წელი: 2022

Home 2022
ქველმოქმედი
ჩანაწერი

ქველმოქმედი

ჰაკიმ ზიეშმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის საპრიზო თანხდ 325 ათასი დოლარი მიიღო და სრულად შესწირა ეს თანხა მაროკოში გაჭირვებულ მოსახლეობას – „ჩელსისა“ და ქვეყნის ნაკრების ნახევარმცველის გადაწყვეტილების შესახებ ინსაიდერი ხალედ ბეიდუნი სოციალურ ქსელში წერს. ზიეშის მხრიდან ასეთი ჟესტი პირველი არ არის, ის თავისი შემოსავლის ნაწილს მუდმივად უნაწილებს ეროვნული გუნდის წევრებსა და ღარიბ ოჯახებს. 2015...

მოკლეს!
ჩანაწერი

მოკლეს!

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევაფინალში საფრანგეთის ნაკრებმა მაროკო 2:0 დაამარცხა და 18 დეკემბერს, ფინალში არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის შემდეგ საფრანგეთის ქალაქბში: პარიზში, ნიცასა და მონპელიეში არეულობები მოხდა. ერთმანეთს ფრანგი და ეთნიკურად მაროკოელი გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა მოშუღართა დასაშოშმინებლად. პოლიციამ დაადასტურა, რომ არეულობისას 14 წლის ბიჭი დაიღუპა. მანქანასთან, რომელშიც ფრანგი ფანები ისხდნენ, უცნობები...

ფინალში პოლონური სამართლით…
ჩანაწერი

ფინალში პოლონური სამართლით…

18 დეკემბერს ყატარში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ერთმანეთს არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდენიან. ფიფამ ამ მატჩის არბიტრად პოლონელი შიმონ მარჩინიაკი დანიშნა. 41 წლის მარჩინიაკის ასისტენტები მისივე თანამემამულეები – პაველ სოკოლნიცკი და ტომაშ ლისტკევიჩი იქნებიან. VAR-ის სისტემაზე ასევე პოლონელი ტომაშ კვიატკოვსკი იმუშავებს. მარჩინიაკმა ამ მონდიალზე ორი თამაში უკვე განსაჯა – ჯგუფური ეტაპზე საფრანგეთისა და დანიის, მერვედფინალში...

სანტუში პორტუგალიას დაემშვიდობა
ჩანაწერი

სანტუში პორტუგალიას დაემშვიდობა

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა: „ეროვნული გუნდის მწვრთნელის თანამდებობას სუფთა სინდისით ვტოვებ. ქვეყნის ეროვნულ გუნდში მუშობა ნებისმიერი მწვრთნელისთვის პრივილეგიაა და ბედნიერ ვარ, რომ ეს პატივი მხვდა წილად. მინდა, ყველა ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო, ვისთანაც ვმუშაობდი. გადაწყვეტილებებს ყოველთვის გუნდის ინტერესების გათვალისწინებით ვიღებდი, ამიერიდან კი იმ მილიონობით ქომაგის გვერდით დავდგები, ვინც პორტუგალიის...

პირველი მედლები ბოგოტადან
ჩანაწერი

პირველი მედლები ბოგოტადან

კოლუმბიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედლები ბოლოსწინა დღეს მოიპოვა. 109 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი წარმომადგენელი გვყავდა – გიორგი ჩხეიძე და ზაზა ლომთაძე. ჩხეიძემ ატაცში 170 კილოგრამი დასძლია, რაც მეექვსე შედეგი იყო, მაგრამ ქართველმა ძალოსანმა აკვრაში იყოჩაღა, სადაც 219 კილოგრამს მოერია და როგორც აკვრაში, ისე ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი ირგუნა. ლომთაძე ატაცში 166...

