ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამართულმა წილისყრამ სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს საკალთბურთო ნაკრების ნეტოქქბი გამოავლინა. ჩვენი გუნდუი ჯგუფში სლოვენიას, კაბო ვერდესა და ვენესუელას დაუპირისპირდება.
წილისყრის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა:
„შესარჩევი ეტაპის დასრულებისასაც აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ – საქართველოს ნაკრებისთვის ამ მსოფლიო ჩემპიონატს დიდი მნიშვნელობა აქვს – ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველად ითამაშებს მსოფლიოზე. უნდა ვეცადოთ, რომ სიამოვნება მივიღოთ ყოველი წამით, რომელსაც ამ ტურნირზე გავატარებთ. ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ნაკრების თამაშებით ყველა ქართველმა იამაყოს.
დღეს მეტოქეების გაანალიზება რთულია. სლოვენიას ყველა კარგად იცნობს. ძალიან ძლიერი გუნდია ლუკა დონჩიჩითა და სხვა ვარსკვლავებით.
ვენესუელას და კაბო ვერდესთან, იოლი თამაშები არ გვექნება. მსოფლიო ჩემპიონატზე გასული ყველა გუნდი ძლიერი და ბრძოლისუნარიანია. კაბო ვერდეს ჰყავს ედი ტავარეში, მადრიდის „რეალის“ წინახაზელი, რომელიც ევროპაშიც ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ ქვეყნის ნაკრებში სხვა კარგი კალათბურთელებიც თამაშობენ. ვენესუელა კი სწრაფი და ძლიერი გუნდია, ნებისმიერ მეტოქესთან ბოლომდე იბრძვის.
აქედანვე ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრები ყველა მატჩში გამარჯვებისთვის იბრძოლებს და ვნახოთ, რას მივაღწევთ ჩვენს პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე“.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 21:17ოფიციალურად მეთოფე
