ხელბურთის ნაკრების მეტოქეები გაირკვნენ

Home სიახლეები ხელბურთის ნაკრების მეტოქეები გაირკვნენ
ხელბურთის ნაკრების მეტოქეები გაირკვნენ

No description available.გერმანიულ დიუსელდორფში ხელბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა, რომელმაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოავლინა. 2024 წლის 10-28 იანვარს გერმანიაში გასამართ სადებიუტო ევროპიც ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში შვედეთთან, ნიდერლანდებსა და ბოსნიის ნაკრებთან ერთად ითამაშებს.

A ჯგუფი: საფრანგეთი, გერმანია, ჩრ. მაკედონია, შვეიცარია

B ჯგუფი: ესპანეთი, ავსტრია, ხორვატია, რუმინეთი

C ჯგუფი: ისლანდია, უნგრეთი, სერბეთი, მონტენეგრო

D ჯგუფი: ნორვეგია, სლოვენია, პოლონეთი, ფარერები

E ჯგუფი: შვედეთი, ნიდერლანდები, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო

F ჯგუფი: დანია, პორტუგალია, ჩეხეთი, საბერძნეთი