„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის ინიციატორი იყო, კლუბს ტოვებს.
„ჯუნტოლის მიაჩნია, რომ „ნაპოლიში“ საკუთარი მისია შეასრულა და ეს ეტაპი მის კარიერაში დასრულდა, განსაკუთრებით სკუდეტოს მოგების შემდეგ. სწორედ ამ ფაქტორმა აიძულა, რომ წასვლაზე ეფიქრა.
ჯუნტოლიმ აურელიო დე ლაურენტისის კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე (2024 წლის ივნისში მთავრდება) სთხოვა გათავისუფლება, რაზეც „ნაპოლის“ პრეზიდენტისგან საბოლოოდ, თანხმობა მიიღო – აურელიო დე ლაურენტისი მზად არის, სპორტულ დირექტორს დაემშვიდობოს, პრეზიდენტი და მენეჯერი კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ.
დე ლაურენტისს ჯუნტოლის შემცვლელიც შერჩეული ჰყავს – „ნაპოლიში“ ამ თანამდებობაზე, შესაძლოა, „ემპოლიდან“ პიეტრო აკარდი მივიდეს“.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
