„ნეაპოლელებისთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, ქართველებისთვის, ოჯახი უმთავრესია”, — თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ ფედერიკო მეორის სახელობის უნივერსიტეტის სან ჯოვანი ა ტედუჩიოს მთავარ კორპუსში.
როგორც კამპანიური პრესა წერს, ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, იმდენად, რომ მას უკვე მთავარი უნივერსიტეტებიც კი უწყობენ შეხვედრებს.
„როდესაც ნეაპოლში ჩამოვედი, მივხვდი, რომ ადგილობრივი ხალხი ფეხბურთით ცხოვრობდა, ხოლო როდესაც პირველად ვითამაშე „მარადონაზე”, თავი ნამდვილ პროფესიონალად ვიგრძენი. ნეაპოლელები იმის გამო, რაც გავაკეთეთ ჩვენგან ბევრს ელიან. ისინი ელიან, რომ კვლავ იმ დონეზე გავაგრძელებთ, რომელსაც დასაწყისში მივაღწიეთ და მინდა მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის მათ დიდი მადლობა გადავუხადო”, — თქვა კვარაცხელიამ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 08:01ირაოლამ ალისონი დაიცვა
მთავარი ამბავი07/11/2026 | 07:00კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
