ამერიკის ღია პირველობის ფინალი ისეთი არ იქნება, როგორი მოლოდინიც გულშემატკივრებსა და სპეციალისტებს ჰქონდათ. ბოლო დროის დიდი ჯახი ნოვაკ ჯოკოვიჩსა და კარლოს ალკარასს შორის, არ შედგება. ეს ალკარასის გამო… უფრო დანილ მედვედევის, რომელმაც ნახევარფინალში ესპანელი ჩოგბურთელი ოთხ სეტში – 7:6, 6:1, 3:6, 6:3 დაამარცხა. პირველ სეტში მეტოქის ჩაწოდების მოგებას ვერც ერთი ჩოგბურთელი ახერხებდა, ტაიბრეიქზე კი, მედვედევმა 7:3 გაიმარჯვა. სამაგიეროდ, ძალიან მარტივად მოიგო მეორე სეტი. 20 წლის ესპანელმა მესამე სეტი სათავისოდ წაიღო და მატჩი მეოთხე სეტში გადავიდა, თუმც მალევე დამთავრდა – მეოთხე სეტი მედვედევმა მაღალ დონეზე ჩაატარა და 27 წლის ჩოგბურთელი „დიდი მუზარადის“ ფინალში მეხუთედ ითამაშებს, ხოლო ამერიკის ღია პირველობაზე – მესამედ.
ჯოკოვიჩმა კი ასევე 20 წლის ამერიკელი ბენ შელტონი სამ სეტში – 6:3, 6:2, 7:6 მოუმთავრა ხელი. საწყისი სეტების მოგება სერბ ჩოგბურთელს არ გასჭირვებია. შელტონმა მხოლოდ მესამეში გაიბრძოლა, მაგრამ ტაი-ბრეიკზე მაინც დათმო.
ჯოკოვიჩი წლეულს გამართული „დიდი მუზარადის“ ყველა ფინალში გავიდა. ნოლემ ავსტრალიისა და საფრანგეთის ღია პირველობები მოიგო, „უიმბლდონის ფინალში კი კარლოს ალკარასთან დამარცხდა. 2021 წელს აშშ-ს ღია პირველობის ფინალში სწორედ მედვედევი და ჯოკოვიჩი შეხვდნენ. მაშინ მედვედევმა იმარჯვა…
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
