წელი: 2022

Home 2022
საინტერესო ამბები გიჟური ფინალის ირგვლივ
ჩანაწერი

საინტერესო ამბები გიჟური ფინალის ირგვლივ

მსოფლიოს ჩემპიონატის გიჟურ ფინალს სხვა სიგიჟეებიც მოჰყვა. აი, ერთ-ერთი მათგანი: არგენტინის მოზეიმე ნაკრების შემყურე ხალხმა ძველი ფოტოები გადაქექა და აღმოაჩინა, რომ ლეგენდარული დიეგო მარადონა გენიალური ფეხბურთელის გარდა წინასწარმეტყველიც ყოფილა. ჩვენ ეს იტალიური პრესიდან შევიტყვეთ. კერძოდ, 2022 წლამდე არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი 36 წლის წინ, 1986-ში გახდა. გამარჯვებულ გუნდს დაჯილდოების ცერემონიალზე მაშინაც უამრავი ფოტო გადაუღეს, რომელთა შორის...

სანდრომ პასები არიგა
ჩანაწერი

სანდრომ პასები არიგა

ჯიანის ადეტოკუმბოს არყოფნაში სანდრო მამუკელაშვილი ბლომად დრო მიიღო და კარგადაც გამოიყენა. ბერძენი ლიდერის გარეშე კი, მილუოკელებმა 123:97 იუტა ჯაზს მოუგეს. მამუკელაშვილი სათადარიგო კი იყო, მაგრამ პარკეტზე 23.28 წუთი გამოჩნდა, რა დროშიც 3 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. ქულების მონაგარი ბევრი არ ყოფილა და სანდროს ამაზე დიდადაც არ უზრუნია, რადგან კალათს სულ ორჯერ შეუტია:...

განრისხება მაროკოულად
ჩანაწერი

განრისხება მაროკოულად

მაროკომ მსოფლიოს ჩემპიონატი განრისხებულმა დაასრულა. აფრიკელებმა მესამე ადგილისთვის მატჩი ხორვატიასთან 1:2 წააგეს, მაგრამ მიიჩნიეს, რომ მათი დამარცხება ცუდმა მსაჯობამ განაპირობა და დასრულდა თუ არა შეხვედრა, არბიტრებს შემოეჯარნენ. მათ ყატარელი მსაჯის აბდულრაჰიმ ალ-ჯასიმისა და მისი კოლეგების რამდენიმე გადაწყვეტილებასთან ჰქონდათ პრეტენზია. რამდენადაც შორიდან ჩანდა, მაროკოელთა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ სცადა ვითარების განმუხტვა. მან თავის ფეხბურთელებს მსაჯებისგან გაცლა სთხოვა....

ოსიმენი და კვარა საკმარისი არ არის
ჩანაწერი

ოსიმენი და კვარა საკმარისი არ არის

„ნაპოლიმ” „დიეგო მარადონაზე” ამხანაგური შეხვედრა წააგო ესპანურ „ვილიარეალთან” — 2:3. ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლელთა მეორე გოლი გაიტანა, პენალტით, რომელიც ალესიო ძებრინმა მოიპოვა. გთავაზობთ „ლა გაძეტა დელო სპორტის” მიმოხილვას: „საგანგაშო არ არის, მაგრამ ბრწყინვალე ნამდვილად არ ყოფილა. „ნაპოლიმ” „მარადონაზე” 2:3 წააგო „ვილიარეალთან”, რომელშიც მისი ნაქები ყოფილი ფეხბურთელები პეპე რეინა და რაულ ალბიოლი თამაშობდნენ. უპირველესად უნდა ითქვას, რომ...

შავმა ლომმა სუპერთასი დაიტოვა!
ჩანაწერი

შავმა ლომმა სუპერთასი დაიტოვა!

