დანიელმა კომენტატორმა, ფლემინგ ტოფტმა, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორები სასტიკად გააკრიტიკა, ფინალური მატჩის დამთავრების შემდეგ ლიონელ მესისთვის ნაჩუქარი ბიშტის გამო.
ბიშტი – მამაკაცის ტრადიციული სამოსია არაბულ სამყაროში, რომელსაც ძირითადად, ქორწილებსა და რელიგიური დღესასწაულებისას იცვამენ.
„ეს აღმაშფოთებელია. ბოლოს და ბოლოს, მესი არგენტინელია და დაჯილდოებისას თანაგუნდელებთან ერთად საკუთარი ქვეყნის მაისურით უნდა მდგარიყო და არა მირთმეული ბიშტით. ეს მსოფლიო ჩემპიონატის უხერხულ სიმბოლოდ დარჩება. ყატარს ხომ არ გაუმარჯვია ტურნირში? მონდიალი მესიმ და მისმა მეგობრებმა მოიგეს. ეს დიდი შცდომაა ორგანიზატორების მხრიდან“, – ციტირებს ტოფტის სიტყვებს TV2.
შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს 2022წლის მუნდიალის ფინალში, არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთის ეროვნული გუნდი მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში დაამარცხა და მესამედ მოიპოვა პლანეტის უძლიერესი გუნდის წოდება.
/origin-imgresizer.eurosport.com/2022/12/18/3510790-71562968-2560-1440.jpg)
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
