წელი: 2022

Home 2022
რაბიო და უპამეკანო იზოლაციაში
ჩანაწერი

რაბიო და უპამეკანო იზოლაციაში

ნახევარმცველი ადრიენ რაბიო და მცველი დაიო უპამეკანო, გრიპის სიმპტომების გამო საფრანგეთის ნაკრებიდან იზოლაციაში გაუშვეს. საქმე ის არის, რომ ამათ ძლიერი ხველა, ყელის ტკივილი და დაღლილობის შეგრძნება შეენიშნებოდათ. ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა სხვა ფეხბურთელების დასაცავად გადაწყვიტა ისინი იზოლაციაში მოეთავსებინა. ითქვა, რომ ასეთი დაავადების მიზეზი შეიძლება ყატარული კლიმატი იყოს. მაღალი ტემპერატურის გამო ქუჩებში და შენობებში კონდიციონერები მუშაობს,...

პელეს შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა
ჩანაწერი

პელეს შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინელმა ხულიან ალვარესმა, ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ (3:0) დუბლი გააკეთა. იმ დროისათვის ის 22 წლის და 316 დღის იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ პელეს შემდეგ (17 წლის 249 დღის), „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი მონდიალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც ტურნირის ნახევარფინალში ან ფინალში დუბლი შეუსრულებია. ალვარესს „ალბისელესტეს“ რიგებში დებიუტი 2021 წლის...

რივალდოს სისხლი უნდა
ჩანაწერი

რივალდოს სისხლი უნდა

ტიტეს წასვლის შემდეგ ბრაზილიის ნაკრების თავკაცის პოსტი ვაკანტურია. მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონების თავკაცის პოსტზე კარლო ანჩელოტისა და პეპ გვარდიოლას გვარებმა კი გაიჟღერა, მაგრამ გადაჭრით არაფერი თქმულა. ამასთან, ბრაზილიის ნაკრებში უცხო ტომელის ხილვა არც თავად ბრაზილელებს სურთ. პირველი ამის წინააღმდეგ რივალდო წავიდა. „სხვა ქვეყნის მოქალაქის წინააღმდეგი ვარ. ეს ბრაზილიელელი მწვრთნელების უპატივცემულობაა. გვყავს ჩვენ ისეთი სპეციალისტები, ვისაც შეუძლიათ...

წერტილის აქ დასმა საუკეთესო გადაწყვეტილებაა
ჩანაწერი

წერტილის აქ დასმა საუკეთესო გადაწყვეტილებაა

მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე რიტუალად დამკვიდრდა, ყოველი თამაშის შემდეგ ლეო მესი არგენტინულ „ოლეს” აძლევს ინტერვიუს. ასე იყო საუდის არაბეთთან წაგებული პირველი შეხვედრის შემდეგ და ასე მოხდა მას მოყოლებული ხუთი მოგებული მატჩის მერეც. ხორვატიასთან თამაშის შემდეგ მსოფლიოს შვიდგზის საუკეთესო ფეხბურთელი ბედნიერი იყო რადგან არგენტინის ნაკრები ისტორიაში მეექვსედ გავიდა მუნიალის ფინალში — მის კარიერაში მეორედ. ლეო 35 წლისაა....

კამათი პენალტის გამო
ჩანაწერი

კამათი პენალტის გამო

არგენტინამ ხორვატიას 3:0 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა. არგენტინელებმა ანგარიში პენალტით გახსნეს. იტალიელმა მსაჯმა დანიელე ორსატომ ზაგრების „დინამოს” მეკარის დომინიკ ლივაკოვიჩისა და „მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელის ხულიან ალვარესის შეჯახება წესის დარღვევად შეაფასა, ლეო მესიმ კი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ზუსტად დაარტყა. მიმდინარე მუნდიალზე ეს გახლდათ მეოთხე პენალტი, რომელიც „ალბისელესეტეს” სასარგებლოდ დაინიშნა. მესიმ მათგან სამი გაიტანა. ინგლისელმა მიმომხილველებმა,...

ხვიჩაზე ზლატანიც საუბრობს…
ჩანაწერი

ხვიჩაზე ზლატანიც საუბრობს…

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ინტერვიუ მისცა La Gazetta dello Sport-ს და ბევრ საინტერესო საკითხთან ერთად ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლიც“ ახსენა: „ნაპოლი“ წლეულს ძლიერი გუნდია და ჩემპიონობისთვის იბრძვის. მის შემადგენლობაში ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა მათგან ხვიჩა კვარაცხელიას გამოვარჩევ – მან ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“. სკუდეტოს მოგების ფავორიტებს შორის ზალტანმა რამდენიმე გუნდი გამოარჩია: „იუვენტუსი“ ბრუნდება ფორმაში და...

ჰიბა უჰიჯაბოდ
ჩანაწერი

ჰიბა უჰიჯაბოდ

ბოლო დღეებში ჰიბა აბუკმა, მაროკოს ნაკრების ლიდერის, აშრაფ ჰაქიმის მომხიბლავმა მეუღლემ, საზოგადოების ყურადღება მიიქცია. სოციალურ ქსელებში ბევრს კამათობენ მისი ჩაცმულობის შესახებ. მაგალითად ქალთა აქტივისტმა ტასლიმა ნასრინმა ჰიბა გაკიცხა, რადგან ის მუსლიმანია და არ აცვია ჰიჯაბი, ბურქა და ფარანჯა. წყვილის ფოტოები კი ძალიან მოთხოვნადი გახდა მაროკოელ გულშემატკივრებს შორის. მოგეხსენებათ, ჰაქიმი მაროკოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში...

ჟოზეს სამშობლო უხმობს…
ჩანაწერი

ჟოზეს სამშობლო უხმობს…

„რომას“ მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, შესაძლოა, პორტუგალიის ნაკრები ჩაიბაროს. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიის მთავარ მწვრთნელ ფერნანდუ სანტუშს თანამდებობდა ოფიციალურად არ დაუტოვებია, როგორც ჩანს, პორტუგალიაში მის შემცვლელეს ეძებენ და ამ პოსტზე „განსაკუთრებულის“ კანდიდატურასაც განიხილავენ. იტალიური მედიის ცნობით, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მოურინიოს უკვე დაუკავშირდნენ და შესთავაზეს „რომას“ მწვრთნელობასთან ერთად, ნაკრების დამრგიებლის პოსტიც შეითავსოს. შეგახსენებთ, რომ ფერნანდუ სანტუშის...

დაისაჯა მარტო ფედერაცია
ჩანაწერი

დაისაჯა მარტო ფედერაცია

არგენტინელები ემილიანო მარტინესი და ლეო მესი სანქციებს გადაურჩნენ. ისინი დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ  ითამაშებენ. მეოთხედფინალში ჰოლანდიის ნაკრებთან პენალტებით გამარჯვების შემდეგ, არგენტინის ეროვნული გუნდის მეკარემ და კაპიტანმა მატჩისშემდგომ კომენტარებში მსაჯის, ესპანელი მატეუ ლაოსის წინააღმდეგ აგრესიულად ილაპარაკეს, რის გამოც ფიფა მათ დასჯაზე მსჯელობდა. არგენტინელმა ფეხბურთელებმა თქვეს, რომ მათ ნიდერლანდებთან შეხვედრაში მსაჯობის ეშინოდათ, რადგან მატეუ...

რას უპირებს დე ლაურენტისი ნაპოლის?
ჩანაწერი

რას უპირებს დე ლაურენტისი ნაპოლის?

„ლა რეპუბლიკას” ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ გამოაქვეყნა წერილი, სადაც „ნაპოლის” მფლობელის აურელიო დე ლაურენტისის საქმეებიც მიმოიხილა. გთავაზობთ ამონარიდს: „აურელიო დე ლაურენტისის დუმილი რაღაც მნიშვნელოვანის მომასწავებელია. ამ ეტაპზე ის აშკარად ფიქრობს. როგორც ჩანს, მას „ნაპოლის” გაყიდვა არ უნდა. თუ აუცილებელი გახდა „ბარის” გაყიდის. სრულიად შესაძლებელია, დე ლაურენტისმა ხელშეკრულებები გააფორმოს ფინანსურ ჯგუფებთან, რომელთაც კალიფორნიაში შეხვდა. შესაძლოა მათთან ერთობლივმა...