რალის ჩემპიონმა ფაბიო ჯანფიკომ თავის პოლონელ მეგობარს, „ნაპოლის” ნახევარმცველსა და სკუდეტოს მფლობელ პიოტრ ჟელინსკის „ფიატი 500″ აჩუქა. ლურჯ ავტომობილს ბამპერზე ფეხბურთელის გვარი აწერია. მანქანაზე დატანილია ჟელინსკის ნომერიც. თავიდან მანქანა არკო ფელიჩეში, ჯაფინკოს სახელოსნოში მიიყვანეს, საიდანაც პოლონელმა ის კასტელ ვოლტურნოში, „ნაპოლის” ბაზაზე მიაგრიალა და თანაგუნდელებს აჩვენა. „აძურის” ფეხბურთელებმა „ფიატი” თავიანთი ხელმოწერებით დაამშვენეს.
ჩვენების ახალი კონტრაქტები… ჩაკვეტაძეს ბელგიაში დაუძახეს…
ბრატისლავის „სლოვანმა“ საქართველოს ნაკრების კაპიტან გურამ კაშიასა და ყოფილ კაპიტან ჯაბა კანკავას კონტრაქტები ერთი წლით გაუხანგრძლივა. „გურამ კაშია და ჯაბა კანკავა მომავალ სეზონშიც ჩვენი ოჯახის წევრები იქნებიან. ისინი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, რის გამოც ქომაგმა ძალიან შეიყვარა. ბედნიერი ვარ მათთან დადებული ახალი ხელშეკრულებებით“, – განაცხადა კლუბის დირექტორმა. „სლოვანის“ მესამე ქართველის, გიორგი ჩაკვეტაძის ბედი კი ჯერ...
ბონო: მე არასდროს გავხდები იუვენტუსის ფანი
ნეაპოლში ცნობილი ირლანდიელი მუსიკოსი, U2-ს ვოკალისტი ბონო ჩავიდა. ის ყოფილი მსაჯისა და ამჯერად რესტორატორის მიქელე ჯულიანოს რესტორან Mimì alla Ferrovia-ს ეწვია. 10 მაისს ბონოს დაბადების დღე იყო. 63 წლის გახდა. „გუშინ მე ბონოს ვუმასპინძლე, — მოყვა ჯულიანომ, — ის ნეაპოლური სულით გაიჟღინთა. ნეაპოლურად იმღერა კიდეც. ჩვენ სხვა დიდი ვარსკვლავისთვის, სტინგისთვისაც გაგვიწევია მასპინძლობა, მაგრამ ბონო შეუდარებელი...
ნეაპოლელებს მონცაში არ უშვებენ
„ნაპოლის” ფანებს მონცაში ზეიმის შესაძლებლობას არ აძლევენ. ეს ცნობა პირველმა „კორიერე დელო სპორტმა” გაავრცელა. რომაულმა გაზეთმა დაწერა, რომ ნეაპოლელ გულშემატკივარს კვირას, საქართველოს დროით 17 საათზე, მონცაში სერია A-ს თამაშზე დასწრება აეკრძალა. მიზეზი: გზად, ავტომაგისტრალებზე სახიფათო გადაკვეთებია სადაც შეიძლება ნეაპოლელები უდინელ გულშემატკივრებს გადაეყარონ და დიდი შეხლა-შემოხლა მოხდეს. „უდინეზე” იმავე დღეს, იმავე საათზე ფლორენციაში „ფიორენტინასთან” თამაშობს. შარა-გზაზე...
ბულგარელის პრიზი სპალეტის
იტალიაში ჯილდოების ცვენა დაიწყო: „ნაპოლის” თავკაც ლუჩანო სპალეტის, როგორც კაცთა სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელს, ბოლონიელი ვარსკვლავის, ლეგენდარული ნახევარმცველის ჯაკომო ბულგარელის (1940-2009) სახელობის ჯილდოს გადასცემენ. დაჯილდოება ბოლონიაში 15 მაისს გაიმართება. კამპანიელთა მთავარი გუნდის ტოსკანელი მწვრთნელის გარდა ემილია-რომანიას დედაქალაქში ჯილდოები გადაეცემათ „სასუოლოს” 23 წლის ნახევარმცველ დავიდე ფრატეზის, 32 წლის ნახევარმცველ ალიჩე პარიზის, რომელიც „ფიორენტინაში” თამაშობს და ქალთა...
