ნაპოლიმ ანთალიაში შეკრება დაასრულა და მშობლიურ კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ბაზას დაუბრუნდა. თურქეთში გუნდმა ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ჯერ „ანთალიასფორთან” (3:2) მოიგო, ხოლო შემდეგ „კრისტალ პალასთან” (3:1). ამის მიუხედავად ლუჩანო სპალეტი ჯერ კიდევ ვერ მუშაობს სრულ შემადგენლობასთან — მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატში „აძურის” ხუთი ფეხბურთელი მონაწილეობდა, რომელთაგან ორი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა ნეაპოლში. ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელებიდან მერვედფინალს ვერავინ გასცდა.
ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ, მატიას ოლივერამ და ირვინგ ლოსანომ მუნდიალი ჯგუფური ეტაპის შემდეგ დატოვეს. ისინი უკვე დაბრუნდნენ იტალიაში და „ინტერთან” 4 იანვრის მნიშვნელოვანი მატჩისთვის თანაგუნდელებთან ერთად ემზადებიან. რაც შეეხება ორ პატრენოპეელს, რომლებმაც ყატარში ერთი ეტაპით მეტი დაჰყვეს, პიოტრ ჟელინსკისა და კიმ მინ-ჯაეს მათ კლუბმა შვებულება რამდენიმე დღით გაუგრძელა და ჯერ თავიანთ ქვეყნებში არიან.
სამხრეთ კორეის ნაკრებმა მერვედფინალში ბრაზილიასთან 1:4 წააგო, მაგრამ ამის მიუხედავად კიმი სამშობლოში მიიღეს როგორც გმირი. რაც შეეხება ჟელინსკის, მან ეტყობა საფრანგეთთან მეოთხედფინალში 1:3 დამარცხების შემდეგ გაგრილება გადაწყვიტა და როგორც მისი ინსტაგრამიდან ჩანს, ყინულივით ცივ აუზში ჩახტა საჭყუმპალაოდ. ყატარის ხვატში გადახურებული ნახევარმცველი ეტყობა მშობლიურ პოლონეთში სხეულის ტემპერატურის დაბალანსებას ცდილობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
სიახლეები16/09/2026 | 08:49ტოპმიოლერი გააგდეს!
მთავარი ამბავი16/09/2026 | 07:26შერეული შთაბეჭდილება დატოვაო…
