საქართველოს ნაკრების მსგავსად, „დინამოზე“ ესპანეთის ნაკრებმაც ივარჯიშა, მათი მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე კი ვარჯიშამდე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
იოლ თამაშს ნამდვილად არ ველით. საქართველოს ნაკრებში კარგი თაობაა, ქართველი ფეხბურთელები ბოლო დროს ევროპის ძლიერ კლუბებში თამაშობენ. თუმცა, გვჯერა, რომ ამ მატჩში სასურველ შედეგს მაინც მივაღწევთ.- კვარაცხელიას დონის მოთამაშე ნებისმიერი გუნდისთვის მნიშვნელოვანია. ვილი სანიოლმა კარგად ორგანიზებული ნაკრები ჩამოაყალიბა.
- ჩვენ ყოველთვის კონკრეტულ თამაშზე ვართ კონცენტრირებულები. ამიტომ საქართველოს ნაკრენთან ხვალინდელი შეხვედრა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და სერიოზულად ვემზადებით. ხვალ დიდ წინააღმდეგობას ველით, მაგრამ ჩვენი სურვილია, საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ და მიზანს მივაღწიოთ.
- ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოს ნაკრებთან კარგად თამაშია. აღფრთოვანებული ვარ ჩემი მოთამაშეების საქმისადმი დამოკიდებულებით და მჯერა, თბილისში ისინი თავს საუკეთესო კუთხით გამოავლენენ.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
