წელი: 2022

Home 2022
ნაპოლი ხვიჩას გარეშე
ჩანაწერი

ნაპოლი ხვიჩას გარეშე

„ფიორენტინასთან“ მატჩამდე „ნაპოლიმ,“ თავის „დიეგო მარადონაზე“ ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა დაბალლიგელ „იუვე სტაბიასთან“ და 3:0 გაიმარჯვა. ლუჩანო სპალეტიმ ექსპერიმენტული შემადგელობით ითამაშა. ძირითადის ფეხბურთელები ამჯერად მაყურებლების როლში გახლდნენ, მინდორზე კი სათადარიგოები და ახალწვეულები: ნდომბელე, რასპადორი, სიმეონე და სირიგუ იყვნენ. ამ დღეს მათ წარდგენასთან ერთად დებიუტიც გამუვიდათ. ნდომბელემ ძალიან ლამაზო გოლიც გაიტანა. ასევე თავი ამბროზინომ და ძერბინმა გამოიჩინეს. „ნაპოლის“...

ლივერპულში თუ მოვხვდებოდი…
ჩანაწერი

ლივერპულში თუ მოვხვდებოდი…

„ლივერპულის“ პორტუგალიელმა შემტევმა დიოგუ ჟოტამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჭაბუკობაში ვერც კი იოცნებებდა მერსისაიდულ კლუბში თამაშზე. „როცა 16 წლის ვიყავი „გონდომარში“ ვთამაშობდი. ყოველთვიურად ჩემი მშობლები ფულს იხდიდნენ, რომ შემადგენლობაში ვყოფილიყავი. პორტუგალიაში ამ მხრიც ცოტა სხვაგვარადაა მოწყობილი საქმე, ვიდრე ინგლისში. როცა „პასუშშ დე ფერიერაში“ გადავედი, მაშინ მცირე ხელფასი დამინიშნეს. ახალგაზდობაში დიდ კლუბებში არ მითამაშია. არადა, ჩემი მეგობრები...

დღეს ევროპა საუკეთესოს იტყვის…
ჩანაწერი

დღეს ევროპა საუკეთესოს იტყვის…

დღეს, სტამბოლში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოცხადდება. წლეულს, გამოკითხვაში უეფას 55 წევრი ასოციაციის, 55 ქვეყნის 55 სპორტული გამოცემა და ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და კონფერენციის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე გუნდების მწვრთნელები მონაწილეობენ. საქართველოდან, უეფას პარტნიორი „სარბიელი“ გახლავთ, ხოლო ჩვენი წარმომადგენელი დავით კაკაბაძე. უეფას უმაღლესი ჯილდოს მისაღებად...

ვალენსიას ტრავმებიღა აკლდა
ჩანაწერი

ვალენსიას ტრავმებიღა აკლდა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” გეგონება გონსალო გედეშის „ვულვერჰემპტონში” გაყიდვა არ ეყოფოდა, უგო დურო დაუშავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ღამურებს” თავდასხმაში ძალა მოაკლდება. ფორვარდი კვლავ ყავარჯნებით დადის. მან საფუძვლიანი სამედიცინო შემოწმება გაიარა, მაგრამ მაინც გაურკვევლობაშია. მედიკოსები ვერ ამბობენ, როდის დაუბრუნდება ბილბაოში, „სან მამესზე” დაშავებული ფეხბურთელი მოედანს. ამბობენ, რომ დუროს კოჭის უკან ანთებითი პროცესი აქვს. კლუბის მიერ გავრცელებულ...

