ნეაპოლი სკუდეტოს აღნიშვნისთვის ემზადება, „კორიერე დელო სპორტი” კი „აძურის” ფანების მრავალ ინიციატივათაგან ერთ-ერთ ყველაზე გიჟურს გვაცნობს. მავანთ ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის იმიტაცია მონდომებიათ.
ეს ამბავი ვეზუვის ეროვნული პარკის თანამშრომელთა ყურამდე მივიდა, რომელთაც თავის მხრივ შეატყობინეს პრეფექტურასა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს; აუხსნეს მათ, რომ ასეთ ღონისძიებას სოციალური და ეკოლოგიური გართულებები შეიძლება მოჰყვეს. პარკის ადმინისტრაცია ტერიტორიის დაცვას ითხოვს.
ამაზე შეუძლებელია არ გაგახსენდეს 1966 წელს გადაღებული დიდებული იტალიური კომედია „წმინდა იანუარიუსის მოტაცება” (Operazione San Gennaro), სადაც განუმეორებელი ტოტოს პერსონაჟი, ნეაპოლელი კრიმინალური ავტორიტეტი დონ ვინჩენცო იტალიაში ტაძრის გასაძარცვად ჩასულ ამერიკელ წყვილს თანამზრახველად დუდუს (ნინო მანფრედი) კანდიდატურას სთავაზობს და თავისი პროტეჟეს კვალიფიკაციის დასადასტურებლად ყვება ისტორიას, თუ როგორ გაქურდა მან უცხოელ ტურისტთა ავტობუსი, სანამ ისინი ვეზუვიდან ამოსულ კვამლს უყურებდნენ.
– მაგრამ, ვეზუვიდან კვამლი არ ამოდის, – გაოცებას ვერ მალავს ამერიკელი ქალი.
– მანამდე მან ის ამოიყვანა. შეშით კოცონი დაანთო, – პასუხობს დონ ვინჩენცო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/07/2026 | 08:27არსენალს ვინისიუსი მონდომებია
მთავარი ამბავი27/07/2026 | 07:13რატომ თქვა პსჟ-მ დიომანდეს ყიდვაზე უარი?
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
