„ნაპოლის” ფანებს მონცაში ზეიმის შესაძლებლობას არ აძლევენ. ეს ცნობა პირველმა „კორიერე დელო სპორტმა” გაავრცელა. რომაულმა გაზეთმა დაწერა, რომ ნეაპოლელ გულშემატკივარს კვირას, საქართველოს დროით 17 საათზე, მონცაში სერია A-ს თამაშზე დასწრება აეკრძალა. მიზეზი: გზად, ავტომაგისტრალებზე სახიფათო გადაკვეთებია სადაც შეიძლება ნეაპოლელები უდინელ გულშემატკივრებს გადაეყარონ და დიდი შეხლა-შემოხლა მოხდეს. „უდინეზე” იმავე დღეს, იმავე საათზე ფლორენციაში „ფიორენტინასთან” თამაშობს.
შარა-გზაზე მასობრივი ჩხუბის შემთხვევები იტალიაში ბევრჯერ მომხდარა.
გამოდის, რომ მონცას სტადიონზე სტუმართათვის გამოყოფილი 3000 ადგილი არ შეივსება, ხოლო ბილეთების მფლობელებს თანხა დაუბრუნდებათ.
მოსალოდნელია, რომ „აძურის” გულშემატკივრები „სტადიო ბრიანტეოს” სხვა ტრიბუნებზე მაინც მრავლად ისხდებიან. ამ ვარაუდის საბაბს გვაძლევს ის, რომ ბოლო დღეებში „მონცასა” და „ნაპოლის” თამაშზე ბილეთები სრულად გაიყიდა.
შეგახსენებთ, რომ მეტოქეთა პირველი შეხვედრა „მარადონაზე” ნეაპოლელების გამარჯვებით დასრულდა — 4:0. ორი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/10/2026 | 12:21ირლანდია vs ისრაელი: ფურთხება სერბეთში
სიახლეები05/10/2026 | 08:21ბელფასტ ტელეგრაფი: სვანაძეს ჯერ კიდევ იმედი აქვს
ინტერვიუ05/10/2026 | 06:45ილია ბერიაშვილი: როდესაც შენი ქვეყანა გიყურებს ეს უკვე ფეხბურთზე მეტია
აქეთურ-იქითური04/10/2026 | 08:47ესპანეთის ნაკრებს ფაბიან რუისიც გამოაკლდა
