ერთი-ორი ეპიზოდი თამაშის დასაწყისში და „მილანი” სერიოზული პრობლემის წინაშეა. „ლა გაძეტა დელო სპორტის” სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, „შავ-წითლების” მწვრთნელი სტეფანო პიოლი შინ ორი ჰუკის შედეგად მიღებული ნოკდაუნით დაბრუნდა. ასეთი მარცხი განსაკუთრებით მძიმე იყო რამდენიმე ჩინებული თამაშის შემდეგ, რომელთაგან გაზეთი „ლაციოსთან” 2:0 გამარჯვებას გამოარჩევს. შეხვედრის დასაწყისშივე დაშავებული ალჟირის ნაკრების წევრის, საფრანგეთში დაბადებულ-აღზრდილი ისმაელ ბენასერისა და იმთავითვე ტრიბუნაზე...
ტატო ყველაფერს ანგრევს
ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!!! 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა დოჰაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ტიტული შეინარჩუნა. ეს შეჯიბრების მეოთხე დღე იყო და ჩვენების პირველი ოქრო. პირველობისკენ მიმავალ გზას ჩვენებური მაროკოელი აშრაფ მუტის დაიპონებით შეუყვა, შემდეგ ტაჯიკ შოდმონ რიზოევს აჯობა, მეოთხედფინალში ავსტრიელთა სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილს დამატებით დროში ვაზარით მოუგო, ნახევარფინალი ფანტასტიკურად იჭიდავა და კორეელი...
ხელბურთის ნაკრების მეტოქეები გაირკვნენ
გერმანიულ დიუსელდორფში ხელბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა, რომელმაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოავლინა. 2024 წლის 10-28 იანვარს გერმანიაში გასამართ სადებიუტო ევროპიც ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში შვედეთთან, ნიდერლანდებსა და ბოსნიის ნაკრებთან ერთად ითამაშებს. A ჯგუფი: საფრანგეთი, გერმანია, ჩრ. მაკედონია, შვეიცარია B ჯგუფი: ესპანეთი, ავსტრია, ხორვატია, რუმინეთი C ჯგუფი: ისლანდია, უნგრეთი, სერბეთი, მონტენეგრო D ჯგუფი:...
რა სიკეთეს მოიტანს კიმის წასვლა?
თუ კიმი „ნაპოლიდან” წავა, ეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის ტოლფასი იქნება. განვმარტოთ: თუ იტალიის ჩემპიონატის დიდი აღმოჩენა და საუკეთესო მცველი სადმე გადავა, ეს სავარაუდოდ ან „მანჩესტერ სიტი” იქნება ან „მანჩესტერ იუნაიტედი” — კლუბი, რომელიც ტრანსფერის ფულს ივლისის პირველ ნახევარში გადაიხდის. სხვა მხრივ დე ლაურენტისი მას არ გაყიდის. მაგრამ, თუკი ასეთი ტრანსფერი შედგება, „ნაპოლის” სალარო 55 მილიონი...
ანჩელოტი: Forza Milan!
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში, მადრიდში, „რეალმა” და „მანჩესტერ სიტიმ” 1:1 ითამაშეს. მატჩის შემდეგ მადრიდელთა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თქვა: „თამაშის მიხედვით ამ შედეგს არ ვიმსახურებდით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია საპასუხო შეხვედრაშიც ასეთი ფეხბურთი ვაჩვენოთ. თუ მანჩესტერშიც ასე ვითამაშებთ, სახიფათო მომენტები აუცილებლად გვექნება. ფინალში გასვლის შანსი ორმოცდაათი ორმოცდაათზეა. მეტოქეს შინ თამაშის უპირატესობა აქვს, ჩვენ კი სტუმრად გამარჯვება...
უმედლოდ
დოჰაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს ტატამზე ორი ქართველი გავიდა და ისევ უმედლოდ დავრჩით. პირველივე წრეში დამარცხდა ლაშა შავდათუაშვილი (73). ჩვენებურს მეტოქედ იაპონელი სოიჩი ჰაშიმიტო ერგო. აზიელმა სპორტსმენმა შავდათუაშვილს ვაზარი აართვა და შემდეგ თავი კარგად დაიცვა. ეთერ ლიპარტელიანმა (57) პირველივე დაპირისპირებაში ჩინელი ქი ცაის ვაზარით კი დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში ფრანგ სარა ლეონ სისიკთან...
ლოკომოტივში ახლები მივიდნენ…
სამწვრთნელო ცვლილება მოხდა ეროვნულ ლიგა 2-ში მოთამაშე თბილისი „ლოკომოტივშიც“. მწვრთნელის თანამდებობა დატოვა გიორგი მინაშვილმა, მის ნაცვლად დედაქალაქურ კლუბს სათავეში რევაზ გოცირიძე ჩაუდგება. გოცირიძის ასისტენტებად ზურაბ მენთეშაშვილი, დავით ხიტირი და დაჩი ფოფხაძე იმუშავებენ, ხოლო მეკარეების მწვრთნელი ჯაბა სამსონია იქნება. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში ცხრილში 11 ტურის შემდეგ „ლოკომოტივი“ ბოლო, მე-10 ადგილზეა.
ბელგიელი ფანები ზღვარს გადავიდნენ
„ანტვერპენის” მცველმა ტობი ალდერვეირელდმა „გენკთან” შეხვედრაში პენალტი გაიტანა და თავის გუნდს 2:1 მოაგებინა. შედეგად, ბელგიის იუპერლიგაში, ჩემპიონობისთვის მებრძოლ ჯგუფში, 2 ტურის შემდეგ სწორედ „ანტვერპენი” გალიდერდა. მას თითო ქულით ჩამორჩებიან „გენკი” და „როიალ უნიონი”, ხოლო „ბრიუგეს” დიდი იმედი აღარ უნდა ჰქონდეს — ის ლიდერს 12 ქულით ჩამორჩება. „ტოტენჰემ ჰოთსფურის” ყოფილ მოთამაშეს, ალდერვეირელდს, გოლითა და გამარჯვებით გამოწვეული...
ჩელსიმ ნაპოლის პულიშიჩი შესთავაზა
ჟურნალისტმა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა ჩირო ვენერატომ Rai Tg Sport-ს „ნაპოლის” გეგმების შესახებ უთხრა ორიოდ სიტყვა. მისი ნათქვამი ინგლისურმა „დეილი მეილმაც” დაადასტურა. ვენერატომ თქვა, რომ „ჩელსიმ” შუამავლების მეშვეობით „ნაპოლის” ფლანგის მოთამაშე, 24 წლის ამერიკელი კრისტიან პულიშიჩი შესთავაზა. ჟურნალისტის ცნობით, „აძურის” ბანაკში პულიშიჩი ძალიან მოსწონთ, მაგრამ არის ორი საკითხი, რომელიც დაფიქრებას მოითხოვს. პირველი გახლავთ ის, რომ...
ჯუნტოლი და ნაპოლი მთავრდება…
„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის ინიციატორი იყო, კლუბს ტოვებს. „ჯუნტოლის მიაჩნია, რომ „ნაპოლიში“ საკუთარი მისია შეასრულა და ეს ეტაპი მის კარიერაში დასრულდა, განსაკუთრებით სკუდეტოს მოგების შემდეგ. სწორედ ამ ფაქტორმა აიძულა, რომ წასვლაზე ეფიქრა. ჯუნტოლიმ აურელიო დე ლაურენტისის კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე (2024 წლის ივნისში მთავრდება) სთხოვა გათავისუფლება, რაზეც „ნაპოლის“...









