გერმანიის კალათბურთელთა ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფინალში მათ სერბეთის ნაკრები 83:77 დაამარცხეს. მატჩი დაძაბული გამოვიდა. პირველი და მეორე მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ტაიმი ფრედ, 47:47 დასრულდა. გარდამტეხი აღმოჩნდა მესამე მეოთხედი, რომელიც გერმანიის ნაკრებმა ჩინებულად ჩაატარა, სერბებს კი გააზრებული შეტევების განხორციელება უჭირდათ, მატჩის ეს მონაკვეთი მომავალმა ჩემპიონმა 22:10 მოიგო. ბოლო მეოთხედში გორდი...
ფლიკი გაუშვეს
გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან ჰანსი ფლიკი დაითხოვა. შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს, გერმანიის ნაკრები საკუთარ მოედანზე იაპონიასთან 1:4 დამარცხდა. ბოლო პერდიოდში კი ფლიკის ხელმძღვანელობით „ბუნდესგუნდს“ კატასტროფული შედეგები ჰქონდა – ბოლო 5 თამაშიდან 4 წაგება და 1 ფრე. გერმანელებმა ბოლოს 2023 წლის 25 მარტს პერუს ნაკრებს მოუგეს ამხანაგური. გერმანიის საფეხბურთო კავშირის გადაწყვეტილებით, უახლოეს ამხანაგურ შეხვედრაში...
გაუფის ამერიკა
კოკო გაუფი US OPENის გამარჯვებულია! 19 წლის ამერიკელმა ფინალში 25 წლის ბელარუსი არინა საბალენკა სამ სეტში – 2:6, 6:3, 6:2 დაამარცხა და კარიერაში პირველი „დიდი მუზარადის“ ტურნირი მოიგო. არადა, პირველი სეტია საბალენკასი იყო. ბელარუსმა გაუფს სამი ჩაწოდება აართვა და მარტივად იმარჯვა, მაგრამ… მეორე სეტში კოკომ ანგარიში გაათანაბრა. ამერიკელმა მოსაგებად ერთი ბრეიკი იკმარა. მესამე კი, პირველი...
ჰიმნი თუ კარაოკე?
ჩრდილო მაკედონიისა და იტალიის ნაკრებთა შეხვედრამ რიგ მიზეზთა გამო იტალიაში უკმაყოფილება გამოიწვია. ერთ-ერთი თვალსაჩინო მიზეზი გახლდათ უხარისხო მინდორი, რომელზეც იტალიელთა აზრით თანამედროვე ფეხბურთის თამაში შეუძლებელი იყო, მეორე კი… ჰიმნის შესრულება. უეფას გადაწყვეტილებით შეხვედრის წინ იტალიის ჰიმნი იმღერა ბარბარა პოპოვიჩმა, რომელმაც აკაპელა შეასრულა. პოპოვიჩი ის მომღერალია, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიას 2013 წლის საყმაწვილო ევროვიზიაზე წარმოადგენდა. ვერ გეტყვით...
სპალეტი: მე ისედაც ცოტა მძინავს
იტალიის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში 1:1 ითამაშა, რამაც ლუჩანო სპალეტის დებიუტს ჩრდილი მიაყენა, „სკუადრა აძურას” სატურნირო მდგომარეობა კი დაამძიმა. ანგარიში 47-ე წუთზე ჩირო იმობილემ გახსნა, ხოლო 82-ე წუთზე „ტრაბზონსფორის” ნახევარმცველმა ენის ბარდიმ გაათანაბრა. მატჩის შემდეგ სპალეტიმ თქვა: …ჩვენ გადმოგდებული, ასხლეტილი ეგრეთწოდებული მეორე ბურთების მოპოვება გაგვიჭირდა. გუნდურ ბლოკებს ვერ ვაყენებდით. სხვა მხრივ ცუდად არ გვითამაშია. უარესიც შეიძლებოდა...
ცუდი სტარტი: ავსტრალიასთან – 15:35
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა მსოფლიო თასის გათამაშება წარუმატებლად დაიწყო – ვერც სატურნირო ქულას შეწვდა და მეტოქესაც მაქსიმუმი გაატანა. ავსტრალიის ნაკრებმა ბორჯღალოსნებს სამართლიანად მოუგო, 4 ლელო გაიტანა, ბონუს-ქულაც მიიღო და 5 ქულით C ჯგუფში გალიდერდა. 35:15 – ასეთია მატჩის შედეგი და ფაქტია, ქართული გუნდის მწვრთნელებს მომდევნო ორი კვირა სწორედაც რომ იმისთვის აქვთ, რათა დასკვნები როგორც საკუთარი...
ბარსამ ხვიჩას თვალი დაადგა
ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონას” თვალსაწიერში მოხვდა. napolipiu ესპანურ პრესაზე, კერძოდ კი El Nacional-ზე დაყრდნობით წერს, რომ კატალონიური გრანდი 22 წლის ქართველ გარემარბს 2024 წლიდან თავის ფეხბურთელად მოიაზრებს. როგორც ცნობილია, კვარაცხელიას „ნაპოლისთან” კონტრაქტის თანახმად კიდევ ოთხი წელი აკავშირებს, მაგრამ როგორც ჩანს „ბარსას” ეს არ აშინებს. სხვა საქმეა, რომ კვარა ძვირი დაჯდება — როგორც წერენ „ნაპოლი” მის სანაცვლოდ...
2021 2023-ში
ამერიკის ღია პირველობის ფინალი ისეთი არ იქნება, როგორი მოლოდინიც გულშემატკივრებსა და სპეციალისტებს ჰქონდათ. ბოლო დროის დიდი ჯახი ნოვაკ ჯოკოვიჩსა და კარლოს ალკარასს შორის, არ შედგება. ეს ალკარასის გამო… უფრო დანილ მედვედევის, რომელმაც ნახევარფინალში ესპანელი ჩოგბურთელი ოთხ სეტში – 7:6, 6:1, 3:6, 6:3 დაამარცხა. პირველ სეტში მეტოქის ჩაწოდების მოგებას ვერც ერთი ჩოგბურთელი ახერხებდა, ტაიბრეიქზე კი, მედვედევმა...
იამალი, ბეილი, მჭედლიძე და სხვა რეკორდსმენები
ზოგ ფეხბურთელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ისეთი დებიუტი ჰქონდა, არასდროს რომ დაავიწყდება. ასეთები იყვნენ მაგალითად უელსელი ვეტერანი გარეთ ბეილი და ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი უეინ რუნი. ბეილმა სანაკებო კარიერაში პირველი გოლი სულაც ევროდებიუტის დღეს გაიტანა, თან საჯარიმო დარტყმით, რაც შემდეგ მის საფირმო ილეთად იქცა. იმ დღეს უელსელი 17 წელს სულრაღაც სამი თვით იყო გადაცილებული. მაგრამ...
რაში გადაახდევინეთ ხალხს 50 ლარი?
ასეთ თამაშს სახელი არ აქვს საქართველოს ნაკრებმა ანტირეკორდი დაამყარა – ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით წააგო; ისტორიაში ყველაზე მეტი ბურთი გაუშვა; ეს ყველაფერი ვილი სანიოლის გუნდმა ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთთან მატჩში მოახერხა – 1:7. ასეთ თამაშებზე არ იწერება… ასეთ თამაშებს სახელი არ აქვს… ასეთ თამაშებზე ბილეთი 50 ლარი არ ღირს… ასე თამაში არ შეიძლება… იმას...









