გუშინ, „ნაპოლის” ფეხბურთელებმა, მწვრთნელმა, პრეზიდენტმა და კლუბის თანამშრომლებმა დიეგო მარადონას ყოფილი აგენტისა და მეგობრისგან სტეფანო ჩეჩისგან საჩუქარი მიიღეს — ლეგენდარული არგენტინელის ოქროში ჩამოსხმული ტერფი. ჩეჩი „აძურის” მთელს კოლექტივს გასულ ზაფხულს დაჰპირდა, რომ თუ ისინი ჩემპიონები გახდებოდნენ, ამ საჩუქარს მიართმევდა.
„დიდი მადლობა სტეფანო ჩეჩის, რომელიც განუმეორებელ ადამიანს ეთაყვანებოდა, იგი ხშირად სტუმრობდა მას და მის მიერ მორთმეული ეს საჩუქარი განსაკუთრებულ სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს. მე ბედნიერი ვარ, ასეთი ძღვენი მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა რომ მიიღეს”, — თქვა კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა.
საჩუქრების გადაცემის ცერემონიალი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე კასტელ ვოლტურნოში გაიმართა, სადაც საყოველთაო ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ მეპატრონე და მწვრთნელი ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებულ გულთბილ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ. მოგეხსენებათ, ლუჩანო სპალეტი მოუხედავად იმისა, რომ გუნდი ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა, გუნდიდან მიდის. მათ ერთმანეთს ხელიც კი გადახვიეს. ამას Kiss Kiss Napoli-მ გასაკვირი ჟესტი უწოდა.
და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომლის შესახებაც დე ლაურენტისმა ამ შეხვედრის დროს ილაპარაკა. მან ჟურნალისტებს მიმართა:
„ჩვენ „ნაპოლის” არდადეგების პერიოდი უნდა დავგეგმოთ. ყოველ ათ დღეში ერთხელ თქვენ დამირეკეთ და მე გეტყვით რა ხდება სატრანსფერო ბაზარზე. ამით თავიდან ავირიდებთ იმ მდგომარეობას, როდესაც ზოგი ჟურნალისტი სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე. თქვენ მე დამიკავშირდით 14-ში, 28-ში კი ამერიკიდან ჩაგერთვებით”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/10/2026 | 08:49უნგრეთს გაუმართლა
მთავარი ამბავი06/10/2026 | 07:50ფრე ჩრდილოირლანდიური გადმოსახედიდან
აქეთურ-იქითური05/10/2026 | 12:21ირლანდია vs ისრაელი: ფურთხება სერბეთში
სიახლეები05/10/2026 | 08:21ბელფასტ ტელეგრაფი: სვანაძეს ჯერ კიდევ იმედი აქვს