კიმი უხერხულ მდგომარეობაში ვარდება
„სკუდეტოს მოგება ძნელია, მაგრამ ბოლოს ხვდები, რომ ღირდა იმ შრომად, რომელიც მისთვის გასწიე”, — თქვა იტალიის ჩემპიონის, „ნაპოლის” კორეელმა მცველმა კიმმა და განაგრძო: „ნეტავ ოდესმე, ცხოვრებაში, კიდევ თუ ვნახავ ზეიმის ასეთ სცენებს? სკუდეტოს მოგება ჩემთვის სრულიად ახალი გამოცდილება გახლდათ. ყველაფერი, რაც გარშემო ხდებოდა ახალი იყო. რაღაც სერიოზული რომ მოვიგე მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, როდესაც მოედანზე შემოვარდნილი...
ქართული ფინალი მაისურაძემ წაიღო
ძალიან მაგარი შეგძნებაა, როდესაც ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ იცი, რომ ჩემპიონი აუცილებლად ქართველი გახდება… ასე მოხდა დოჰაში, სადაც დღეს საჭიდაოდ 90 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გავიდნენ და ფინალი ქართული გამოდგა –ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე. საინტერსო და დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში, მაისურაძემ ლამაზი ილეთით მოიგო. ოქროსკენ მიმავალ გზაზე მაისურაძემ უნგრელი როლანდ გოზი, თურქეთის წარმომადგენელი...
გასამდა!
საფრანგეთის ლიგა 2-მა ბოლო ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც ზედიზედ მესამედ ორივე ქართველი ფეხბურთელი მოხვდა „მეცის“ თვდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე და „ბორდოს“ შემტევი ზურიკო დაითაშვილი. 34-ე ტურში გიორგი მიქაუტაძემ „ნიორთან“ გასვლით მატჩში დუბლი შეასრულა და „მეცის“ მოგება განაპირობა, ხოლო ზურიკო დავითაშვილის ერთადერთი გოლით „ბორდომ“ შინ „კაენი“ 1:0 დაამარცხა.
სამგურალი მიჯრით – 7
მე-13 ტურში ერთი საინტერესო ამბავი მოხდა: დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სატურნირო ცხრილს სათავეში „სამგურალი“ ჩაუდგა… საქმე ის არის, რომ წყალტუბოელებმა „დინამოს“ მოუგეს (2:1) და ეს მატჩი ნახევარი საათით ადრე დაიწყო, ვიდრე სამტრედიაში, სადაც „ბათუმმაც“ ამავე ანგარიშით იმარჯვა მასპინძლებთან, მაგრამ ცოტა მოგვიანებით. ახლა „ბათუმს“ და „სამგურალს“ 28-28 ქულა მოუგროვდათ და ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით ლიდერები ისევ...
სიმონე ინძაგი ამაყობს
„ინტერმა” ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო — ოთხი სერია A-ში, ერთი იტალიის თასსა და ერთიც ჩემპიონთა ლიგაში. თან, ჩემპიონთა ლიგის წუხანდელი მატჩი „მილანთან” (2:0) „ნერაძურის” ფორმალურად სტუმრად ჰქონდა. მატჩის შემდეგ, „ინტერის” მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ სიხარული არ დამალა: „ვამაყობ იმ ფეხბურთით, რომელიც ჩემმა გუნდმა აჩვენა. პირველ ტაიმში განსაკუთრებით კარგად ვითამაშეთ. გული მწყდება, კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეგვეძლო....