ნაპოლი ემზადება, ჟელინსკი კი ჯერ გრილდება
ჩანაწერი

ნაპოლი ემზადება, ჟელინსკი კი ჯერ გრილდება

ნაპოლიმ ანთალიაში შეკრება დაასრულა და მშობლიურ კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ბაზას დაუბრუნდა. თურქეთში გუნდმა ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ჯერ „ანთალიასფორთან” (3:2) მოიგო, ხოლო შემდეგ „კრისტალ პალასთან” (3:1). ამის მიუხედავად ლუჩანო სპალეტი ჯერ კიდევ ვერ მუშაობს სრულ შემადგენლობასთან — მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატში „აძურის” ხუთი ფეხბურთელი მონაწილეობდა, რომელთაგან ორი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა ნეაპოლში. ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელებიდან მერვედფინალს...

ტოტი: აუცილებლად უნდა შევხვდე სპალეტის და ვკითხო, რა მოხდა მაშინ
ჩანაწერი

ტოტი: აუცილებლად უნდა შევხვდე სპალეტის და ვკითხო, რა მოხდა მაშინ

„მარადონა თავად ფეხბურთია. მესი უძლიერესია, მაგრამ ის მარადონაზე ქვემოთ დგას,” — ამბობს „რომას” ყოფილი კაპიტანი და მსოფლიოს 2006 წლის იტალიელი ჩემპიონი ფრანჩესკო ტოტი, რომელიც დოჰაშია და ყატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს იქიდან ადევნებს თვალს. ის ამბობს: „მშვენიერი ჩემპიონატია. ცოცხლად ყურება მას აშკარად ჰმატებს თავის ეფექტს. ფეხბურთელისთვის კი მუნდიალი ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა. მსოფლიოს ჩემპიონობა დიდი რამ არის....

კროოსი – მესიზე: მან ტიტული დაიმსახურა
ჩანაწერი

კროოსი – მესიზე: მან ტიტული დაიმსახურა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი ამბობს, რომ ლიონელ მესიმ აუცილებლად უნდა მოიგოს ტიტული. ეს მან დაიმსახურა. „თუ პრიორიტეტებს გავითვალისწინებთ, საფრანგეთის ნაკრებში ორი ჩემი რეალელი თანაგუნდელი თამაშობს (კამავინგა და ტჩუამენი) და მათ ვქომაგობ. მაგრამ, თუ სამართლიანები ვიქნებით, ისეთმა დიდებულმა ფეხბურთელმა, როგორიც ლიონელ მესია, უსამართლობაა ერთხელ მაინც არ მოიგოს მსოფლიო ჩემპიონობა. მან ეს დაიმსახურა“. საფრანგეთისა და არგენტინის...

ბონო ესპანურმა პრესამ დაიცვა
ჩანაწერი

ბონო ესპანურმა პრესამ დაიცვა

ესპანურ პრესაში წერენ, რომ „სევილიას” მაროკოელ მეკარეს იასინ ბონოს ურთიერთობაში სასიამოვნო ადამიანის სახელი აქვს, მაგრამ ბოლო დღეებში ის სიცრუის მსხვერპლი გახდა. 31 წლის მეკარემ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, კანადასთან და ისიც ავტოგოლი იყო. მერვედფინალში, ესპანეთის ნაკრებთან მან პენალტების სერიაში ორი დარტყმა მოიგერია, რითაც გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა. მეოთხედფინალში ბონომ პორტუგალიასთან შეინახა კარი...

მბაპემ ფრანგ გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა
ჩანაწერი

მბაპემ ფრანგ გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა

საფრანგეთმა მაროკოს 2:0 მოუგო დ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც 18 დეკემბერს არგენტინას უნდა შეხვდეს. შეხვედრის წინ, ეგრეთწოდებული მოთელვის დროს, „პარი სენ ჟერმინის” ფრანგმა ვარსკვლავმა კილიან მბაპემ ბურთს ფეხი დაარტყა და „ალ ბაით სთედიუმზე” შეკრებილ გულშემატკივართაგან ერთ-ერთს გაარტყა. ფრანგი ქომაგი ნოკდაუნში ჩავარდა. მას მბაპეს დარტყმული სახეში მოხვდა. საბედნიეროდ სისხლი არ გამოსვლია. 23 წლის (24 წლის...