ოთხმა წელიწადმა უსწრაფესად ჩაიარა და მორიგი სარაგბო მსოფლიო თასის დროც მოვიდა. 8 სექტემბერს, ტურნირის მასპინძელი საფრანგეთისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ახალი ზელანდიის ნაკრებთა მატჩით დაიწყება რიგით მე-10 გლობალური სარაგბო ფორუმი. 9-ში კი საქმეში ბორჯღალოსნები ჩაერთვებიან და პარიზის ჩრდილოეთ გარეუბან სენ-დენიში 80-ათასიან ქვეყნის უმთავრეს არენაზე – „სტად დე ფრანსზე“ – მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ავსტრალიელ „ვოლაბებს“ შეერკინებიან....
ლობოტკას მამა გარდაეცვალა
„ნაპოლისა” და „სლოვაკეთის” ნაკრების ნახევარმცველ სტანისლავ ლობოტკას მამა გარდაეცვალა. ლობოტკა ეროვნული გუნდის შეკრებაზე იმყოფებოდა. სლოვაკთა თავკაცმა, იტალიელმა ფრანჩესკო კალცონამ ფეხბურთელი შეკრებიდან გაათავისუფლა, რათა მძიმე წუთებში ოჯახთან ერთად იყოს. დღეს სლოვაკეთის ნაკრები პორტუგალიას მასპინძლობს.
ლინეკერმა მარადონას სიგიჟე გაიხსენა
თუ ვინმემ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა, ეს დიეგო მარადონა იყო. „პიბე დელ ოროს”, რაც ესპანურიდან ქართულად ითარგმნება, როგორც ოქროს ბიჭი, ბევრი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს, თუმცა ვარსკვლავების ასეთი დახარისხება რასაკვირველია ძალიან პირობითია. ინგლისური ფეხბურთისა და ჟურნალისტიკის ლეგენდამ გარი ლინეკერმა არგენტინელთან დაკავშირებით ერთი ისტორია გაიხსენა. „ერთხელ დიეგომ მატჩის წინ წარმოუდგენელი რაღაც გააკეთა....
ესპანელთა არეული კვირა საქართველოსთან მატჩის წინ
ესპანური პრესა ხაზს უსვამს, რომ მათი ქვეყნის ნაკრები დღეს თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდს უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში უნდა დაუპირისპირდეს. „ლა როხა” ამ თამაშისთვის საგანგებოს ემზადება, მაგრამ… ცოტა უჩვეულოდ. დავიწყოთ იმით, რომ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდისთვის მზადების პერიოდი იდეალური არ გამოდგა, რადგან მთელი გასული კვირის განმავლობაში ესპანეთში მთავარი საფეხბურთო თემა იყო არა ნაკრების მოახლოებული შეხვედრა, არამედ ფედერაციის...
დე ლა ფუენტე: დიდ ბრძოლას ველით…
საქართველოს ნაკრების მსგავსად, „დინამოზე“ ესპანეთის ნაკრებმაც ივარჯიშა, მათი მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე კი ვარჯიშამდე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. იოლ თამაშს ნამდვილად არ ველით. საქართველოს ნაკრებში კარგი თაობაა, ქართველი ფეხბურთელები ბოლო დროს ევროპის ძლიერ კლუბებში თამაშობენ. თუმცა, გვჯერა, რომ ამ მატჩში სასურველ შედეგს მაინც მივაღწევთ. კვარაცხელიას დონის მოთამაშე ნებისმიერი გუნდისთვის მნიშვნელოვანია. ვილი სანიოლმა კარგად ორგანიზებული...
სანიოლი: მთავარია, დავალებები შესრულდეს…
საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან მატჩის წინ „დინამოზე“ ივარჯიშა, მანამდე კი მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 21-წლამდელების ევროპის ჩემპიონატი წარმატებული გამოდგა, საქართველოს ნაკრები ურთულესი ჯგუფიდან გავიდა და ეს უკვე დიდ წარმატებად მიმაჩნია. საწყენი იყო ისრაელთან პლეი ოფში წაგება. მთავარია, რომ ახალგაზრდებს შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მიეცათ. საზონოვი იტალიაში გადავიდა, კალანდაძე ეროვნულ გუნდში მოვიწვიეთ. შესასრჩევ ციკლის მეოთხე...
ხვიჩა და ოქროს ბურთი
ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთი 2023“-ის ნომინანტთა 30-კაციან სიაშია – საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი სეზონის საუკეთესო მოთამაშეთა შორის „ფრანს ფუტბოლმა“ დაასახელა. „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 30 ოქტომბერს პარიზში გაიმართება. ნომინანტთა სრული სია ასე გამოიყურება: ხულიან ალვარესი, ნიკოლა ბარელა, ჯუდ ბელინგემი, ქარიმ ბენზემა, იასინ ბონო, კევინ დე ბრუინი,რუბენ დიაში, ანტუან გრიზმანი, ილქაი გიუნდოგანი, იოშკო გვარდიოლი, ერლინგ...
ალკარასი და ჯოკოვიჩი ფინალის გამეორებას აპირებენ
ამერიკის ღია პირველობა დასასრულისკენ მიდის და, შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ კაცთა შორის წინა „დიდი მუზარადის“ ფინალი განმეორდეს. ყოველ შემთხვევაში კარლოს ალკარასი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ამასთან ახლოს არიან. მეოთხედფინალში ჯოკოვიჩმა ისევ მარტივად იმარჯვა – სერბმა ჩოგბურთელმა ამერიკელი ტეილორ ფრიტცი 6:1; 6:4; 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში კიდევ ერთ მასპინძელს, ბენ შელტონს გაეჯიბრება, რომელმაც თავის მხრივ თანამემამულე ფრენსის...
კვარაცხელია, ესპანეთის თავის ტკივილი
ესპანეთს კვარაცხელიას ჩრდილი წამოადგა თავს. „ნაპოლის” ბრწყინვალე ცაცია გარემარბი და საქართველოს ნაკრების ლიდერი მის ევროპის ჩემპიონატზე გასვლას საფრთხეს უქმნის. კვარაცხელიას სისწრაფე და აღმაფრენა დე ლა ფუენტესთვის თავის ტკივილია. მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს მისი ძლიერი და გამოცდილი მარჯვენა მცველებიდან რომელი შეეცდება მის შეჩერებას, კარვახალი თუ ასპილიკუეტა. მაგრამ არის სიურპრიზის შანსიც: საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი თავის ვარსკვლავს...
ესპანელებს მერიოტთან ასობით გულშემატკივარი თბილად დახვდა
ესპანეთის ნაკრები თბილისშია, იტყობინება AS. ფრენას ხუთი საათი დასჭირდა. გუნდი სასტუმრო „მერიოტში” დაბინავდა. დღეს საღამოს ესპენელები ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე საქართველოს ნაკრებთან ევრო 2024-ის შესარჩევი თამაშის წინ ბოლოჯერ ივარჯიშებენ. პედრო როჩასთვის ეს ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის პრეზიდენტის რანგში პირველი შეხვედრა იქნება. მას პოსტი იმის გამო ჩააბარეს, რომ ლუის რუბიალესმა ფეხბურთელ ქალს ტუჩებში აკოცა და...









