„როგორ უნდა ჩააყენოს „ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ჩემპიონატის განახლებამდე ანუ 15 დღეში საუკეთესო ფორმაში? — იკითხა „ლა გაძეტა დელო სპორტმა” გუშინ და დასძინა, — ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ ეს ფორმა მას დიდი ხნით შეანარჩუნებინონ. ბიჭმა ხომ ახალი სეზონი ფაქტობრივად დასვენების გარეშე დაიწყო. ივლისის დასაწყისში ის უკვე ნაპოლის საწვრთნელ ბაზაზე იყო, მანამდე კი ივნისის...
წელი: 2022
მარიო გომესი, ვიქტორ ოსიმენის მფარველი ანგელოზი
„ნაპოლის” თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს „ილ მატინომ” ინტერვიუ ჩამოართვა. ოსიმენი მოგეხსენებათ მიმდინარე სეზონში საუცხოოდ თამაშობს. საუბარში ნიგერიელმა გაიხსენა ის ხალხი, ვინც მის კარიერას სიკეთის დაღი დაასვა და განსაკუთრებული მადლიერებით ახსენა გერმანელი მარიო გომესი რომელიც ოსიმნეთან ერთად 2017-18 წლებში ბუნდესლიგის „ვოლფსბურგში” თამაშობდა. „გომესი ხშირად მახსენდება, — თქვა ოსიმენმა, — „ვოლფსბურგში” ჩემი ცხოვრება იოლი არ იყო. ეს მარტო...
ვინ არის ვანია ბოსნიჩი?
მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრების მთავარი ფიგურა ლუკა მოდრიჩი იყო. 37 წლის ფეხბურთელი შესაშური სისწრაფითა და ენერგიით დაქროდა მოედანზე ყველა მიმართულებით. ის რომ ხორვატთა ეროვნულმა გუნდმა მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა, უპირველეს ყოვლისა მისი დამსახურებაა. მოდრიჩი იყო მთავარი შემოქმედი ოთხი წლის წინანდელი წარმატებისაც, როდესაც ბალკანელებმა მეორე ადგილი დაიკავეს. ხორვატთა კაპიტანი იმ წელიწადს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მოდრიჩი...
იმედგაცრუება: რონალდუ და მსაჯობა
„მარკას” აზრით ლოთარ მათეუსი ყოველთვის მიზანში არტყამს; პირდაპირი კაცია. გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ამჯერად კრიშტიანუ რონალდუს „დაუმიზნა”. საერთოდ, 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი კრიტიკულ განცხადებებს არ ერიდება. „რონალდუს ისეთი დიდი ეგო აქვს, რომ გუნდიც დააზიანა და თავიც, — თქვა მათეუსმა „ბილდთან” ყატარში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემიონატზე მსჯელობისას, — იმაში, რომ ის დიდი ფეხბურთელი იყო ორი აზრი არ...
ნაპოლი აცხადებს, რომ რუსებმა ხვიჩას შესახებ ტყუილი თქვეს
„ეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა, — წერს პორტალი calcionapoli1926, — „ნაპოლი” აცხადებს, რომ კლუბის სპორტულ დირექტორს კრისტიანო ჯიუნტოლის რუსული „სპორტ ექსპრესისთვის” ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნიუკასლ იუნაიტედის” შესახებ არაფერი უთქვამს. „აძურის” ოფისმა ოფიციალური პრეს-რელისი ტვიტერის მეშვეობით გაავრცელა. კერძოდ, პრეს-რელისში წერია: „ნაპოლი” აცხადებს, რომ მის სპორტულ დირექტორს კრისტიანო ჯიუნტოლის რუსულ „სპორტ ექსპრესთან” არანაირი ოფიციალური განცხადება არ...
კვარა ფედერიკო მეორის უნივერსიტეტში
„ნეაპოლელებისთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, ქართველებისთვის, ოჯახი უმთავრესია”, — თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ ფედერიკო მეორის სახელობის უნივერსიტეტის სან ჯოვანი ა ტედუჩიოს მთავარ კორპუსში. როგორც კამპანიური პრესა წერს, ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, იმდენად, რომ მას უკვე მთავარი უნივერსიტეტებიც კი უწყობენ შეხვედრებს. „როდესაც ნეაპოლში ჩამოვედი, მივხვდი, რომ ადგილობრივი ხალხი ფეხბურთით ცხოვრობდა, ხოლო როდესაც პირველად...
ბიშტი მესის
დანიელმა კომენტატორმა, ფლემინგ ტოფტმა, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორები სასტიკად გააკრიტიკა, ფინალური მატჩის დამთავრების შემდეგ ლიონელ მესისთვის ნაჩუქარი ბიშტის გამო. ბიშტი – მამაკაცის ტრადიციული სამოსია არაბულ სამყაროში, რომელსაც ძირითადად, ქორწილებსა და რელიგიური დღესასწაულებისას იცვამენ. „ეს აღმაშფოთებელია. ბოლოს და ბოლოს, მესი არგენტინელია და დაჯილდოებისას თანაგუნდელებთან ერთად საკუთარი ქვეყნის მაისურით უნდა მდგარიყო და არა მირთმეული ბიშტით. ეს მსოფლიო...
საუკეთესოებიც არგენტინელებისაა
ყატარში დასრულებული მონდიალის შემდეგ ინდივიდუალური ჯილდოებიც ჩამოარგიგეს. საუკეთესო ფეხბურთელად, ცხადია, ლეო მესი აღიარეს. არგენტინელი ფეხბურთელის კონკურენტები ფრანგი კილიან მბაპე და ხორვატი ლუკა მოდრიჩი იყვნენ, თუმც… ტურნირის საუკეთესო მეკარედ არგენტინელი ემილიანო მარტინესი დაასახელეს, ვინც ფინალში ჩინებულ თამაშზე რომ არაფერი ვთქვათ, გუნდი იქამდეც რამდენჯერმე გადაარჩინა. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად მისივე თანამემამულე ენცო ფერნანდესი აღიარეს. ბომბარდირი კილიან მბაპე გახდა,...
ლეო მესი: ვიცოდი, რომ ღმერთი ჩემთვის ამის მოცემას აპირებდა
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დასრულების შემდეგ არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლეო მესი ეიფორიაში იყო, — წერს ესპანური „მარკა”. მან არგენტინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში თქვა, ვიცოდი უფალი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოცემას რომ მიპირებდაო. „შთამბეჭდავია, ყველაფერი ასე რომ დასრულდა, — თქვა მსოფლიოს ჩემპიონმა, — ვიცოდი, რომ ღმერთი ადრე თუ გვიან ჩემთვის ამის მოცემას აპირებდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ წინასწარ...
კარგი ნიშანი ნაპოლისთვის
calcionapoli1926-ს იმედი მიეცა, რომ „ნაპოლი” სერა A-ს მიმდინარე ჩემპიონატში სკუდეტოს მოიპოვებს. ადამიანი როგორ ჩანს ყველგან ცრუმორწმუნეა და ზეციურ მინიშნებებს ეძებს. საქმე კი ის არის, რომ მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატში არგენტინის ნაკრებმა გაიმარჯვა და… შემდეგ სეზონში „აძურიმ” იტალიის ჩემპიონატი მოიგო. აი, გამოხდა 36 წელი და არგენტინამ კვლავ აღმართა მსოფლიო თასი. გინდ გაიკვირვეთ, გინდ არა, მაგრამ არგენტინელთა...









