თუ ვინმემ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა, ეს დიეგო მარადონა იყო. „პიბე დელ ოროს”, რაც ესპანურიდან ქართულად ითარგმნება, როგორც ოქროს ბიჭი, ბევრი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს, თუმცა ვარსკვლავების ასეთი დახარისხება რასაკვირველია ძალიან პირობითია. ინგლისური ფეხბურთისა და ჟურნალისტიკის ლეგენდამ გარი ლინეკერმა არგენტინელთან დაკავშირებით ერთი ისტორია გაიხსენა.
„ერთხელ დიეგომ მატჩის წინ წარმოუდგენელი რაღაც გააკეთა. ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული რამ, რაც ცხოვრებაში მინახავს. ის ცენტრამდე დრიბლინგით მოვიდა, სადაც გაჩერდა და შემდეგ „ბახ”, ბურთს ფეხი ამოჰკრა და რაც შეიძლებოდა მაღლა ააგდო. როდესაც ბურთი ჩამოვარდა, მან ისევ ამოსცხო და როგორ ფიქრობთ, რამდენჯერ გაიმეორა ეს? ცამეტჯერ! დიახ, ზედიზედ ცამეტჯერ. მახსოვს, ყველანი ენაჩაგდებულები ვუყურებდით. როდესაც ბურთი ყველაზე შორს ჩამოვარდა, მას მხოლოდ სამი(!) ნაბიჯის გადადგმა მოუხდა.
მეორე დღეს ვარჯიშზე ყველამ ვცადეთ იმავეს გამეორება. ჩვენს შორის საუკეთესომ ამის გაკეთება სამჯერ შეძლო, მაგრამ მესამე ჯერზე ბურთის დასაწევად კარგა შორს მოუხდა გაქცევა. ცხოვრებაში არ მინახავს სხვა ადამიანი, ბურთთან ასეთი შინაურული ურთიერთობა რომ ჰქონოდა”, — თქვა ლინეკერმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/07/2026 | 07:35163 მილიონი ბარკოლასთვის
მთავარი ამბავი28/07/2026 | 07:10ფეხბურთის ახალ წესს პრემიერლიგა დატესტავს
აქეთურ-იქითური27/07/2026 | 08:27არსენალს ვინისიუსი მონდომებია
მთავარი ამბავი27/07/2026 | 07:13რატომ თქვა პსჟ-მ დიომანდეს ყიდვაზე უარი?