პირველმა ქართულმა პროფესიულმა სარაგბო ფრენჩაიზმა, რომელსაც შარშან ზაფხულში დიდი ნიკო ფიროსმანის შედევრის – შავი ლომის სახელი ეწოდა, წლეულს გაზაფხულზე მოპოვებული „რაგბი ევროპის“ სუპერთასი წლეულსვე ჩატარებულ მეორე გათამაშებაში არავის დაუთმო და ეს ჯილდო კიდევ მინიმუმ ერთი წლით თბილისში დადებულ ბინაში დარჩება. „ავჭალაზე“ კვლავ არ მივიდა მაყურებელი, ყოველ შემთხვევაში, ამ არენას ბევრად მეტი ქომაგიც უნახავს საკუთარ ტრიბუნაზე....

სხვა ტალახაძე
ჩანაწერი

სხვა ტალახაძე

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონია. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ლაშასგან ამას მიჩვეული ვართ. უჩვეულო მხოლოდ ის იყო, რომ ტალახაძეს ამჯერად გაუჭირდა და ტიტულის მოპოვება მხოლოდ მასზე არ იყო დამოკიდებული. 29 წლის ქართველმა ძალოსანმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა და კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში დასკვნით დღეს საქართველოს ჰიმნი ააჟღერა. ქართველ გოლიათს ტრავმა აწუხებდა და ამიტომაც იყო,...

ინფანტინომ ზელენსკის უარი უთხრა!
ჩანაწერი

ინფანტინომ ზელენსკის უარი უთხრა!

ფიფამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წინ გულშემატკივრებისთვის მიმართვის ნება არ დართო. პლანეტაზე ფეხბურთის უსტაბაშმა ჯანი ინფანტინომ თქვა, რომ ფეხბურთის მოედანი პროტესტის ადგილად არასდროს გადაიქცევა. ზელენსკის უნდოდა შემთხვევით ესარგებლა და „ლუსაილ სთედიუმზე” ვიდეომიმართვით ჩართულიყო.  

ხვიჩა ნიუკასლს მონდომებია
ჩანაწერი

ხვიჩა ნიუკასლს მონდომებია

როგორც იტალიური მედია წერს, „ნაპოლის” თავისი ვარსკვლავების კბილებით დაცვა და შენარჩუნება მოუწევს, რადგან მდიდარი უცხოური კლუბები მათზე ნადირობას სულ უფრო მეტად და მეტად შეეცდებიან. ბოლო ინფორმაციის თანახმად, „აძურის” ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია პრემიერლიგის კლუბს „ნიუკასლ იუნაიტედს” მონდომებია. ინგლისურმა „თაიმსმა” დაწერა: „ნაპოლის” მარცხენაფლანგელი ხვიჩა კვარაცხელია „ნიუკასლის” მთავარი მიზანია. 21 წლის ქართველს კლუბი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ფრთხილად...

მამარდას წინ კვლავ სუსტი დაცვაა
ჩანაწერი

მამარდას წინ კვლავ სუსტი დაცვაა

„ვალენსია” ახალი წლის საღამოს „ვილიარეალს” შეხვდება და ასე განახლდება მისთვის ესპანეთის ჩემპიონატი. როგორც AS წერს, ამ მატჩისთვის მოსამზადებლად „ღამურებმა” პირველი სერიოზული ამხანაგური შეხვედრა გამართეს — „ნოტინგემ ფორესტს” უმასპინძლეს და ორი უხეში შეცდომის გამო წააგეს. სწორედ „ვალენსია” და „ნოტინგემ ფორესტი” გახლდნენ ის გუნდები, რომელთაც 1961 წლის 13 სექტემბერს, „მესტალიაზე”, ისტორიაში პირველი საერთაშორისო შეხვედრა გამართეს. ეს იყო...

ბუსკეტსიც წავიდა…
ჩანაწერი

ბუსკეტსიც წავიდა…

ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა სერხიო ბუსკეტსმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა. 34 წლის კატალონიელმა (ბუსკეტსი საბადელშია დაბადებული) „ფურია როხას“ მაისურა პირველად 2009 წლის აპრილში მოირგო და დღემდე 143 მატჩი (2 გოლი) ჩაატარა. ბუსკეტსი ესპანეთის ნაკრების ორი დიდი გამარჯვების, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონობისა და ევრო 2012-ის ტრიუმფის თანამონაწილეა. ყატარის მუნდიალზე მან ოთხივე მატჩი ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის...