ბარსამ ხვიჩას თვალი დაადგა

Home სიახლეები ბარსამ ხვიჩას თვალი დაადგა
ბარსამ ხვიჩას თვალი დაადგა

Khvicha Kvaratskhelia of Georgia battles for possession with Lamine Yamal of Spain during the UEFA EURO 2024 European qualifier match between Georgia...ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონას” თვალსაწიერში მოხვდა. napolipiu ესპანურ პრესაზე, კერძოდ კი El Nacional-ზე დაყრდნობით წერს, რომ კატალონიური გრანდი 22 წლის ქართველ გარემარბს 2024 წლიდან თავის ფეხბურთელად მოიაზრებს.

როგორც ცნობილია, კვარაცხელიას „ნაპოლისთან” კონტრაქტის თანახმად კიდევ ოთხი წელი აკავშირებს, მაგრამ როგორც ჩანს „ბარსას” ეს არ აშინებს. სხვა საქმეა, რომ კვარა ძვირი დაჯდება — როგორც წერენ „ნაპოლი” მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე მეტს მოითხოვს.

napolipiu ამბობს, რომ ხვიჩასადმი ინტერესს ჟოაო ფელიქსის გარშემო შექმნილი გაურკვევლობა აძლიერებს. პორტუგალიელი მადრიდის „ატლეტიკოს” საკუთრებაა, მაგრამ „ბარსაშია” იჯარით არის გაშვებული. მადრიდელების პრეზიდენტი ენრიკე სერეზო პორტუგალიელის ტრანსფერში დიდძალ თანხას ითხოვს. „მატრასების მკერავთა” ასეთი მადა „ბარსელონას” ალტერნატიული ვარიანტის მოძებნისკენ უბიძგებს და ის ფელიქსის მთავარ ალტერნატივად კვარაცხელიას მოიაზრებს. ესპანური პრესა წერს:

„ჟოაო ფელიქსი მომდევნო სეზონში „ბარსელონაში” დამრჩენს არ ჰგავს და ამიტომ კატალონიელები 2024 წელს ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვას გეგმავენ. ამწუთას იმის წარმოდგენა, რომ „ბარსა” გადაიხდის თანხას, რომელსაც „ნაპოლი” ითხოვს უტოპიად ჩანს, მაგრამ „კამპ ნოუზე” დარწმუნებულები არიან, რომ ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებენ და 22 წლის მრისხანე ქართველი თავდამსხმელის გადასაბირებლად საკმარის თანხას იშოვნიან. უახლოეს თვეებში ისინი კვარაცხელიაზე დაკვირვებას განაგრძობენ და სატრანსფერო ოპერაციას დაგეგმავენ. „ბარსა” ქართველ გარემარბს თვალს არ აცილებს. ეს ტრანსფერი შეიძლება ზაფხულის ბომბი გახდეს. კვარაცხელიას ფასი 100 მილიონ ევროს აღემატება.

გასულ სატრანსფერო სეზონში კვარაცხელიასადმი ინტერესი გამოამჟღავნეს „ლივერპულმა”, „ნიუკასლ იუნაიტედმა”, „პარი სენ ჟერმენმა” და „რეალმა”, მაგრამ „ნაპოლის” პოზიცია ურყევი იყო: 100 მილიონს ცენტიც არ დააკლდება. გადაიხდის „ბარსა” ამ თანხას?”

დასასრულ napolipiu წერს, რომ ქართველი ვარსკვლავის ყიდვა ფინანსური თვალსაზრისით მართლა რთულია, მაგრამ კატალონიური კლუბი მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.