„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის ინიციატორი იყო, კლუბს ტოვებს. „ჯუნტოლის მიაჩნია, რომ „ნაპოლიში“ საკუთარი მისია შეასრულა და ეს ეტაპი მის კარიერაში დასრულდა, განსაკუთრებით სკუდეტოს მოგების შემდეგ. სწორედ ამ ფაქტორმა აიძულა, რომ წასვლაზე ეფიქრა. ჯუნტოლიმ აურელიო დე ლაურენტისის კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე (2024 წლის ივნისში მთავრდება) სთხოვა გათავისუფლება, რაზეც „ნაპოლის“ [...]
