდე ამბობდნენ, რომ როგორც აზიური თამაშების ჩემპიონს მას ეს სამკვირიანი შეკრება არ უნდა შეხებოდა. ხსენებულ შეკრებაზე კიმს სხვების მსგავსად გაატარებენ აუცილებელ მომზადებას, რათა საჭიროების შემთხვევაში სამშობლოს ემსახუროს. ზუსტად ასეთი წვრთნა გაიარა 2020 წელს...

ვალენსიამ მოიგო, მამარდა ყურადღებით იყო
ჩანაწერი

ვალენსიამ მოიგო, მამარდა ყურადღებით იყო

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ვალიადოლიდს” 2:1 მოუგო. ამ შეხვედრის გმირი გახლდათ ყმაწვილი, რომელიც ორ კვირაში 20 წლის გახდება. მას ჰქვია ხავი გერა და ლა ლიგაში სულ 55 წუთი აქვს ნათამაშები. სწორედ გერამ შეაგდო მეორე ტაიმის ბოლოს, მსაჯის წამატებულ დროში, მე-4 წუთზე ის გოლი, რომელმაც „ღამურებს” სამი ქულა მოუტანა და ვინ იცის სწორედ ამ სამმა ქულამ გადაარჩინოს...

რასპადორის ჩემი 500 ევრო მართებს
ჩანაწერი

რასპადორის ჩემი 500 ევრო მართებს

რადიო Kiss Kiss Napoli-მ ინტერვიუ ჩამოართვა „ნაპოლის” ჩრდილო მაკედონიელ ვარსკვლავ ელიფ ელმასს. საუბარი ბოლო ტურში, „იუვენტუსის” კარში გატანილი გოლით დაიწყო. გოლი ჯაკომო რასპადორიმ შეაგდო, კომბინაცია კი პიოტრ ჟელინსკიმ და ელმასმა წამოიწყეს — სამივე ფეხბურთელი შეხვედრაში გვიან, სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. „ჩვენ საქმეში დროულად ჩავერთეთ, მაგრამ ძალიან კარგად ითამაშეს მათაც, ვინ მოედანზე ჩვენამდე იყო.  კარგია, რომ გოლი...

იტალია მიქაუტაძეს აკვირდება
ჩანაწერი

იტალია მიქაუტაძეს აკვირდება

კვარაცხელია და მისი ძმები. საქართველოს საფეხბურთო ნაკადი ძლიერდება. „ნაპოლი”, რომელიც სადაცაა იტალიის ჩემპიონი გახდება, რასაკვირველია ამ დინების წინ პოლარული ვარსკვლავივით არის. საფრანგეთში, კი არის ჟორჟ მიქაუტაძე, 2000 წელს დაბადებული „მეცის” თავდამსხმელი. მას გოლი გოლზე გააქვს. მიქაუტაძემ ლიგა 2-ში 31 შეხვედრაში 19-ჯერ გაიტანა და გუნდს ლიგა 1-ში დასაბრუნებლად წინ მიუძღვის. მან ამასწინათ ითამაშა კიდევ ერთი ქართველის...

ნაპოლის თამაში გადაიდო
ჩანაწერი

ნაპოლის თამაში გადაიდო

ოფიციალურად დადასტურდა: „ნაპოლისა” და „სალერნიტანას” შეხვედრა, რომელიც შაბათს, 29 აპრილს 17 საათზე უნდა გამართულიყო, კვირას, 30 აპრილს, 17 საათზე გაიმართება. გადაწყვეტილებას წინ დიდი მსჯელობა უძღოდა. ბჭობაში მონაწილეობდნენ სპორტულ ღონისძიებათა უსაფრთხოების ანალიზის კომიტეტი და შინაგან საქმეთა მინისტრი. მთავარი საკითხი უსაფრთხოება გახლდათ. შეგახსენებთ, რომ ამავე დღეს, 16 საათსა და 30 წუთზე „სან სიროზე” „ინტერი” „ლაციოს” უმასპინძლებს და...

უკვე +4
ჩანაწერი

უკვე +4

ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე საინტერესოდ დაიწყო. ჯერ კიდევ სამშაბათს, „დინამომ“ მოულოდნელად „დილასთან“ 1:2 წააგო. ნომინალურ მასპიძლებად დინამოელები ითვლებოდნენ, მოგეხსენებათ „დინამო არენაზე“ 21-წლამდელთა ევრიოპის ჩემპიონატის გამო სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ჩემპიონს საშინაო მატჩების გამართვა გორში უწევს. ამისდაკვალად, გორელებს გულშემატკივრებიც მეტი ჰყავდათ ტრიბუნებზე და გაიმარჯვეს კიდეც. „დინამომ“ ზედიზედ მეორედ წააგო, რაც, დაგვეთანხმებით, ჩვენ ჩემპიონატში ძალიან იშვიათად ხდება....