ზერელედ აზროვნებს ყველა, ვინც ფიქრობს, რომ მედია ფეხბურთის ჩემპიონატის ან ზოგადად ცხოვრებისეული პროცესების მსვლელობაზე გავლენას არ ახდენს. სასამართლო გარჩევებზე ხშირად მოქმედებს ის, თუ რას ამბობენ ტელევიზიაში, სისხლის სამართლის საქმეთა ვექილები სტრატეგიის შემუშავებისას პრესა-ტელევიზიის ფაქტორს ითვალისწინებენ და სიტყვებს დიდი სიფრთხილით არჩევენ. მათ კარგად იციან, რომ კარგია ეს თუ არა, საზოგადოებრივმა აზრმა საბოლოო გადაწყვეტილებაზე შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს....
წელი: 2022
ევროქართველები და ჯალაღონიას სიმბოლური
გასული კვირის მიწურულს ევროპულ რაგბში ორი ეპიცენტრი იყო – ევროთასები და საფრანგეთის პრო დ2. ევროთასები როგორც იქნა, ევროპაში სტარტი კონტინენტურმა საკლუბო ტურნირებმაც აიღო. ფრანგული კლუბები – „ლა როშელი“ და „ლიონი“, შესაბამისად ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ კაპის მფლიობელები არიან და საღინაძე-ნინიაშვილის კლუბი სწორედ ამ წარმატების შედეგად მონაწილეობს მთავარი საკლუბო ტურნირის გათამაშებაში. უნდა ითქვას, რომ არცერთ ხსენებულ...
უკეთესი გუნდი გავარდა
ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთთან მარცხის შემდეგ (1:2), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა. „ეს ტკივილი დიდ ხანს არ გაყუჩდება. იმ საღამოს უკეთესი გუნდი დაემშვიდობა ტურნირს. თუმცა ფეხბურთში ასე ხდება ხოლმე. მიუხედავად ყველაფრისა, ვამაყობ ჩემი პარტნიორების შემართებით და იმ შედეგებით, რომლებიც მონდიაზე ვაჩვენეთ,“ – თქვა ბელინგემმა. ნახევარფინალში მოქმედი ჩემპიონები, ფრანგები, 14 დეკემბერს ელ-ბაითში...
ბაიერნი და ინტერი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში
18 დეკემბერს ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი გაიმართება და ეს პირდაპირ ეხება… „ინტერსა” და „ბაიერნს”. საქმე ის არის, რომ „ნერაძური” და „რეკორდმაისტერი” ბოლო 40 წელიწადია მსოფლიო რეკორდს ფლობენ: ესპანეთში ჩატარებული 1982 წლის მუნდიალიდან მოყოლებული ამ ორი გუნდის წარმომადგენლები აუცილებლად მონაწილეობდნენ ფინალში. წლეულს ამ ორი კლუბის წარმომადგენლებიდან ფინალში შეიძლება ითამაშონ: ლაუტარო მარტინესმა (არგენტინა), მარსელო ბროზოვიჩმა (ხორვატია), იოსიპ...
ნეიმარმა ბიჭები გაამხნევა
მთელი ბრაზილია განიცდის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალიდან გამოთიშვას, ნეიმარმა კი გლოვის პერიოდი უკვე გაიარა და როგორც ნამდვილი ლიდერი ცდილობს თანაგუნდელებს მხარში დაუდგეს. თანამედროვე ბრაზილიური ფეხბურთის ყველაზე დიდმა ვარსკვლავმა გამამხნევებელი მესიჯები მისწერა ხორვატიასთან შეხვედრის ბოლოს, პენალტების სერიაში ხელმოცარულ ამხანაგებს ტიაგო სილვას, როდრიგოსა და მარკინიოსს. „მე გადავწყვიტე მათი ნებართვის გარეშე გავასაჯაროო ჩვენი მიმოწერა, რათა ხალხმა დაინახოს რამდენად გვინდოდა...
ლიუს ენრიკე და ატლეტიკო
მადრიდის „ატლეტიკომ” შესაძლოა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გადამდგარ ლუის ენრიკეს შესთავაზოს სამსახური. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ 2023 წელს ესპანეთის დედაქალაქის კლუბს არგენტინელი მწვრთნელი დიეგო სიმეონე დატოვებს. მოგეხსენებათ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლუის ენრიკესთან კონტრაქტი მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში მაროკოსთან წაგების შემდეგ შეწყვიტა. „ბარსელონას” ყოფილი თავკაცი ახლა ფეხბურთისგან დასვენებას აპირებს და ამბობს, რომ საქმეს ზაფხულიდან დაუბრუნდება. ამასობაში,...
ინგლისელები მსაჯს ადანაშაულებენ
ინგლისის ნაკრებმა საფრანგეთთან 1:2 წააგო და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოემშვიდობა — ნახევარფინალში ფრანგები გავიდნენ. „მანჩესტერ იუნაიტდისა” და ინგლისის ეროვნული გუნდის ყოფილმა ვარსკვლავმა, ტელე-მიმომხილველმა გარი ნევილმა შეხვედრის შემდეგ მსაჯი, ბრაზილიელი ვილტონ სამპაიო გააკრიტიკა. ნევილს სწამს, რომ სამპაიომ თავისი შეცდომებით მატჩის მსვლელობას კვალი დააჩნია. ექსპერტმა ITV-ს ეთერში თქვა: „ყველამ ნახეთ როგორ ითამაშა საფრანგეთის ნაკრებმა დაცვაში. ჩვენ ვიცოდით, რომ...
მილანში მაროკოელი გულშემატკივარი დაჭრეს
მაროკომ მსოფლიოს ჩემპიონატიდან პორტუგალია დაიფრინა (1:0) და გახდა პირველი აფრიკული გუნდი, რომელიც ნახევარფინალში გავიდა. არაბულ გუნდს ყატარში დიდი რაოდენობით გულშემატკივარი ახლავს, რომელმაც ადგილზე თავაწყვეტით იზეიმა, მაგრამ სიხარულის ტალღამ მთელი მსოფლიო მოიცვა. მაროკოელი ემიგრანტები მილანის ქუჩებსაც მოედნენ, სადაც ერთ-ერთი მათგანი დაჭრეს. ეს ტუნისის გამზირზე, ბუენოს აირესის ქუჩის კვეთაზე მოხდა. დაზარალებული კისერში დანით დაჭრეს. პირველი ინფორმაციის თანახმად...
შილაგისთან რევანში არ შედგა
საფრანგეთის ქალაქ ორლეანის GRAND PRIX NUOMA 2022 ფარიკაობაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია. სასიამოვნოა, რომ წლეულს მისი ვერცხლის მედალოსანი ქართველი სანდრო ბაზაძე გახდა. ხმლით მოფარიკავე ქართველი განთესილი იყო და საქმეში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაერთო: სანდრომ ჯერ იტალიელი ჯოვანი რეპეტი 15:10 დაამარცხა, მას სამხრეთ კორეელი ბონგილ გუ 15:11 მიყოლა, ხოლო ნახევარფინალში იტალიელი ლუკა კურატოლე გაანადგურა – 15:6. ფინალში...
ნოიერმა სეზონი დასრულა
გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერმა თხილამურებით სრიალის დროს ფეხი მოიტეხა და მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და ფოტო გაომოაქვეყნა. „მოგესალმებით, რაც შემიძლია ახლა გითხრათ, წლის ბოლო შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო. მძიმე პერიოდის შემდეგ, განტვირთვის მიზნით, თხილამურებზე სრიალის დროს ფეხი მოვიტეხე, ოპერაციამ წარმატებით ჩაირა, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთრა სამედიცინო...









