„ვალენსია” ახალი წლის საღამოს „ვილიარეალს” შეხვდება და ასე განახლდება მისთვის ესპანეთის ჩემპიონატი. როგორც AS წერს, ამ მატჩისთვის მოსამზადებლად „ღამურებმა” პირველი სერიოზული ამხანაგური შეხვედრა გამართეს — „ნოტინგემ ფორესტს” უმასპინძლეს და ორი უხეში შეცდომის გამო წააგეს. სწორედ „ვალენსია” და „ნოტინგემ ფორესტი” გახლდნენ ის გუნდები, რომელთაც 1961 წლის 13 სექტემბერს, „მესტალიაზე”, ისტორიაში პირველი საერთაშორისო შეხვედრა გამართეს. ეს იყო „ბაზრობათა თასის” (შემდგომში უეფას თასის) მატჩი, რომელიც „ვალენსიამ” 2:0 მოიგო. გუშინდელ ამხანაგურ დაპირისპირებაში გუნდებს ფორმებიც კი ისეთივე ეცვათ, როგორც მაშინ 61 წლის წინ.
ეს შეხვედრა „ჩეების” გულშემატკივრისთვის იმითიც იყო საინტერესო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებული ფეხბურთელების და გამოჯანმრთელებული გვინეელი მცველის მუკტარ დიაკაბის ნახვის შესაძლებლობა ეძლეოდა.
პირველ ტაიმში მასპინძლები ბურთს უპირობოდ აკონტროლებდნენ, რაც ასე ძალიან უყვარს მათ მწვრთნელს ჯენარო გატუზოს, თუმცა ამან სასურველი შედეგი ვერ მოიტანა, ხოლო როდესაც ნიკომ და გაბრიელ პაულისტამ მე-40 წუთზე ბურთი ვერ გაიყვეს, ის ინგლისური გუნდის ნახევარმცველმა იხელთა, მოედნის შუაში გადააგდო, სადაც ტაივო ავონი სრულიად მარტო იყო დარჩენილი. აქ AS-ს აზრით გიორგი მამარდაშვილმაც ცოტა იჩქარა თანაგუნდელების დასახმარებლად კარიდან გამოვარდნა. საბოლოოდ ავონი მას გასცდა და გოლის შეაგდო. ასეა თუ ისე, ვალენსიელთა დაცვას მტი ყურადღება მართებს და ეს რომ ასეა, მეორე ტაიმში, 68-ე წუთზეც დამტკიცდა, როდესაც ემანუელ დენისმა ახლა უკვე სხვა მეკარეს იაგო ერერინს გაუტანა.
ინგლისელთა ორ გოლს შორის, 58-ე წუთზე უგო დურომ „ღამურების” ერთადერთი საპასუხო გაიტაანა.
აღსანიშნავია, რომ გატუზომ მეორე ტაიმში მთელი ძირითადი შემადგენლობა შეცვალა.
შემდეგი ამხანაგური შეხვედრა „ვალენსიას” 22 დეკემბერს „ალკმართან” აქვს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/05/2026 | 14:53საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
