ხვიჩა კვარაცხელია სერია A- ს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს – ინფორმაცია სერია A- ს ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
ხვიჩამ პირველივე სეზონში დიდ წარმატებას მიაღწია, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და „ნაპოლის“ ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშა.
საქართველოს ნაკრების 22 წლის თავდამსხმელი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ტოპ-5 ლიგაში წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
საუკეთესო ფეხბურთელის გარდა სერია A-მ საუკეთესოები ამპლუების მიხედვითაც დაასახელა.
საუკეთესო მწვრთნელი
ლუჩანო სპალეტი (ნაპოლი)
საუკეთესო 23-წლამდელი მოთამაშე
ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი)
საუკეთესო მეკარე
ივან პროვედელი (ლაციო)
საუკეთესო მცველი
კი მინ-ჯე (ნაპოლი)
საუკეთესო ნახევარმცველი
ნიკოლო ბარელა (ინტერი)
საუკეთესო თავდამსხმელი
ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი)
საუკეთესო მოთამაშე
ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი30/06/2026 | 22:55ბოლქვაძემ პირველი გაიარა
სიახლეები29/06/2026 | 15:20ლატვიასთან ლიდერების გარეშე
მთავარი ამბავი25/06/2026 | 22:58ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითადშია
სიახლეები25/06/2026 | 01:10უიმბლდონზე ბოლქვაძე დაგვრჩა