ედი რეიამ კვარაცხელია მყისიერად დაინახა
ჩანაწერი

ედი რეიამ კვარაცხელია მყისიერად დაინახა

იტალიელი მწვრთნელი ედი რეია ქართველ გულშემატკივარს საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩიდან უნდა ახსოვდეს. 2022 წლის 29 მარტს, ტირანაში, მეტოქეები 0:0 დაზავდნენ. 76 წლის რეია კვლავ შკიპერიის ეროვნულ გუნდს უდგას სათავეში. 2005-09 წლებში ის „ნაპოლისაც” წვრთნიდა. რეიამ Radio Goal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო ფაქტს გაუსვა ხაზი. ქვემოთ ამონარიდებს გთავაზობთ: ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ალბანეთის ნაკრებს საქართველოსთან...

ამერიკელთა მოგზაურობა თბილისში
ჩანაწერი

ამერიკელთა მოგზაურობა თბილისში

… ქუთაისელი ბიჭი იყო. ჯადოქარი სულიკო თორთლაძის კიდევ ერთი ქმნილება. „დინამოში“ პირველად 1979 წელს ითამაშა, ცეესკასთან. 1980-იან წლებში დაფრინავდა. 88-ში, როდესაც საბჭოთა კავშირში NBA-ს გუნდი „ატლანტა ჰოქსი“ ჩამოვიდა თავის დომინიკ უილკინსით, თბილისურ შეხვედრაში რამდენიმე წუთი ათამაშეს. 1995-96 წლების სეზონშიც კი „სარბიელმა“ საქართველოს საუკეთესო კალათბურთელად დაასახელა.

დრამა მიუნხენში
ჩანაწერი

დრამა მიუნხენში

ორი ქართველი იდგა მიუნხენის ოლიმპიდის კვარცხლბეკზე, უცხო დროშის ქვეშ, უცხო ჰიმნის ფონზე. ტელევიზორში ალბათ ისინიც რუსები ეგონათ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით: ქართველებმა დიდი ისტორიის დაწერაში ლომის წილი დაიდეს.

კარგი, ცუდი…
ჩანაწერი

კარგი, ცუდი…

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ილიას ზუროსის გუნდის მეტოქე ნიდერლანდების ნაკრები იყო და ჩვენებმა – 77:66 იმარჯვეს. საქართველომ კალათბურთი სულ ოთხი წუთი ითამაშა – მესამე მეოთხედის დასაწყისში, როდესაც 16:0 „გაქცევა“ მოაწყო. სხვა მომენტებში თამაში არ მიგვდიოდა: ცუდი შეტევა, ბევრი შეცდომა, უზუსტო სროლები. არ ჩანდა კომბინაციური თამაში. ბედად, ვერც...

ლოჩოშვილი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია
ჩანაწერი

ლოჩოშვილი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია

მეორე ტურში, სერია A-ში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დებიუტი შედგა — 24 წლის ლუკა ლოჩოშვილმა „კრემონეზეს” შემადგენლობაში ითამაშა. კრემონელებმა კრის სმოლინგის მიერ 65-ე წუთზე გატანილი გოლის გამო რომში ჟოზე მოურინიუს „რომასთან” 0:1 წააგეს. ლუკამ 85 წუთი ითამაშა. ბოლო 5 წუთში ის დანიელე ჩიოფანიმ შეცვალა. „ლოჩოშვილი? ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, — თქვა მატჩის შემდეგ „კრემონეზეს” 52 წლის...

კვარა შოუ: ნაპოლის სარეკორდო დებიუტი
ჩანაწერი

კვარა შოუ: ნაპოლის სარეკორდო დებიუტი

„ნაპოლის” საუკუნოვან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ 96 წლიან ისტორიაში, ხვიჩა კვარაცხელიას ნაირი  არავინ არის. ის გახლავთ პირველი ახალწვეული რომელმაც სერია A-ში, „აძურის” შემადგენლობაში ორ სადებიუტო შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა. ამას თუ დაამატებთ, რომ ქართველი მხოლოდ 21 წლისაა, აღმოაჩენთ, რომ ყველა, ვისაც მანამდე ორ შეხვედრაში სამი გოლი გაუტანია მასზე უფროსები იყვნენ. გარდა ამისა, ეს მატჩები კვარაცხელიას...